8 გავრცელებული შეცდომა, რომლებიც თვალის გარშემო ნაოჭებს იწვევს

0
780
Photo credit: Getty Images

კანი თვალის გარშემო ყველაზე თხელი და ნაზია, ესე იგი, განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. თუმცა, ხშირად, გვავიწყდება ამ ზონისთვის საჭირო ყურადღების დათმობა. შედეგად, ნაადრევად ჩნდება ნაოჭები. ეს ხომ არავის უნდა?

რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად, მიმიკურ ნაოჭებს თავიდან ვერ აიცილებთ, მითუმეტეს, რომ მისი გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ღიმილია. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გთავაზობთ ვიქტორია ბექჰემად ქცევასა და, სილამაზის გამო, ღიმილის შეწყვეტას! თუმცა, არსებობს თვალის გარშემო კანის მოვლისას გავრცელებული შეცდომები, რომლებიც ნაოჭებს დროზე ადრე გაჩენაში ეხმარება.

1. პირის ძალიან ცივი ან ძალიან ცხელი წყლით დაბანა

ესაა პირველი შეცდომა, რომელსაც ყველაზე “მოწესრიგებული” გოგონებიც კი უშვებენ. სახის ყოველდღიური დაბანითვის, წყლის ტემპერატურა ოთახისას არ უნდა აღემატებოდეს – 23-24 გრადუსი, არავითარ შემთხვევაში ცივი ან ცხელი. ხანდახან, შეგიძლიათ ქვედა ქუთუთო კოსმეტიკური ყინულის კუბით გაიწმინდოთ, თუმცა, ყოველდღიური მოვლისთვის ეს მეთოდი შეუფერებელია – ეს კანს აწუხებს. იგივე ეხება ცხელ წყალსაც – იგი აშრობს და აზიანებს კანს, იწვევს ნაოჭების გაჩენას.

2. თვალის სპეციალურ დემაკიაჟზე უარის თქმა

გელებისა და ქაფების უმეტესობაზე, რომლებიც სახის დასაბანადაა განკუთვნილი, წერია: “მოერიდეთ თვალის გარშემო არეს”. ეს ინფორმაცია სასარგებლოა და უგულებელყოფისთვის არაა მოცემული! მთელი სახის კანი და თვალის გარშემო ნაზი კანი განსხვავებულ მოვლას საჭიროებს, ამიტომ, ქუთუთოებზე კოსმეტიკის ნარჩენები მოიშორეთ ან სპეციალური ქაფით, ან ორფაზიანი საშუალებით, ზეთოვან ფუძეზე.

3. თვალქვეშ სახის ჩვეულებრივი კრემის წასმა

იგივე, რაც დემაკიაჟის შემთხვევაში – თქვენს ულამაზეს თვალებს განსაკუთრებული კოსმეტიკა სჭირდება. მათ ხომ დაიმსახურეს! სახის კრემი, რამდენად ხარისხიანიც არ უნდა იყოს იგი უნდა წაისვათ ზემოხსენებული “თვალის გარშემო ზონის” გარშემო.

4. დატენიანების შესახებ დავიწყება

ნაოჭების გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი სიმშრალეა. კარგად დატენიანებული კანი უფრო დიდხანს რჩება გლუვი, თვალის გარშემო კანისთვის კი ეს ყველაზე უფრო აქტუალურია – ამ მონაკვეთში თითქმის არაა კუნთი და კანქვეშა ქონი, სწორედ ამიტომაა იგი სიმშრალისკენ მიდრეკილი. მოვლა მოიცავს დღეში ორ პროცედურას – დილით, მაკიაჟის წასმამდე, საღამოს – მისი ჩამობანის შემდეგ.

5. კრემის წასმა არასწორი მიმართულებით 

დაიმახსოვრეთ, რომ თვალების გარშემო კრემი უნდა წაისვათ მსუბუქი, არავითარ შემთხვევაში გაწელვითი მოძრაობებით, ძვლების გასწვრივ – მათ მარტივად იგრძნობთ თითის ბოლოებით. ყოველ საღამოს გაიკეთეთ მიკრომასაჟი მსუბუქი დაკვრითი მოძრაობებით – თვალის შიდა კუთხიდან თვალის ზედა ზონის გასწვრივ, გარე კუთხიდან შიგნით – ქვედა ზონის გასწვრივ. ეს მარტივი მოქმედებები გააძლიერებს სისხლის ცირკულაციას და კანს უფრო გაამკვრივებს.

6. მზისგან დამცავი სათვალის გამოუყენებლობა

სახლიდან მზისგან დამცავი სათვალეების გარეშე გახვედით და მთელი დღე თვალებს ჭუტავთ, მზის სხივების გამო? გილოცავთ! ამ დროს, თქვენი კანი მუდმივად “დაჭმუჭნულ” მდგომარეობაშია – აქედან ეყრდება ნაოჭებს საფუძველი. ყოველთვის თან იქონიეთ მზისგან დამცავი სათვალეები და, სასურველია, მათ შუშებს უ.ი.-ფილტრი ჰქონდეს.

7. დიოპტრიული სათვალის გარეშე ცხოვრება

თუ მხედველობა დაგიქვეითდათ, მნიშვნელოვანია ისეთი სათვალეების ან კონტაქტური ლინზების შერჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ კარგად დანახვაში და აღარ დაგჭირდებათ თვალები მოჭუტვა. ხშირად, მიმიკური ნაოჭები სწორედ ცუდად შერჩეული დიოპტრიების შედეგია, წელიწადში ერთხელ მიმართეთ ოკულისტს და, საჭიროებისამებრ, შეცვალეთ ისინი.

8. კოსმეტიკით დაძინება

მგონი, არაფრის თქმა არ გვჭირდება. დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ამ თვალსაჩინო პუნქტის შესახებ: ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერ გოგონას სმენია იმის შესახებ, რომ კოსმეტიკით დაძინება არ შეიძლება. და მაინც, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ შემეხსენებინა – ჩამოყრილი ჩრდილები, გადათხაპნილი ტუში და ლაინერის ნარჩენები, რომლებთან ერთადაც ღამეს გაატარებთ, დამღუპველად იმოქმედებს თვალის გარშემო კანზე. ესაა ყველაზე საიმედო გზა 35 წლის ასაკში ბლეფაროპლასტიკაზე ოცნებისთვის. ამიტომ, ყოველთვის ჩამოიწმინდეთ მაკიაჟი, მაშინაც კი, თუ დაღლილობისგან ან შამპანურისგან ფეხზე ვეღარ დგახართ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ