
ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი? ამ კითხვაზე შეიძლება ბევრი კარგი პასუხი იპოვოთ. ვიტყოდი, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანები სიხარულს უბრალო წვრილმანებში ხედავენ. მათ შეუძლიათ ცხოვრებით იხარონ და თითოეული წამით დატკბნენ. დღეს Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დაგეხმარებათ მარტივი რამ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.

როგორი ადამიანია ყველაზე ბედნიერი
ფიქრები სიტყვებად იქცევა, სიტყვები კი – მოქმედებად. მოქმედება ჩვენი ჩვევა ხდება, შემდეგ ხასიათი ყალიბდება, რომელიც ბედი ხდება. სწორედ ამიტომ, სჯობს პოზიტიურად იაზროვნოთ, ბევრი კარგი თქვათ და გააკეთოთ ის, რაც ბედნიერს გხდით. დღეს Girl.ge-ს რედაქცია ბედნიერი ადამიანის 7 ყველაზე სასარგებლო ჩვევის შესახებ გიამბობთ.

იდეალური არასრულყოფილება
როცა ვოცნებობთ, იდეალურ ცხოვრებას წარმოვიდგენთ, ასე არაა? იდეალური სამსახური, იდეალური ოჯახი, მეგობრები, მანქანა, ბინა. თუმცა სრულყოფილი ცხოვრება ბედნიერს ვერ გაგხდით. ჩვენი ემოციები, სიყვარული, ნდობა, სიმპათია იდეალური არაა. ცხოვრება პირადი გამოცდილებით და შეცდომებით იქმნება – ისინი ჩვენს ცხოვრებას უნიკალურს ხდის.

ბედნიერი ადამიანი იდეალურად ცხოვრებას არ ცდილობს. ის არ ოცნებობს ფანტასტიკურ სამყაროზე, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც მას წარმოუდგენია. ამის ნაცვლად არსებული ცხოვრებით ტკბება. ყველაფერი შეიძლება იყოს უფრო მდიდრული, კომფორტული, დიდი და უკეთესი. სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს, ამიტომ მისი დაჭერა არ უნდა სცადოთ. ამავდროულად ბედნიერებისთვის იდეალურობა არ გჭირდებათ – ბედნიერების პოვნას არა იდეალურ ნივთებშიც იპოვით.
დროის ღირებულება
დრო ჩვენი ცხოვრების ყველაზე ღირებული ვალუტაა. თუმცა ბევრი ისე ცხოვრობს, თითქოსდა მთელი საუკუნე მარაგი აქვთ. გზის ბოლოს ისმება კითხვა: დრო სწორად დავხარჯე? დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება სამსახურზე, ოჯახზე და საკუთარი თავისთვის ძალიან ცოტა რჩება. დრო უნდა გამოყოთ მოგზაურობისთვის, გატაცებისთვის, დასვენებისა და ახლობლებისთვის. ბედნიერი რომ იყოთ, დრო სწორად უნდა გადაანაწილოთ და პირადი მიზნებისთვის მის გამოყენებაზე არ იძუნწოთ.

ემოციური კავშირი
ჩვენ მეგობრებთან ან ახლობლებთან სრულად გახსნილი არ ვართ. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ, მაგრამ პირად ღრმა ემოციებზე ნაკლებად ვსაუბრობთ. არადა შინაგან „მეს“ სხვებთან თავის გამოხატვა სურს. გარდა ამისა, ემოციური კავშირი სწორედ ასე იქმნება – არა მსუბუქი, არამედ გულითადი საუბრით.

ბედნიერ ადამიანებს ასეთი მომენტების ქონა სურთ. მათ საკუთარ ემოციებზე საუბარი არ ეშინიათ. არ აშინებთ იმაზე საუბარი, თუ რას გრძნობენ სინამდვილეში. ეს ეხმარებათ ძლიერი ემოციური კავშირის შექმნაში, ასევე საკუთარი თავის გამოხატვაში.
ალტრუიზმი
ჩვენ, საკუთარი თავისთვის მუდმივად ახალს ვყიდულობთ. რაღაც მომენტში ახალი შენაძენი გვაბედნიერებს. ცოტა ხანში ახალ ნივთს უკვე სიამოვნება არ მოაქვს და რაღაც ახალს ვეძებთ. ყველაზე ბედნიერი ხალხი ფულს მხოლოდ საკუთარ თავზე არ ხარჯავს. მათ იციან, რომ ასეთი სიამოვნება დროებითია. ამის ნაცვლად ხალხს ეხმარებიან. სინამდვილეში, გაცემა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე აღება. სხვების დახმარება ბედნიერების უფრო მაღალი დონეა.

ნუ ჩქარობთ
ცხოვრება უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ფიქრობთ. ჩვენ მომავალზე, სამსახურზე, ღირსეულ შემოსავალზე ზედმეტად ჩაციკლული ვართ. ყოველდღიური რუტინა ცხოვრებას ჩქაროსნულ რბოლად აქცევს. ამის გამო მნიშვნელოვან მომენტებს ხელიდან ვუშვებთ. ბედნიერი ხალხი ცხოვრებას სპეციალურად ანელებენ, რომ თითოეული მომენტით დატკბენ. ზოგჯერ გაჩერება, ირგვლივ მიმოხედვა, პაუზის გაკეთება სასარგებლოა. თუ სამსახურის შემდეგ სახლში მისვლას ძალიან ჩქარობთ, 5 წუთი არაფერს შეცვლის, თუ უბრალოდ ჰორიზონტზე მზის ჩასვლით ისიამოვნებთ.

გატაცება
ჰობი შთაგონებას გვანიჭებს. ზრდასრულ ადამიანს ჰობი და ოცნებები ხშირად ავიწყდება, თუმცა პრიორიტეტებში მათი გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინაც კი, თუ რაღაც იდეალურად არ გამოგდით და ამას ფული არ მოაქვს – მთავარია, რომ გატაცება მოგწონდეთ. ეს დამატებითი მოტივაციაა იმისთვის, რომ ცხოვრების სხვა სფეროში წარმატებას მიაღწიოთ.

განწყობის შეფასება
ბედნიერ ადამიანს განწყობის ადეკვატურად შეფასება შეუძლია. ასე ცხოვრებას უფრო მარტივად უყურებენ. თქვენ შეიძლება დღეს ბედნიერი იყოთ, ხვალ კი მოიწყინოთ. ეს ნორმალურია. დროთა განმავლობაში ჩვენი პრიორიტეტები იცვლება და ის, რაც ადრე სიამოვნებას გვანიჭებდა, დღეს შეიძლება საინტერესო არ იყოს. მაგალითად, ახალგაზრდობაში თავისუფლებას და რაღაცით გატაცებას დიდად აფასებთ, ხოლო ასაკში კი უფრო სტაბილურობა და კომფორტი გსურთ. სწორედ ამიტომ, ნამდვილი ბედნიერებისთვის საკუთარი სურვილებისა და განწყობის მიმართ მხარდაჭერა და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე მუშაობაა. ბედნიერ ცხოვრებას ადვილად მიიღებთ, თუ მასზე იმუშავებთ. მიზნების მისაღწევად მოთმინება და სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ. არ გადააჭარბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ცხოვრება ციყვივით მორბენალი იქნებით. ბალანსი დაიცავით: უსარგებლო წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ, დრო სწორად გადაანაწილეთ და თითოეული დღით ისიამოვნეთ. ბედნიერები იყავით!