
რეზინა–თავშალი ამ წლის ტრენდული აქსესუარია. ყველაზე საინტერესოა ის, რომ მისი გაკეთება დამოუკიდებლად შეგიძლიათ. დღეს გიამბობთ, როგორ გააკეთოთ თმის რეზინა დამოუკიდებლად. ასევე გაიგეთ, თუ რომელი თმის აქსესუარი გაუადვილებს ცხოვრებას მათ, ვისაც ვარცხნილობების გაკეთება უყვარს.
როგორ გავაკეთოთ თმის რეზინა
ასეთი დახვეწილი აქსესუარი შეგიძლიათ თქვენთვის ან თქვენი ქალიშვილისთვის შეკეროთ. საბავშვო თმის რეზინა უფრო პატარაა. თქვენ დაგჭირდებათ: რამდენიმე ქინძისთავი, მაკრატელი, რეზინა, ქსოვილის პატარა ნაჭერი. საკერავი მანქანაც არ დაგჭირდებათ – ყველაფერი შეგიძლიათ ხელით გააკეთოთ. მოდით, შევუდგეთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- ნაჭერი
- რეზინა
- ქინძისთავი
- მაკრატელი
- ძაფი, ნემსი
- სახაზავი, მარკერი
1. პირველ რიგში, ნაჭრიდან 10 სმ სიგანის და 33 სმ სიგრძის მართკუთხედი გამოჭერით. 16 სმ სიგრძის რეზინა მოამზადეთ.
2. ნაჭრის ზოლები ერთმანეთს პირისპირ დაადეთ და საკერავი მანქანით გაკერეთ ან ხელით ამოკემსეთ.
3. შემდეგ გადმოაბრუნეთ და მასში რეზინა გაატარეთ. რეზინა ნემსით და ძაფით გაკერეთ და ბრმა ნაკერით ამოკემსეთ.
4. კიდევ ერთი ნაჭრის ზოლი გამოჭერით, რომ რეზინისთვის თავშალი მიაკაროთ. ამჯერად დაგჭირდებათ 22 სმ სიგანის და 65 სმ სიგრძის მართკუთხედი. მართკუთხედი პირისპირ გადაკეცეთ და შემდეგ გაკეცეთ ისე, რომ ერთი ბოლო მეორეს დაადოთ. მარკერით ან ხელით 45 სმ–იანი კუთხე მოხაზეთ. ეს კუთხე მოჭერით.
5. ნაჭერი წრიულად გაკერეთ და შუაში ადგილი დატოვეთ, რომ გადმობრუნება შეძლოთ. როცა გადმოაბრუნებთ, სასურველია დააუთოოთ. შემდეგ ნახვრეტი ბრმა ნაკერით გაკერეთ და რეზინას მიამაგრეთ. მზადაა.
თმის აქსესუარები
AliExpress-ზე ძალიან ბევრ საინტერესო ნივთს იპოვით, მათ შორის თმის აქსესუარებს. Girl.ge–ს რედაქცია გაჩვენებთ რამდენიმე ნივთს, რომელთა დახმარებით თმის ვარცხნილობა უფრო ლამაზი გამოვა.
რეზინა თმის კონად შესაკრავად
ამ მოწყობილობით იდეალურ თმის კონას გაიკეთებთ. უბრალოდ თმა რეზინაზე დაიხვიეთ და ბოლოს უხილავით დაამაგრეთ. ასეთ რეზინას შუაში მეტალის ღერძი აქვს, რომელიც თმას კარგად აკავებს, ხოლო მოქნილი კონსტრუქცია რეზინას იდეალურ წრედ აქცევს. ეს ნივთი საბავშვო სახაზავს მაგონებს, რომელიც სამაჯურად კეთდებოდა. საინტერესო ნივთია.
ხრახნიანი თმის სარჭი
ასეთი სარჭის უპირატესობა ისაა, რომ თმის მძიმე კონას უფრო უკეთ იკავებს. ორჯერ უფრო ნაკლები სარჭი დაგჭირდებათ, ვიდრე ჩვეულებრივი სარჭების გამოყენებისას. ამასთან სხვადასხვა თავის მქონე სარჭები არსებობს. უბრალოდ საათის ისრის მიმართულებით დაატრიალეთ და ვარცხნილობა მთელი დღე გაჩერდება.
რეზინა კაუჭით
ამის გამოყენება პარიკმახერებს უყვართ. უბრალოდ თმა ერთ მხარეს დაიკავეთ, რეზინა შემოახვიეთ და მეორე კაუჭით დაამაგრეთ. ასე რეზინა არასდროს ჩამოცურდება, შეგიძლიათ მაღალი თმის კუდი მშვიდად გაიკეთოთ.
ვაღიარებ, როცა გრძელი თმა მქონდა, თმას მხოლოდ კონად ვიკრავდი. სხვა დანარჩენისთვის ძალა არ მყოფნიდა. როცა თმა შევიჭერი, ვინანე, რომ სხვადასხვა ვარცხნილობას არ ვიკეთებდი. თქვენ გიყვართ ვარცხნილობების გაკეთება? რომელ აქსესუარს ურჩევთ მეგობრებს?