
ფსიქოლოგი და ტარო სპეციალისტი, ტატა კორეცკაია გვიყვება, თუ ტაროს რომელი კარტი ამოვიდა მომავალი წლისთვის და რას მოგვიტანს იგი. 2021-ე წელზე პასუხს აგებს V უფროსი არკანი – იეროფანტი, იგივე უმაღლესი მსახური. საბედისწეროდ ჟღერს, არა?
V არკანი – იეროფანტი

კარტზე გამოსახულია რომის პაპი, მის წინ ორი მუხლმოყრილი მოწაფეა. პაპი მფარველობს ორ მნიშვნელოვან სფეროს – სწავლასა და ქორწინებას.
2021-ე პირადი ფასეულობების გააზრების წელია. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია პასუხის გაცემა კითხვებზე: რისი მჯერა? ვისი მჯერა? მჯერა საკუთარი თავის?
სამსახური
წელი მაქსიმალურად წარმატებული იქნება მათთვის, ვინც ასწავლის, გადასცემს ცოდნას და რაღაცის ხელმძღვანელია. თუმცა, მათთვისაც, ვინც მზადაა სასწავლებლად, ახალი ეტაპისა და მიზნების მისაღწევად, 2021 წელი საკმარისად წარმატებული იქნება.
ურთიერთობები
იეროფანტი ყველა ურთიერთობას ცოტათი უფრო გაასერიოზულებს. იგი არ მოიაზრებს თავქარიანობას, ფეთქებადობასა და მფლანგველობას. კარგი დრო დგება მსუბუქი ფლირტის ლამაზ, საფუძვლიან რომანში გადასაზრდელად. შესაძლებელია ხანგრძლივი კავშირიც.
მათთვის, ვინც მეორე ნახევარს ეძებს, ახალი ნაცნობობისთვის საუკეთესო ადგილი იქნება ხელოვნების კურსები, ორატორული ოსტატობის ჯგუფები ან სხვა ნებისმიერი ტიპის სასწავლებელი.