
ქალის ჰიგიენური საშუალებები და მათ შესახებ საუბარი დიდი ხანი ტაბუდადებული იყო. ახლაც კი ქალის ცხოვრების ამ ბუნებრივ ნაწილზე ღიად საუბარი ბევრს არ შეუძლია. ამასთან, თანამედროვე ქალებს მენსტრუაციასთან დაკავშირებით უფრო ნაკლები სირთულე აქვთ, ვიდრე ჩვენს დედებს და ბებიებს. საბედნიეროდ, ახლა ჰიგიენური საშუალებების დიდი არჩევანი არსებობს, რომელიც ქალებს ჩვეულ რიტმში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. Girl.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ გადაწყვიტა შოტლანდიამ ქალებისთვის უფასო საფენების და ტამპონების მიწოდება.

უფასო საფენები
ახლახანს მსოფლიო სასიამოვნო სიახლემ შეძრა. შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კანონმდებლობის დონეზე ქალებისთვის საფენები და ტამპონები უფასო იქნება.

ახლა მსურველებს მისი მიღება შეუძლიათ ნებისმიერ ფარმაცევტულ დაწესებულებაში, ახალგაზრდულ კლუბებსა და კულტურულ და სპორტულ ცენტრებში. დამატებითი ჰიგიენური საშუალებები გამოჩნდა სკოლებისა და უნივერსიტეტების ქალთა ტუალეტებში. სხვათა შორის, აქ უფასოდ უკვე 2018 წლიდანაა.

ეს გადაწყვეტილება საინფორმაციო კამპანიიდან მიიღეს, რომელმაც მენსტრუაციის შესახებ საზოგადოების აზრი შეცვალა. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, კანონი სიღარიბესთან ბრძოლის წინააღმდეგ არის მიმართული. ინიციატივის განსახორციელებლად გამოყოფილია 24 მლნ ფუნტი.

საქმე იმაშია, რომ ბრიტანელი ქალი ჰიგიენურ საშუალებებზე თვეში საშუალოდ 13 ფუნტ სტერლინგს ხარჯავს. გარდა ამისა, 2017 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ყოველ მეათე ქალს ამის საშუალება არ აქვს. მიღებული მონაცემებით, 14-დან 21 წლამდე გოგოების ნახევარს საკუთარი მენსტრუაციის რცხვენია.

„რატომ ითვლება 2020 წელს ტუალეტის ქაღალდი აუცილებლად, მაგრამ ქალის ჰიგიენის ნივთები – არა? ორგანიზმის ბუნებრივი ფუნქციისთვის ფინანსური სასჯელი უსამართლობაა, ეს უთანასწორობაა“ – აღნიშნა ელისონ ჯონსტონმა, შოტლანდიის პარლამენტის წევრმა, კანონპროექტის განხილვისას.

რას ფიქრობთ შოტლანდიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებაზე? თქვენი მოსაზრებები თამამად გაგვიზიარეთ. შესაჯამებლად, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებები თითოეული გოგოსა და ქალისთვის ელემენტარული მოთხოვნილებაა. სწორედ ამიტომ, სასიხარულოა იმის გაცნობიერება, რომ სამყარო ქალის სხეულის თავისებურებებს უფრო გაგებით ეკიდება.