
2020-მა წელმა გვაიძულა აუცილებელი აქსესუარის შეძენა. გვინდა თუ არ გვინდა, სახლიდან გასვლისას, საჭირო ნივთების (გასაღები, საფულე, მობილური) ნაკრებს დაემატა დამცავი ნიღაბიც. ბევრს იგი სახლში რჩება. დღეს გასწავლით მრავალჯერადი ნიღაბ-სნუდის შეკერვას, რომელიც არასდროს დაგრჩებათ.
როგორ შევკეროთ მრავალჯერადი ნიღაბი
ასეთი ნიღაბი კარგი იმითაა, რომ კისერზე იცმევა, შარფის ნაცვლად, სნუდის სახით, საჭიროებისამებრ კი სახეზეც აიფარებთ, ნიღბის ფუნქციით. ეს ხომ მოსახერხებელია. ასეთი ნიღბის შეკერვა ნებისმიერს შეუძლია, მთავარია ქსოვილის ნაჭერი და საკერავი მანქანა ჰქონდეს.
რა დაგჭირდებათ:
- 1 მ ბამბის ქსოვილი
- 1 მ რეზინი
- მაკრატელი
- თარგი
- საკერავი მანქანა
- ქინძისთავი
კერვის პროცესი
1. ჩვენ ორფენიან ნიღაბს ვკერავთ, ამიტომ უნდა ამოჭრათ თარგის კიდეებზე 1 სმ-თი ფართო ქსოვილი, ორი დეტალი ბამბის ან სხვა სასურველი ქსოვილისგან. მზა თარგს იპოვით ამ ბმულზე.
2. ზემოდან მონიშნეთ ადგილი ცხვირისთვის, ნიღბის ორივე მხარეს. ამოჭერით და გააყოლეთ გვირისტები საკერავ მანქანაზე. თუ ოვერლოქი გაქვთ, შეგიძლიათ ეგრევე შეკეროთ.
3. ახლა ცალუღის თითოეული დეტალი დააგვირისტეთ უკუნაკერზე.
4. გადაკეცეთ ერთი დეტალი შუაზე და მოათავსეთ შუაში ჭდე. გაზომეთ რეზინის სიგრძე ჭდემდე.
5. ზემოდან დააფინეთ მეორე დეტალი. დააკერეთ ერთმანეთს ჭდემდე და მოათავსეთ რეზინი. დააგვირისტეთ რეზინიანად, უკუნაკერით.
6. ახლა შეაერთეთ ცალუღის დეტალები ქვემოან. ოვერლოკზე ეს წაღმა მხარეს, ვიწრო ოვერლოკის ნაკერით კეთება. საკერავ მანქანაზე შეგიძლიათ თეთრეულის გვირისტი გააკეთოთ ან უკუღმა დააგვირისტოთ, დატოვოთ ხვრელი, გამობრუნოთ ნაკეთობა და შეკეროთ ხვრელები ხელით.
7. გამოაბრუნეთ და დააუთოვეთ ნიღაბი. თუ ქსოვილი იბერება, დაადეთ გვირისტი ცალუღის წაღმა მხრიდან. სულ ესაა.
ვიდეორგოლში ნაჩვენებია ნიღაბ-ცალუღის შეკერვის პროცესი. თუ მოგეწონებათ, თარგი საჭირო აღარ იქნება. გამოცდილ ხელსაქმოსნებს ამ აქსესუარის დასამზადებლად 15 წუთზე მეტი არ დასჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, თქვენც მოგეწოენაბთ. უბრალოდ დატკბით ამ სილამაზით.
ნიღაბი-სნუდი, ამოჭრილი ცხვირისა და რეზინის წყალობით, სახეს მჭიდროდ ერგება. ეს კარგი ალტერნატივაა იმ ნიღბებისა, რომლებიც ყველგან გვრჩება და მუდმივად სრიალებს სახეზე.