ეს ხელს გიშლით მიმზიდველად გამოიყურებოდეთ! მოუვლელი თმის 10 ნიშანი

0
350
Photo credit: Depositphotos

რაც არ უნდა დახვეწილი მაკიაჟი, იდეალური მანიკური, შეუდარებელი სტილი გქონდეთ, მოუვლელი თმა მთელ თქვენს ძალისხმევას ანულებს და საშინლად გამოიყურებით. Girl.ge-ს რედაქცია გირჩევთ, რომ ასეთი შეცდომები არ დაუშვათ.

მოუვლელი თმის ნიშნები

1. გაყოფილი ბოლოები

გაყოფილი ბოლოები თმას არასასიამოვნოდ ახუჭუჭებს, თმის ღერები ერთმანეთს ეკიდება. არ იფიქროთ, რომ ამას ვერავინ ხედავს! წესად გქონდეთ: როგორც კი გაყოფილ ბოლოებს დაინახავთ, პარიკმახერთან ჩაეწერეთ. ნახევარი სანტიმეტრი, რომელსაც მოგაჭრიან, ვარცხნილობას არ გააფუჭებს, თან თმის ზრდაც დაჩქარდება! შუალედებში თმის ბოლოებისთვის სპეციალური საშუალებების გამოყენება არ დაგავიწყდეთ. ამისთვის შრატებიც და ზეთებიც არსებობს.

2. წამოზრდილი ძირები

თუ თმას იღებავთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ძირები დროულად შეიღებოთ. რა თქმა უნდა, თუ თქვენ მონო ტექნიკით გაქვთ შეღებილი და არა რთული ტექნიკით, როგორიცაა AirTouch და შატუში. ასეთი ვარცხნილობით შეგიძლიათ მოუვლელ იერზე დიდხანს არ იდარდოთ.

3. აწეწილი თმა

კარგად შეჭრილი და კარგად შეღებილი თმაც დაუდევრად გამოიყურება, თუ სახლში თმის დავარცხნა გავიწყდებათ. ქარის ან კაპიშონის გამო აწეწილი თმა უსიამოვნოდ გამოიყურება. გამონაკლისი: ხუჭუჭა თმა – შეგიძლიათ სავარცხელი საერთოდ დაივიწყოთ.

4. ჭუჭყიანი თმა

ბევრი გოგო დღემდე თვლის, რომ დაუბანელი თავის დამალვა შეკრული თმით შეიძლება. არა, არა და არა: ჭუჭყიანი თმა ყოველთვის ბინძურია. გვესმის, რომ ქუდები და კაპიშონები ახლა თმის უფრო სწრაფად დაბინძურებას იწვევს, მაგრამ ამის გამო თმა გაწერილი გრაფიკით არ უნდა დაიბანოთ. უკიდურეს შემთხვევაში მშრალი შამპუნი გამოიყენეთ ან გლუვი ცხენის კუდი გაიკეთეთ.

5. ქერტლი

ახსნა არ სჭირდება, თუ რატომ აფუჭებს ქერტლი მთელ შთაბეჭდილებას. ზამთარში ქერტლს მშრალი ჰაერი იწვევს და მათაც აწუხებთ, ვისაც ჩვეულებრივ ქერტლი არ აქვს. სპეციალური შამპუნი გამოიყენეთ ან სამკურნალო სააფთიაქო შამპუნი შეიძინეთ: 1–2 გამოყენება საკმარისია, რომ პრობლემა დაივიწყოთ და მდიდრულად გამოიყურებოდეთ. თუ ქერტლი არ გაქრება, ტრიქოლოგს მიმართეთ.

6. ჭაღარა

თუ ჭაღარა თმა გაქვთ, სტილისტთან კონსულტანცია გაიარეთ და გადაწყვეტილება მიიღეთ: შეიღებავთ, გაღიავებული თმით შენიღბავთ თუ უბრალოდ ისე დატოვებთ, როგორც არის. თუ შავგრემანი ხართ, ვერცხლისფერი ჭაღარა ვარცხნილობას პიკანტურ ელფერს მიანიჭებს, რასაც მოდურ წრეში უწოდებენ „მარილი წიწაკით“ – ეს მოდური და ორიგინალურია!

7. ცუდად შეღებილი თმა

თმის ახალი ფერის შერჩევისას ბუნებრივიდან 2 ტონზე მეტად განსხვავებული ფერი არ აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თმა წარბის ფერთან და კანის ტონთან ჰარმონიაში არ იქნება, რაც უსიამოვნო და მოუწესრიგებელ იერს შეგძენთ.

8. დამწვარი თმა

თუ წინა პუნქტებს ყურადღება არ მიაქციეთ და თმა შეღებვისას დაიწვით ან თმის დასასწორებელმა გაგიტაცათ, ნუ ეცდებით გვაჩვენოთ, რომ ასე იყო ჩაფიქრებული. დამწვარ თმას ვერ განკურნავთ, მაგრამ სწორი მოვლით მისი შენიღბვა შეიძლება.

9. უსიცოცხლო თმა

ამის აღმოფხვრა მარტივია: თუ თმამ ცოცხალი ბზინვარება დაკარგა და უსიცოცხლო გახდა, სპეციალური ზეთებით და ნიღბებით გაანებივრეთ. რამდენიმე კვირაში თმა ჯანსაღი, ლამაზი და ხავერდოვანი გახდება!

10. ზედმეტი სტაილინგი

ეს საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა: წარმატებული ვარცხნილობის დაფიქსირების მცდელობისას ბევრ ლაქს ისვამთ ან ეფექტური სტილის შექმნისას მუსს, გელს და ცვილს იყენებთ, შედეგად თმა მკვდარივით გაშეშებულია, ქარიც კი არხევს. ეს ძალიან ჩაფიქრებულად გამოიყურება, არადა ახლა მოდაშია ბუნებრიობა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ