მესამე ზედმეტია: როგორ მოვიქცეთ ნაწლავების აშლილობის დროს

0
516

ნაწლავების აშლილობა, როგორც ზამთარი, მოულოდნელად ჩნდება. თითქოსდა ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ მუცლის „აღშფოთება“ ისმის ბანკში რიგში ყოფნისას, რომანტიკული ფილმის ყურების ან პაემანზე ყოფნის დროს. გვერდითი მოვლენები კი თავს მოკლე მანძილზე სპრინტერად გაგრძნობინებთ. ზოგჯერ არ იცით, როგორ აუხსნათ უფროსს, რომ დღეს სამსახურში ვერ გახვალთ? გეგმებს ცვლით? Girl.ge-ს რედაქცია გაგაცნობთ დიარეის მიზეზებს და ასევე მასთან გასამკლავებლად რეკომენდაციებს გთავაზობთ.

მიზეზები

დიარეა ნაწლავების აშლილობის ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ ნიშნად ითვლება. ყოველწლიურად დაახლოებით 2 მლრდ შემთხვევა ფიქსირდება. მისი გამოცნობა მარტივია: ტუალეტში გასვლა ხშირდება, განავალი იცვლება, მუცელში მტკივნეული შეგრძნებები ჩნდება. თქვენ აქ და ახლა უნდა გადაწყვიტოთ, ამიტომ გამოსავლის პოვნა დამოუკიდებლად გვიწევს. პირველ რიგში, თქვენი ბოლოდროინდელი ქმედებები გაანალიზეთ და გაარკვიეთ, თუ რას შეეძლო დიარეის გამოწვევა.

ანტიბიოტიკების მიღება

ანტიბიოტიკებით მკურნალობამ შეიძლება მავნე ბაქტერიების განვითარება გამოიწვიოს. ისინი ტოქსინებს გამოყოფენ და იწვევენ ანთებას, რომელსაც ძალიან უსიამოვნო გვერდითი ეფექტი აქვს – დიარეა. ანტიბიოტიკების მიღებისას აშლილობის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც დალიეთ.

ნაწლავების ინფექცია

დაინფიცირებას ხშირად ორგანიზმში ინფექციური აგენტის მოხვედრა იწვევს, მაგალითად, საკვებიდან, წყლიდან და ბინძური ხელებიდან. სწორედ ამიტომ, ხელები კარგად დაიბანეთ და საპონი გამოიყენეთ. ნაწლავური ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიებმა, ტოქსინებმა და ვირუსებმა.

როცა მიკრობები ნაწლავებში ხვდება, ისინი მრავლდებიან, ტოქსინებს გამოყოფენ და ნაწლავებში ანთებას იწვევენ. ამის გამო ღებინება და დიარეა გვაწუხებს. თუ ეს ძალიან ძლიერ ფორმაშია, მოსალოდნელია დეჰიდრატაცია.

სტრესი

სტრესი ძალიან დიდ გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე, მათ შორის კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე. გამოცდების წინ, სამსახურში ანგარიშის ჩაბარების წინ ან რომანტიკულ საკითხებზე ნერვიულობამ შეიძლება აშლილობა გამოიწვიოს მაშინაც კი, თუ კარგად იქცეოდით. ნერვიულობის მართვა სცადეთ და ნაწლავებს ცხოვრება არ გაურთულოთ. მასზე იზრუნეთ – ეს სჭირდება.

კვების რაციონის შეცვლა და კლიმატის ცვლილება

ორგანიზმი ყოველდღიურ კვებას ეჩვევა, ამიტომ მოგზაურობისას შეიძლება ნაწლავების დისკომფორტმა შეგაწუხოთ. ეგზოტიკურმა საჭმელმა ან უჩვეულო ხარისხის წყალმა შეიძლება დიარეა გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად, დასვენების დროსაც ჩვეული დიეტა დაიცავით და ბოთლის წყალი დალიეთ.

გადაწყვეტილება

სწრაფი თვითდახმარების მიზნით ბევრი სითხე დალიეთ და უფრო ნაზი დიეტა დაიცავით. გახსოვდეთ, რომ დიარეასთან და მის მიზეზებთან ბრძოლაში პრობიოტიკები და პრებიოტიკები დაგეხმარებათ.

ყურადღება მიაქციეთ პრეპარატებს, რომლებიც დიარეის აღმოფხვრას, ასევე მიზეზის მიუხედავად მის პროფილაქტიკას ხელს უწყობს. ეს სურდოს სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია!

მაგალითად, მედიკამენტი „ენტეროლი“ – ეს პრობიოტიკია ანტიდიარეული ეფექტით. აქტიური კომპონენტი, შაქარომიცეტები ბულარდი, უმეტესობა ბაქტერიული პრობიოტიკებისგან განსხვავებით,  ანტიბიოტიკების ზემოქმედების ქვეშ არაა და შეგიძლიათ მედიკამენტების მიღების დროს დიარეის პროფილაქტიკის მიზნით დალიოთ. ანტიბიოტიკები ხომ კლავენ ბაქტერიებს, მათ შორის სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც რიგ ბაქტერიულ პრობიოტიკებშია.

მაშინაც კი, თუ ზუსტად არ იცით, რამ გამოიწვია დიარეა, ენტეროლი სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დიარეის დროს დაგეხმარებათ. პრეპარატი ნაწლავებზე ნაზად მოქმედებს, დიარეის და მისი მიზეზების გაქრობას ხელს უწყობს, დიარეის პათოგენებს ორგანიზმიდან გამოდევნის. გარდა ამისა, ანთების შემცირებას და ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

პრეპარატის ორი ფორმა არსებობს: კაფსულები და ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად. ენტეროლი 1 წლიდან ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის გამოიყენება. ორივე ვარიანტი გამოსაყენებლად მარტივია. გახსოვდეთ, პრეპარატს აქვს უკუჩვენებები. აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტანცია გაიაროთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ