
ალბათ, ჩვენს დროში არც ერთ გოგოს ან ქალს არ გაუჭირდება ხარისხიანი საცვლების შეძენა. ბიუსჰალტერების და ტოპების იმდენად დიდი არჩევანი არსებობს, რომ საჭირო მოდელს ყველა იპოვის. მდიდარი არჩევანის მიუხედავად, სულ უფრო მეტი ქალი ბიუსჰალტერის ტარებაზე უარს ამბობს.

ზოგი თავს ასე უფრო კომფორტულად გრძნობს. ზოგს გონია, რომ საზოგადოება ქალს ბიუსჰალტერს თავს ახვევს. დღეს Girl.ge-ს რედაქცია ეცდება გაარკვიოს, ასეა თუ არა სინამდვილეში და უარი უნდა ვთქვათ თუ არა მასზე.
ხარისხიანი საცვლები
თანამედროვე ბიუსჰალტერის პირველი ანალოგი ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში გამოიგონეს. მაშინ ქალები მკერდს სპეციალური ლენტით იმაგრებდნენ, რომლებიც უკან იკვრებოდა. სწორედ ასეთი სამკერდე ლენტები ჰქონდათ რომაელ ქალებს. ამას იმდროინდელი კედლის მოზაიკა ადასტურებს.
შუა საუკუნეების ესპანეთში ქალები ცდილობდნენ მკერდი ვიზუალურად უფრო ბრტყელი გამოეჩინათ. ამისთვის სპეციალურ ლითონის ფირფიტებს იყენებდნენ. მე-14 საუკუნის ბოლოს საფრანგეთში გამოჩნდა კანონი, რომლის თანახმად ქალებს კაბის დახმარებით მკერდი უნდა დაეჭირათ. იმ დროს მოდაში შემოვიდა ქალის კორსეტები, რომლებიც მკერდს და წელს ამაგრებდა.
ექიმებმა კორსეტის წინააღმდეგ საუბარი მხოლოდ მე–19 საუკუნის ბოლოს დაიწყეს. ამ აზრმა სუფრაჟისტების გონებაში გაიელვა, რომლებიც ქალთა უფლებებისთვის იბრძოდნენ. მათი აზრით, კორსეტი სუნთქვას და მოძრაობას ნამდვილად ართულებდა.

ჩვენთვის ჩვეული ბიუსჰალტერი მე–19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. ამასთან მისი შექმნის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. ზოგი ამბობს, რომ პირველი ბიუსჰალტერი ფრანგმა ერმინ კადოლმა გამოიგონა. ზოგი ირწმუნება, რომ ეს კარეს კროსბი იყო, რომელმაც ბიუსჰალტერი ცხვირსახოცებისა და ლენტებისგან გააკეთა.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ქალებმა უბრალოდ სხვისი იდეა ისესხეს. საქმე იმაშია, რომ პირველი ძველი ბიუსჰალტერი მე-15 საუკუნეში ავსტრიაში, ლენბერგის ციხესიმაგრეში იპოვეს.
პირველი პროტესტი
ეჭვები იმის შესახებ, ღირს თუ არა ბიუსჰალტერის ტარება, პირველად გასულ საუკუნეში გაჩნდა. აშშ–ში ყოველწლიური სილამაზის კონკურსზე „მის ამერიკა“ ქალებმა თავად ღონისძიების მიმართ პროტესტი გამოხატეს. ისინი სხვადასხვა ქალურ ნივთებს ყრიდნენ, მაგალითად, ხელოვნურ წამწამებს და ქუსლიან ფეხსაცმელს. ამ სიაში ბიუსჰალტერიც მოხვდა.

მაშინ ბიუსჰალტერი ქალთა თავისუფლების შეზღუდვის ერთგვარი მეთოდი გახდა. მასში ქალის სხეულის შეცვლის სურვილს ხედავდნენ, რომ ის გარკვეული დროის სილამაზის სტანდარტების შესაბამისი ყოფილიყო. ერთხელ ამავე მიზეზით კორსეტები გაჩნდა.
ღირს თუ არა ბიუსჰალტერის ტარება
სამწუხაროდ, ჯერჯერობით კვლევა არ არსებობს, რომელიც ამ კითხვას ცალსახად პასუხს გაცემს. თუმცა ხშირად სპეციალისტები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ არსებობს სწორი და არასწორი ბიუსჰალტერები. ხშირად ქალები ბიუსჰალტერის არასწორ მოდელს არჩევენ.

ამისთვის რამდენიმე ასპექტზე ყურადღება უნდა გაამახვილოთ. პირველ რიგში, მკერდის ქვეშ და ყველაზე გამოწეულ წერტილზე გარშემოწერილობები უნდა განსაზღვროთ. მეორეც, მნიშვნელოვანია მკერდის ფორმა (კონუსი, ბადრიჯანი, მსხალი ან მრგვალი). გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მკერდის მდებარეობა და მისი საფუძველი. ის შეიძლება იყოს ფართო ან ვიწრო.
თანამედროვე მწარმოებლები დროს იმდენად მიყვებიან, რომ შეგიძლიათ დისტანციურად სწორი ზომაში შეარჩიოთ. მაგალითად, უკრაინული საცვლების ბრენდმა Brabrabra სპეციალური ჩატ–ბოტი შექმნა, სადაც რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემით გაიგებთ, რა ზომის მკერდი გაქვთ.

არასწორად შერჩეული ბიუსჰალტერის გამო დიდმკერდიანი ქალები ხშირად ცუდ განწყობას უჩივიან. მაგალითად, მათ კისრის, ზურგი და მხრების ტკივილი აწუხებთ. ამავდროულად, სწორი მოდელის ბიუსჰალტერი ტკივილს ამსუბუქებს.
მითები
ამბობენ, თუ ქალი ბიუსჰალტერის ტარებაზე უარს იტყვის, მისი მკერდი ჩამოიწელება. თუმცა ეს მეცნიერულად დამტკიცებული არაა. მკერდის ფორმას ბევრი მიზეზი ცვლის. მაგალითად, ეს დაკავშირებულია გენებთან, ჰორმონალურ დარღვევებთან ან სიბერესთან. ამავდროულად, სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ჭარბწონიან ქალს მკერდი კიდევ უფრო ჩამოწელილი ექნება, თუ ბიუსჰალტერის ტარებაზე უარს იტყვის.

სხვა კვლევა აჩვენებს, რომ მკერდის მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, თუ ბიუსჰალტერს არ ჩაიცვამთ. ბიუსჰალტერის ტარებისას მყესები და კუნთები ცუდად მუშაობს, ხოლო მკერდი ნაკლებად მკვრივი ხდება.
კიდევ ერთი მითი ამბობს, რომ ბიუსჰალტერის ტარებამ შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, მაგალითად, ონკოლოგია. თუმცა ამას სერიოზული კვლევები არ ადასტურებს.
ბიუსჰალტერის ვადა
ნუთუ ბიუსჰალტერს ვადა აქვს? რა თქმა უნდა, დიახ! მასზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. თუ გარკვეულ ბიუსჰალტერს კვირაში 1–2–ჯერ იყენებთ, ის უკვე 8 თვეში უნდა მოიშოროთ. საქმე იმაშია, რომ ბიუსჰალტერი იწელება და თავის ფუნქციას ცუდად ასრულებს.

მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ატაროთ თუ არა ბიუსჰალტერი ყოველდღე. გახსოვდეთ, ხარისხიანი საცვლები არა მხოლოდ ლამაზი გარეგნობის, არამედ ქალური ჯანმრთელობის გარანტიაა. აირჩიეთ სწორი და მოსახერხებელი მოდელის ბიუსჰალტერი.