
თუ საახალწლო ტორტს უკვე ელოდებით და ბანანის ტკბილეული გიყვართ, გთავაზობთ ტორტს „კოლიბრს“. ბანანის ბისკვიტი ნიგვზით, ნაზი კრემით და ბანანის ნაჭრებით გემოების ნამდვილი დღესასწაულია.
ეს ნაზი ტკბილეული ძალიან მიყვარს, რადგან სხვა ტორტებთან შედარებით ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება.
დღეს Girl.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ტორტ „კოლიბრის“ მომზადების ინსტრუქციას. ვერ მოწყდებით!

ბანანის ბისკვიტი
ცომის ინგრედიენტები:
- 280 გრ ფქვილი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1 ჩ/კ დარიჩინი
- 230 გრ შაქარი
- 340 გრ ბანანი
- 150 გრ მცენარეული ზეთი
- 2 კვერცხი
- 65 გრ ნიგოზი
- მწიკვი მარილი
კრემის ინგრედიენტები:
- 200 გრ კარაქი
- 150 გრ შაქრის ფხვნილი
- 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
- 600 გრ ნაღების ყველი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 200 გრ ანანასი
- 160 გრ გასაჟღენთი სიროფი
მომზადება:
1. მწიფე ბანანი, შაქარი, კვერცხი, მწიკვი მარილი და მცენარეული ზეთი აურიეთ. ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
ცალკე თასში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, გამაფხვიერებელი და დარიჩინი. მშრალი ინგრედიენტები ორ ნაწილად თხევად მასას დაუმატეთ.
2. ცომს წინასწარ გამომშრალი და დაქუცმაცებული ნიგოზი დაუმატეთ. ცომი კარგად აურიეთ.
3. ცომი 18 დიამეტრი ზომის ორ საცხობ რგოლში გადაანაწილეთ. ცხობის შემდეგ თითოეული ბისკვიტი ორ ნაწილად გაჭერით. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ თავიდანვე 4 ბისკვიტის ფენა გამოაცხოთ.
ბისკვიტი 170 გრადუსზე ნახევარი საათით აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. გამოცხობის შემდეგ გასაგრილებლად გისოსზე დატოვეთ.
4. კრემის მოსამზადებლად ოთახის ტემპერატურის კარაქი შაქრის ფხვნილთან და ვანილის შაქართან ერთად მიქსერით ათქვიფეთ, სანამ მასა არ გაღიავდება. შემდეგ ცივი ნაღების ყველი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. მზა კრემი საკონდიტრო ყუთში გადაიტანეთ.
5. თითოეულ ბისკვიტს თავი მოაჭერით, შემდეგ 2 ნაწილად გაყავით. თქვენ ტორტის ასაწყობად 4 ფენა უნდა მიიღოთ.
ფართო თეფშზე პირველი ფენა დადეთ. თითოეული ფენა კრემის წასმამდე ანანასის სიროფით გაჟღინთეთ. თუ მეტისმეტად ტკბილია, ცხელ წყალში გააზავეთ. თითოეულ ფენაზე დაახლოებით 30-40 მლ სიროფი დაგჭირდებათ.
ფენას კრემი წაუსვით, შემდეგ ანანასის ნაჭრები დაადეთ, შემდეგ პროცესი გაიმეორეთ: ფენა + სიროფი + ანანასი და კვლავ ფენა.
6. დარჩენილი კრემი ტორტის გვერდებს წაუსვით. მზა ტორტი მაცივარში 2-3 საათით შეინახეთ.
7. ტორტი დარჩენილი ნიგვზით და ანანასით გააფორმეთ. გემრიელად მიირთვით!
ამ დესერტში ბანანის ბისკვიტი და ნაზი კრემი ანანასით მომწონს. ტორტი ნაზი, არომატულია და უჩვეულო გემო აქვს.
ბანანის დესერტების მოყვარულები ნამდვილად ღირსეულად დააფასებენ. ტორტ „კოლიბრს“ ყველას ვურჩევ, ვისაც ზამთრის ცივ დღეებში ახლობლების განებივრება სურს. აღარაფერს ვამბობ სადღესასწაულო სუფრაზე, სადაც ეს ტორტი გონივრული იქნება.