თითქოს სარკეში ვიხედებიო: როგორ აპრიალებენ დიასახლისები ქვაბებს

0
758
Photo credit: Depositphotos

უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი ყველაფრით კარგია: გამძლე, ლამაზი, უნივერსალური და უსაფრთხოა. თუმცა, აქვს უსიამოვნო თვისება – გარე კედლები იფარება მყარი ყავისფერი ნადებით, რომლის ჩამორეცხვა არც ისეთი მარტივია.

Photo credit: Depositphotos

ჩვენ უკვე არაერთი საშუალება გაგვიზიარებია ქვაბის ელვარების დასაბრუნებლად. თუმცა, როგორც ამბობენ, სწავლა სიბერემდეო! როგორც აღმოჩნდა, არსებობს ერთი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ნადების პროფილაქტიკაში, მერე მასთან ბრძოლა რომ აღარ დაგჭირდეთ.

უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი

ფოლადიდან ცხიმის, საკვების ნარჩენებისა და მიმწვრების მოშორებისას, შეიძლება გარისკოთ ელვარე ზედაპირის მოშორება. ამავდროულად, თუ ჭურჭლის შეფუთვას სწორად გახსნით, მის გასაწმენდად მხოლოდ რბილი ღრუბელი დაგჭირდებათ.

რატომაა ექსპლუატაციისთვის მომზადება ასეთი მნიშვნელოვანი? საქმე ისაა, რომ ფოლადის ჭურჭლისთვის სასაქონლო იერის მისაცემათ, ქარხანაში მას სპეციალური პასტებით აპრიალებენ.

Photo credit: Depositphotos

ამის შემდეგ, რეცხავენ და მინერალური ზეთის თხელი ფენით ფარავენ. ცეცხლზე გახურების შემდეგ, მინერალური ზეთი იმ რთულად მოსაშორებელ ფენას ხსნის.

როგორ მოვამზადოთ ჭურჭელი მოხმარებისთვის?

დაგჭირდებათ

  • საყოფაცხოვრებო საპონი
  • 2 ჩ.კ. ლიმონმჟავა
  • რბილი ღრუბელი

საქმიანობის პროცესი:

1. გარეცხეთ ახალი ქვაბი ან ჩაიდანი ღრუბლისა და საყოფაცხოვრებო საპნის გამოყენებით.

Photo credit: Depositphotos

2. მოათავსეთ ნიჟარაში და გადაასხით მდუღარე წყალი, რომელშიც 2 ჩ.კ. ლიმონმჟავაა გახსნილი.

3. კიდევ ერთხელ გარეცხეთ ჭურჭელი თბილ წყალში და გაამშრალეთ.

Photo credit: Depositphotos

4. შემდეგ გაავსეთ ცივი წყლით. დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე და აადუღეთ წყალი.

Photo credit: Depositphotos

5. გადაღვარეთ წყალი, აცადეთ გაგრილება და გაამშრალეთ.

6. ახლა ქვაბის რეცხვა გაცილებით მარტივი იქნება. დამეთანხმებით, სუფთა ჭურჭელში მომზადებაც უფრო სასიამოვნოა.

Photo credit: Depositphotos

მოკლედ, ყველაზე კარგი ხარისხის ჭურჭელიც კი, ადრე თუ გვიან, ვარგისიანობის ვადას წურავს. ამის შემდეგ, სამზარეულოს დამხმარე უნდა გამოცვალოთ, თქვენივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ