რომელი კერძები არ უნდა შესთავაზოთ ხარს საახალწლო ღამეს

0
1209

ძალიან მალე თეთრი, მეტალის ხარის წელი დადგება. წლის მმართველი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი რომ იყოს, საახალწლო სუფრისთვის კერძების სიაზე იზრუნეთ. სადღესასწაულო სუფრა მრავალფეროვანი უნდა იყოს იყოს, მაგრამ ზედმეტობების გარეშე.

დღეს Girl.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რომელი წასახემსებელი კერძები არ უნდა შესთავაზოთ ხარს საახალწლო ღამეს.

წასახემსებლები საახალწლო სუფრაზე

წლის მმართველი ხარი „ქურქს“ არც შეხედავს. ქმარს იმედი გაუცრუვდება, მაგრამ „ქურქი“ გამორიცხულია. ყველაფერი კი ჭარხლის ფერის გამო. როგორც ცნობილია, ხარი წითელ ფერზე საკმაოდ აგრესიულად მოქმედებს. გაიხსენეთ კორიდა.

სამაგიეროდ, სალათი „ოლივიე“ შეგიძლიათ დატოვოთ, როგორც კომპრომისი მათთვის, ვინც ტრადიციებს ეჭიდება.

ბევრი დიასახლისი სადღესასწაულო სუფრაზე ლაბის გაკეთებას მიჩვეულია, მაგრამ 2021 წელს ამის გაკეთება არ ღირს. მის გასაკეთებლად გამოიყენება ჟელატინი. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჟელატინი მსხვილი პირუტყვის რქებისგან მიიღება. თუ ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ, წლის მფარველის კეთილგანწყობის იმედი არ გქონდეთ.

დაჭრილი ძროხის ხორცი ან ძეხვი სადღესასწაულო სუფრაზე ნამდვილად არ უნდა იყოს. ძროხა ხარის თანატოლად ითვლება, ამიტომ ამ ხორცის შემცველზე იფიქრეთ. ასევე უარი თქვით ძროხის ღვიძლის პაშტეტსა და რთულ ახალ კერძებზე.

ხარს ბევრის და გემრიელად ჭამა უყვარს. სუფრაზე მინიმალიზმს უპირატესობა არ მიანიჭოთ. საახალწლო სუფრაზე სიუხვე უნდა იყოს. ხარი უპირატესობას ანიჭებს ახალ მწვანილს და ბოსტნეულს.

წლის მმართველი მჟავე კერძებს ცუდად ეპყრობა. ტკბილ დესერტებსა და არომატულ ცომეულზე იზრუნეთ. სასურველია, დესერტებში ჟელატინი აგარ–აგარით ან პექტინით ჩაანაცვლოთ.

2021 წლის საახალწლო სუფრაზე საუკეთესო წასახემსებლად მოამზადეთ ბოსტნეულის თეფში მწვანილების დიდი არჩევანით: ოხრახუში, კამა, რეჰანი, რუკოლი, ქინძი.

ხარს ნებისმიერი ბოსტნეულის სალათი მოსწონს. თუ ბოსტნეული დიდად არ გიყვართ, სუფრაზე გაიტანეთ სხვადასხვა სახის ყველის ნაჭრები ხილთან და თაფლთან ერთად. სხვათა შორის, წარმავალი სიმბოლოც, თაგვიც ასეთ ტკბილეულს დააფასებს!

დამწნილებული სოკო სადღესასწაულო სუფრას შესანიშნავად ავსებს.

ხორცთან მიმართებაში ფრთხილად უნდა იყოთ, მასში ძროხის ხორცი და მსხვილი პირუტყვის სუბპროდუქტები არ უნდა შედიოდეს. ალტერნატივის სახით, თევზის წასახემსებელი მოამზადეთ.

ყველა შესაძლო ლავაშის რულეტი ყველით, ქათმის ფილეთი ან ბოსტნეულით ასევე გამოგადგებათ.

თქვენ რომელ კერძებს მოამზადებთ სადღესასწაულო სუფრისთვის?

ბოლოს, შეგახსენებთ მკაცრ შეზღუდვას წასახემსებლის მომზადებისას: არანაირი ბურგერი და ბუტერბროდი „ხარის“ ხორცით! მცირე რაოდენობითაც არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში თეთრი, მეტალის ხარი განაწყენდება, ეს კი თქვენს ინტერესებში ნამდვილად არაა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ