რით იმართლებს თავს ზრდასრული ქალბატონი რომელმაც თავის მოვლა შეწყვიტა.

0
990

ქალი ნებისმიერ ასაკში ლამაზია, თუმცა ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ყველა ქალმა საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს. ასე ვთქვათ, სილამაზეს მხარი დაუჭიროს. მაშინაც კი, თუ ქალს ქალღმერთის მონაცემები აქვს, კანის ელემენტარული მოვლის უგულებელყოფით უშნო, მაგრამ მოვლილი ქალი აჯობებს. ლამაზი, მოვლილი ქალი ყვავილია, რომლითაც ტკბობა არ გბეზრდება. მთელი თავისი არსებით ქალი აჩვენებს, რომ საკუთარ თავს პატივს სცემს. მას სურს იყოს ლამაზი და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ მამაკაცს დაიპყრობს.

Photo credit: Depositphotos

ლამაზი, მოვლილი ქალი

ახალგაზრდობა და სილამაზე მუდმივი არაა. ყოველდღიური ზრუნვა თავის ნაყოფს ყოველთვის იძლევა. გყავთ მეგობრები, რომლებიც ქორწინებამდე ენით აღუწერელი ლამაზმანები იყვნენ, ხოლო გათხოვების და ბავშვების გაჩენის შემდეგ საკუთარ თავზე ზრუნვა შეწყვიტეს? ყოველდღიურობა და ბავშვებზე ზრუნვა ბევრ ძალას და დროს გვართმევს. თუმცა ეს ჭუჭყიანი თავით და მოუვლელი ფრჩხილებით ყოფას არ ამართლებს.

Photo credit: Depositphotos

ამის ადასტურებს ახალგაზრდა დედები, რომლებიც YouTube არხებს ქმნიან და აჩვენებენ, თუ როგორ გაატარეს დღე. ისინი დამოუკიდებლად ორსართულიანი სახლის დალაგებას, მთელი კვირისთვის საჭმლის მომზადებას, იოგით ვარჯიშს და საკუთარი თავის მოწესრიგებას ახერხებენ. სახლში ყოფნა არ ნიშნავს, რომ დახეული მაისურით და დაუბანელი სახით უნდა იყოთ. ასეთი დაუდევრობა გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე, ქმართან და შვილებთან ურთიერთობაზე. თუ ქალი საკუთარ თავს პატივს არ სცემს და თავს არ უვლის, მისი აზრი რატომ უნდა გავითვალისწინოთ?

Photo credit: Depositphotos

რატომ აღარ ზრუნავენ ქალები საკუთარ თავზე

ბავშვობაში მიღებული ჩვევები ზრდასრულ ასაკში თავს იჩენს. მოვლილი, მიმზიდველი ქალი ქალიშვილს სილამაზის საიდუმლოებების შესახებ ყოველთვის მოუყვება. და ეს საიდუმლო ხრიკები არც ისეთი რთულია, როგორც გვგონია. და პირიქით, თუ დედა არასდროს იღებება, არ ირთვება, მას თავის მოვლის ჩვევა უბრალოდ არ აქვს, დიდი ალბათობით მის გოგოსაც ასეთი ჩვევები არ ჩამოუყალიბდება.

Photo credit: Depositphotos

შეზღუდული ბიუჯეტი

მოუვლელი ქალის ყველა ნიშანი, რომლებსაც საუბრობენ: ვარცხნილობა, კანის მოვლა, მანიკური, დეპილაცია – ეს ყველაფერი ბევრი არ ღირს. მით უმეტეს, ძალიან ბევრი შინაურული სილამაზის რეცეპტი არსებობს. სახლში შეგიძლიათ მოამზადოთ თმის ნიღაბი, სხეულის სკრაბი და მდიდრულად გამოიყურებოდეთ. აუცილებელი არაა მანიკური კვირაში ერთხელ გაიკეთოთ, რომ ხელებზე იზრუნოთ. კუტიკულას მოჭრა და ფრჩხილების გაქლიბვა დამოუკიდებლად შეგიძლიათ. მთავარია, სურვილი გქონდეთ.

Photo credit: Depositphotos

მოტივაციის არ ქონა

ქალები, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებას ესწრებიან, რომელთა საქმიანობა ახალი ნაცნობების შეძენას მოითხოვს, საკუთარ თავს მოუვლელობის უფლებას ვერ აძლევენ. მათ, კი ვინც ოჯახურ პრობლემებზე ზრუნავენ, საკუთარი თავისთვის ფიზიკურად დრო არ აქვთ. თვითორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ზოგჯერ დრო არ გვყოფნის, რადგან ეფექტურად დაგეგმვა არ შეგვიძლია.

Photo credit: Depositphotos

თუ ქალი საკუთარ თავს პატივს სცემს, საკუთარ თავზე იზრუნებს. მნიშვნელობა არ აქვს, შინაურულ პროცედურებს ჩაიტარებთ თუ სპა–სალონებში ივლით. პირველ რიგში, საკუთარი თავი შეიყვარეთ, დღეში ნახევარი საათი საკუთარ თავს დაუთმეთ. ლამაზი, მოვლილი ქალი არის ქალი, რომელმაც საკუთარი თავის ფასი იცის. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ