როგორ გავაკეთოთ ხელნაკეთი ნიღაბი–ბენდენა, რომ დაცულიც იყოთ და მოდურიც.

0
1321

მსოფლიოში კორონავირუსის პირველ შემთხვევას დეკემბერში „აღვნიშნავთ“. ეს მოვლენა განწყობას აფუჭებს, რადგან უკვე მთელი წელია პლანეტა ამ უსიამოვნო ფენომენს ებრძვის. ამას შეგიძლიათ სხვა კუთხით შეხედოთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კაცობრიობას ნებისმიერ სიტუაციაზე მორგება შეუძლია. მაგალითად, უკიდურესი შემთხვევისთვის ნიღბის ნაცვლად შარფის ტარება მოიფიქრეს. თუ შარფი არ გაქვთ, ბენდენაც გამოდგება. რატომაც არა?

შარფი ნიღბის ნაცვლად

პანდემია უკვე დიდი ხანია გრძელდება და მგონი ყველამ დაცვის კომფორტული მეთოდი მოიფიქრა. ზოგისთვის ეს ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბია, ზოგმა ამ მიზნით კერვაც ისწავლა. თქვენ გასაყიდ მრავალფეროვან ნიღბებს აღმოაჩენთ. სურვილის შემთხვევაში რესპირატორიც შეგიძლიათ შეიძინოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი თქვენს მოთხოვნებზეა დამოკიდებული.

Photo credit: Depositphotos

Girl.ge–ს რედაქციამ მათთვის, ვინც სახლიდან იშვიათად გადის და ზოგჯერ ნიღბის ყიდვა ავიწყდება, პატარა გაკვეთილი შექმნა. ამ მარტივი ინსტრუქციის ხელმძღვანელობით ხელთ არსებული ნივთებიდან პრაქტიკული ნიღბის გაკეთებას შეძლებთ. და მაინც, როცა გადაუდებელ საქმეებს დაასრულებთ, სჯობს ნახევარი საათი გამოყოთ და უფრო საიმედო ვარიანტი შეიძინოთ.

Photo credit: Depositphotos

როგორ შევკეროთ ნიღაბი ბენდენიდან ან შარფიდან სწრაფად

თუ სახლში რამდენიმე ლამაზი ბენდენა გაქვთ, მათგან მრავალჯერად დამცავ ნიღაბს მარტივად გააკეთებთ. პირველი ვარიანტისთვის, თავად ბენდენის გარდა, რამდენიმე რეზინაც დაგჭირდებათ. აი, უფრო დეტალური ინსტრუქცია:

1. ბენდენა მაგიდაზე გაშალეთ და სამად გაკეცეთ.

2. ახლა ორი რეზინა აიღეთ და ბენდენის ორივე ბოლო რეზინაში მოათავსეთ.

3. ლენტის ბოლოები შიგნით ჩაკეცეთ და ერთმანეთში გადადეთ.

4. ნიღაბი მზადაა! ის საკმარისად მრავალფენიანია, რომ ქუჩაში ან მაღაზიაში გასვლისას მშვიდად იყოთ. და მაინც, დისტანციის დაცვა არ დაგავიწყდეთ.

ნიღბის მეორე ვარიანტი უფრო საინტერესოა და მოზარდებისა და ბავშვებისთვის გამოდგება. ამ შემთხვევაში რეზინები არ დაგჭირდებათ, მაგრამ მარლის ნაჭერი კი უნდა მოიძიოთ.

1. თხელი კვადრატული ბენდენა შუაზე გაკეცეთ ისე, რომ სამკუთხედი მიიღოთ.

2. გადანაკეც ადგილას კარგად ხელი გაუსვით, რომ ნაკეცის ზოლი დარჩეს. შემდეგ ბენდენა გაშალეთ. ახლა ნაკეცის ზოლთან ერთ მხარეს მარლის რამდენიმე ფენა დადეთ. ახლა ბენდენა გადაკეცეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

3. ბენდენა კიდევ ერთხელ გადაკეცეთ და ნიღაბი მზადაა! ბენდენის წვერები შესაკრავად გამოიყენეთ, ასე დაცულიც იქნებით და მოდურიც.

ზამთრის სეზონი ნიღბის სატარებლად ყველაზე კომფორტულია. ნიღბით ცოტა უფრო თბილად იქნებით! თუ სათვალეს ატარებთ, ასეთ ხრიკს გთავაზობთ: პატარა პლასტირი აიღეთ და ცხვირზე დაიკარით, სადაც ნიღაბი სახეს ეხება. ახლა შეგიძლიათ სათვალე თამამად ატაროთ. მერწმუნეთ, მინა არ დაორთქლდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ