
მსოფლიო პანდემიამ ჩვენს ყოველდღიურ რიტუალშიც თავისი კორექტივები შეიტანა: ახლა ნიღაბს გვერდს ვერ აუვლით. ეს აუცილებელი აქსესუარი მაკიაჟთან მიმართებაში სირთულეებს ქმნის.
ზოგჯერ ყველაზე გამძლე ტონალური კრემიც არ გვშველის. ნიღბის 2–3 საათიანი ტარების შემდეგ – ტონიც და ტუჩსაცხიც უსინდისოდ ნიღაბზე რჩება. აღარაფერს ვამბობთ „სათბურის“ ეფექტზე, რის გამოც გამძლე ტონალური კრემები ფორებს ძლიერ ავსებს და ანთებას იწვევს.
დღეს Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ტონალური კრემი და ტუცსაცხი არ იღვენთება ნიღბის ქვეშ. სილამაზე ახალ რეალობაში!
გამძლე ტონალური კრემი
ნიღბის ტენიან და თბილ გარემოში გამძლე ბაზა, გლუვი სილიკონის საშუალება და ფორებისთვის „წასათხიპნი“ მგრძნობიარე კანისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
რა ავირჩიოთ? პასუხი მარტივია: უპირატესობა მიანიჭეთ წყალზე დაფუძნებულ ფლუიდებს, ასევე უცხიმო, თხელ და გამძლე ტონალურ კრემებს, BB და CC კრემებს.
თუ „ნიღბის ზონაში“ ანთება ხშირად გაწუხებთ, კანის ფერი კონსილერი ან კორექტორი გამოიყენეთ.
გამოცდილმა ვიზაჟისტებმა გაგვიზიარეს რამდენიმე ხრიკი: ნიღბის შეხების ადგილას წასმული ფლუიდი პუდრის ძალიან თხელ ფენასთან ერთად უფრო უკეთ ძლებს, ვიდრე მკვრივი ტონალური კრემის სქელი ფენა. ჩემს ყველა პროდუქტზე გამოცდილია!
კიდევ ერთი ხრიკი ვიზაჟისტისგან: შეგიძლიათ ტონალური კრემი და ქუთუთოს ბაზა აურიოთ და ნიღბის ქვეშ ზონაში წაისვათ. რა? დიახ! ასე აკეთებენ ვიზაჟისტები ტონალურის ზუსტი „მიმაგრებისთვის“.
მშრალი კონტურის ნაცვლად კრემისებრი გამოიყენეთ. რუმიანას ნაცვლად ტინტი ან გლუვი ტუჩსაცხი გამოგადგებათ. ცოტა უნდა გამოიყენოთ და კარგად რეტუშირება გაუკეთოთ. ყველაფრის დაფიქსირება კი შეგიძლიათ გამჭვირვალე პუდრით.
რაც შეეხება ტუჩსაცხს?
კრემიანი და ზეთიანი ტუჩსაცხები, ასევე წებოვანი ბზინვარე საცხები გვერდზე გადადეთ. ისინი მხოლოდ სახლის მაკიაჟისთვის გამოგადგებათ, თუ მნიშვნელოვანი ვიდეოზარის განხორციელებას აპირებთ.
გარეთ გასასვლეად აირჩიეთ ტინტი (მუსიდან ზეთამდე), ტუჩის ფანქარი (ის მხოლოდ კონტურისთვის არაა) და მსუბუქი მდგრადი ტუჩსაცხი, რომელიც ნახევრად გამჭვირვალე, მაგრამ მდგრად შეფერილობას იძლევა.
ხრიკი ტინტების შესახებ: ტინტი წაისვით, შემდეგ 1–2 წუთით დაელოდეთ და ქაღალდის სალფეთქი მსუბუქად გადაიტარეთ.
ტუჩების გამოსაკვებად და ნიღბის ხეხვისგან დასაცავად ჰიგიენური ტუჩსაცხის ან ბალზამის გამოყენება არ დაგავიწყდეთ. სხვათა შორის, ნიღბის ქვეშ ზეთის მოქმედება ძლიერდება, ტუჩები უფრო გლუვი და ნაზი გახდება.
აქცენტი მაკიაჟში
რომელი ზონა ჩანს ნიღაბში? რა თქმა უნდა, თვალები! თუ მთელ დღეს ნიღაბში ატარებთ, რეკომენდებულია თვალები მაქსიმალურად გამოკვეთოთ, განსაკუთრებით თუ ნიღაბი სამედიცინოა და არა დიზაინერული.
ჩრდილების გამოყენება თქვენს სამსახურზე ან მაკიაჟის გონივრულობაზეა დამოკიდებული. აი, მოცულობითი წამწამები ღია ცისფერის ან თეთრი სამედიცინო ნიღბის ფონზე ლამაზად გამოიყურება. თუ შესაძლებლობა გაქვთ, თვალზე ფანქარი ან ლაინერი წაისვით.
კიდევ ერთი ხილული ზონა სახეზე – წარბები. შესაძლოა სპეციალისტთან მისვლის შესაძლებლობა ყოველთვის არ გვაქვს, მაგრამ ზედმეტი თმა უნდა მოიშოროთ და წარბებზე ჩრდილები, ფანქარი ან სპეციალური პუდრი გადაიტაროთ. ამის გაკეთება ყველას შეუძლია.
ახლა უკვე იცით, რით ჩაანაცვლოთ მდგრადი ტონალური კრემი, რომ აქტუალური მაკიაჟი გაიკეთოთ და კანი ნიღბის ქვეშ არ დაიტანჯოს.
ძალიან გთხოვთ: საღამოს სახის კანი შესაფერისი კოსმეტიკური საშუალებით კარგად დაიბანეთ, შემდეგ მკვებავი, აღმდგენი კრემის წასმა არ დაგეზაროთ. თუ ნიღაბი გაღიზიანებას იწვევს, სხვა მასალის ნიღაბი გამოიყენეთ. მოთმინებას და სილამაზეს გისურვებთ!