როგორ გადავიღოთ უნაკლო და მიმზიდველი ფოტო: ინსტრუქცია გამოცდილი ფოტოგრაფისგან

0
1165
Photo credit: Depositphotos

დღეს ფოტოებით ვერავის გააკვირვებთ. მობილური კარგი კამერით თითქმის ყველა ადამიანს აქვს. თუმცა, ამავდროულად, ყველამ არ იცის, როგორ გადაუღოს ადამიანს ფოტო სწორად, კარგი შედეგის მისაღებად. ინსტაგრამის აქტიური მიმდევრებიც კი, ხშირად, შემთხვევითობის პრინციპით იღებენ უამრავ ფოტოს, შემდეგ კი 1-2 საუკეთესოს ამორჩევას ცდილობენ.

Photo credit: Depositphotos

როგორ გადავიღოთ კარგი ფოტო?

გამოცდილმა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია გადაღების პროცესში ყურადღების ერთდროულად რამდენიმე სხვასხვა პროცესზე გამახვილება. აქ მნიშვნელოვანია შუქთან მუშაობაც, კომპოზიციაც, კადრსი ხელების მდგომარეობაცა და მოდელის პოზაც.

Photo credit: Depositphotos

ალბათ, ეს უკანასკნელი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რამდენადაც ხელების მდგომარეობა და სწორი პოზა ისაა, რის გარეშეც რთულია წარმატებული ფოტოს წარმოდგენა. თუმცა, მოდელის ემოციებსაც მნიშვნელოვანი როლი უჭირავს კარგ კადრში.

ამიტომაც, დამწყებ ფოტოგრაფებს ასწავლიან არამხოლოდ ფოტოს გადაღებას, არამედ ადამიანთან სწორად ურთიერთქმედებასაც. ხშირად, ფოტოსტუდიებში ხომ არაპროფესიონალ მოდელებთან უხდებათ მუშაობა, მათ კი სწორ პოზირებაზე წარმოდგენაც კი არ აქვთ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეცდომა მხრების არასწორ მდგომარეობას უკავშირდება.

საკმარისია მოცემული ფოტოს გაანალიზება იმისთვის, რომ ამ პოზის რამდენიმე ნაკლი ერთდროულად აღმოაჩინოთ. პირველ რიგში, წინაა წაწეული მხრები, რაც ზურგს ამრგვალებს და კუზის ეფექტს ქმნის, მეორეც, ისინი წამოწეულიცაა, რაც ფარავს კისრის მიმზიდველ ნაწილს. მესამეც, თავის მდგომარეობა ფარავს კისრის ნაწილს, რაც ვიზუალურად მას ამოკლებს.

რა თქმა უნდა, ყველა ფოტოზე არაა საჭირო გახსნილი კისრის დემონსტრირება. თუმცა, უნდა გაიგოთ, თუ როგორ ახდენენ მოდელის ესა თუ ის მოქმედებები გავლენას ფოტოს ხარისხზე. სრულად დამალული კისერი სწორედ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა კადრის გასაფუჭებლად.

Photo credit: Depositphotos

როგორ ფუჭდება ფოტო?

მხრების ნიკაპისკენ წამოწევისას, მოდელი იღებს ჩაკეტილ პოზას, იგი დაძაბული და შეშინებულიც კი ჩანს. ხშირად, ამას გაუაზრებლად, ინსტინქტურად აკეთებენ. არაკომფორტულ გარემოცვაში ხომ ადამიანი ცდილობს, ორგანიზმის მნიშვნელოვანი ნაწილები დაიცვას.

ამიტომაც, ფოტოგრაფის მოდელთან მუშაობის ნაწილი მოიცავს მის მოდუნებას, კონტაქტის დამყარებას. ხანდახან, ამაში საუბარი ან იუმორი ეხმარება პროფესიონალს. კადრში ადამიანის ემოციური მდგომარეობა იმაზე უფრო მეტად შესამჩნევია, ვიდრე გგონიათ.

Photo credit: Depositphotos

რაც შეეხება გახსნილ პოზებს, როცა კამერასთან ახლომდებარე მხარი დაწეულია, შორეული კი – წამოწეული, ეს არამხოლოდ ვიზუალურად აგრძელებს კისერს, არამედ, თითქოს, მოდელს ათავისუფლებს. თუმცა, თუ ჩაკეტილი კადრის მიღება გსურთ, წამოწეული მხრები გააძლიერებს სასურველ ეფექტს.

თუ კადრში სიმსუქნისკენ მიდრეკილი ქალბატონია, წამოწეული მხრები გარეგნობას უფრო დაამძიმებს. კისერი ვიზუალურად დამოკლდება, თუმცა, როგორც კი მხრებს ჩამოუშვებთ, პოზა შემსუბუქდება.

Photo credit: Depositphotos

მხრების სწორად განლაგების შემთხვევაში კი საჭირო ეფექტს შექმნით. წამოწეული მხრები მოდელს დაძაბულ და შეძრწუნებულ იერს აძლევს, მალავს კისერს. ჩამოწეული მხრები ხსნის პოზას, აძლევს მოდელს სიმსუბუქეს. წინ წამოწეული მხრები ამრგვალებს ზურგს, ხოლო გასწორებული – ხსნის მკერდის არეს, მართავს ზურგს და ადიდებს მკერდს.

უფრო ხარისხიანი ფოტოს მისაღებად, არამხოლოდ გამოცდილება, არამედ დაკვირვებაცაა საჭირო. თანაც, არამხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის ფოტოებზეც. აღნიშნეთ, რომელი პოზა რა ეფექტს იძლება. ექსპერიმენტებით დაგიგროვდებათ გამოცდილება. ასე მაგარ ფოტოს პირველივე მცდელობაზე გადაიღებთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ