რით გამოვკვებოთ თმა: რა დავუმატოთ რაციონს, რომ გრძელი და მოცულობითი თმა მივიღოთ

0
509

თქვენ შეიძლება თავის მოვლის საშუალებებში მთელი ქონება დახარჯოთ, მაგრამ საოცნებო შედეგი ვერ მიიღოთ, თუ არასწორად იკვებებით და თმას და თავის კანს აუცილებელ მიკროელემენტებს არ აწვდით. Girl.ge-ს რედაქციამ ნუტრიციოლოგებს ჰკითხა, თუ რა უნდა შედიოდეს რაციონში, რომ საოცნებო მოცულობითი ხავერდოვანი თმა მივიღოთ.

ბევრისთვის ლამაზი და მოვლილი თმა ჯანმრთელობის ნიშანია. ამაში აზრი დევს: ჩვენი კანი, ფრჩხილები და თმა მიკროელემენტების საკმარის შემცველობას ან დეფიციტს ასახავს.

პირველი და მთავარი ნიშანი, რომელიც ნუტრიენტების დეფიციტზე სიგნალს გაძლევთ, არის თმის ცვენა, უსიცოცხლო ფერი, სიმშრალე და მტვრევადობა. წარმოიდგინეთ იდეალური თმა! ალბათ, ქვეცნობიერში წარმოიდგინეთ მდიდრული, სქელი და ძლიერი თმა, არანაირი „ჩალა“, რომლის დამალვაც გსურს.

მოდით გავარკვიოთ, შეიძლება თუ არა დამოუკიდებლად თმის ცვენის, ცუდი ზრდის და ხარისხის მოგვარება.

პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ თმის გაუარესების შესაძლო მიზეზებს:

  • ალკოჰოლის ჭარბად მიღება;
  • ინტენსიური, დაბალკალორიული დიეტა;
  • დაუბალანსებელი რაციონი ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ცხიმების დეფიციტით;
  • ზედმეტი დაძაბულობა, სტრესი, დეპრესია;
  • მაღალი არტერიული და სისხლის წნევა;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევა;
  • მიკროელემენტების დეფიციტი;

უდაოდ, ასაკი, გენეტიკა და ჰორმონალური ფონი მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მაგრამ ჯანმრთელობისკენ მიმავალი გასაღები უფრო ახლოსაა, ვიდრე ფიქრობთ. თუ გადაწყვიტეთ თმის მდგომარეობის გაუმჯობესების და აღდგენის საკითხს გონივრულად მიუდგეთ, ყველა ფრონტზე უნდა იბრძოლოთ: მოვლა და კვება.

ბიოტინი მოძებნეთ

თქვენს ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ბიოტინია (B7 ვიტამინი)? ეს მთავარი ნივთიერებაა, რომელიც ჯანსაღ იერზეა პასუხისმგებელი.

პროდუქტების სია, რომლებიც შეიცავს ბიოტინს, ფართოა. სწორედ ამიტომ, რაციონში თამამად დაამატეთ:

  • ღვიძლი
  • კვერცხის გული
  • ორაგული
  • ყველი
  • ავოკადო
  • ახალი ჟოლო
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • მთელი მარცვლეულის პური

B7 ვიტამინს კვერცხის გული დიდი რაოდენობით შეიცავს, ამიტომ თუ გარკვეული მიზეზით მასზე უარს ამბობთ, ამ მნიშვნელოვან ელემენტზეც უარს ამბობთ!

კერატინი დაამატეთ!

კერატინი ლამაზი თმის, ფრჩხილებისა და კანისთვის ნამდვილი საშენი მასალაა! ამ მნიშვნელოვან მიკროელემენტს იპოვით შემდეგ პროდუქტებში:

  • თეთრი კომბოსტო
  • ბროკოლი
  • ხახვი
  • ნიორი
  • ღვიძლი
  • თევზი
  • ხორცი
  • ნატურალური იოგურტი

კერატინის საწარმოებლად ჩვენს ორგანიზმს სჭირდება C ვიტამინი, რომელსაც შეიცავს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა კივი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, მარწყვი, მოცვი, შტოში, ჟოლო, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, კომბოსტო (ბროკოლი, ყვავილოვანი, თეთრი), მუქი მწვანე სალათი.

სპილენძის შემცველობა გააკონტროლეთ

ექიმების აზრით, ნაადრევი ჭაღარა და თმის ცვენა შეიძლება სპილენძის დეფიციტმა გამოიწვიოს. მელანინი ბუნებრივი პიგმენტია, რომელიც კანის, თვალის და თმის ფერზეა პასუხისმგებელი. მისი წარმოება რაც უფრო ცუდად ხდება, მით უფრო მაღალია ჭაღარის გაჩენის რისკი. მელანინის წარმოებაში სპილენძი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სპილენძის რეკომენდებული დღიური დოზა – 0,9 მგ. კვების რაციონს დაუმატეთ:

  • ხამანწკები
  • კიბორჩხალის ხორცი
  • ქეშიუ
  • მზესუმზირას თესლი
  • მთელი მარცვლეულის პური
  • მაგარი ჯიშის ხორბლის მაკარონის ნაწარმი
  • ბანანი
  • კარტოფილი
  • ბროკოლი

ჯანსაღი თმისთვის დამატებით წყაროებზე უარი არ თქვათ. მაგალითად, საკვები დანამატები კერატინით. როგორც წესი, დამატებით ეფექტისთვის თუთიასთან, სპილენძთან, B3 და B6 ვიტამინთან ერთად გამოდის.

შეავსეთ თუთია

ეს კომპოზიცია შემთხვევით შერჩეული არაა. თუთიის დეფიციტმა შეიძლება ალოპეცია გამოიწვიოს. ამ ელემენტის ყოველდღიური ნორმის მიღება თმის ზრდას აუმჯობესებს და აღდგენას ხელს უწყობს. თუ გოგრის თესლი, ისპანახი, ხამანწკა, ძროხის ხორცი, ხორბლის აღმონაცენები, ოსპი გიყვართ – შესანიშნავია! ისინი თუთიის შესანიშნავი წყაროები არიან.

არ დაგავიწყდეთ A ვიტამინი, რომელსაც შეიცავს ცხოველური პროდუქტები: კვერცხი, რძე, ვირთევზის ღვიძლი, ასევე – კარტოფილი, სტაფილო და ისპანახი.

თმა არ დააზიანოთ

ორგანიზმის შინაგანი სისტემის დარეგულირებისას გარეგნული ზრუნვა არ დაგავიწყდეთ. აი, რამდენიმე რჩევა თმის მოსავლელად:

  1. თმაზე აგრესიული ვარცხნილობა არ გაიკეთოთ, რომ მისი სტრუქტურა არ დაზიანდეს.
  2. ნატურალური კბილების მქონე სავარცხელი გამოიყენეთ: ის თმას არ მუხტავს და გაყოფილი ბოლოების გაჩენას ხელს არ უწყობს.
  3. თავის კანისთვის რეგულარულად სკრაბი გამოიყენეთ. ასე სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და თმის ზრდა ჩქარდება.

თმის აღდგენას დრო სჭირდება და თუ თქვენი პრობლემები ზემოთ აღწერილ ერთ–ერთ მიზეზს უკავშირდება, რეკომენდაციების გათვალისწინება სცადეთ. შედეგი გაგახარებთ!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ