
დეკემბერი ყოველთვის სხვადასხვა მოვლენებით და აქტივობებით სავსეა: ახალ წლამდე ყველაფრის მოსწრება გვსურს. ვჩქარობთ, ვფორიაქობთ, სახლს საახალწლოდ ვამზადებთ, ოცნებებში კი უკვე ჭიქების ჭახუნის ხმას, მანდარინების და ნაძვის არომატებს წარმოვიდგენთ. ახალი წლისთვის სწორად რომ მოემზადოთ, girl.ge-ს რედაქცია გირჩევთ ანჯელა პერლის 2020 წლის დეკემბრის პროგნოზი წაიკითხოთ.
ნახეთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ 2020 წლის ბოლო თვეს. ყველას სიყვარულს, ჯანმრთელობას და კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ!
2020 წლის დეკემბრის პროგნოზი
ვერძი
დეკემბრის დასაწყისში ვერძი უკვე 2021 წლის მოგზაურობის დაგეგმვას დაიწყებს ან უცხო ენის სწავლას გადაწყვეტს. გაგიჩნდებათ იდეები, რომლებიც მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
ონლაინ სწავლების დაწყება ან საერთაშორისო ბიზნესის შექმნა ძალიან წარმატებული იქნება. თვე კარგი ფინანსური შემოსავლით გაგახარებთ. თვის ბოლოს ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობას მეტი ყურადღება დაუთმეთ.
კურო
კურო დეკემბერში ყურადღებას გაამახვილებს ფინანსებზე, კარიერულ საქმეებსა და სტატუსზე. მოსალოდნელია გარიგება ან დოკუმენტი მემკვიდრეობაზე, რომელიც კუროს კარგ შემოსავალს მოუტანს.
ხელსაყრელი თვეა ახალი უნარების შესაძენად და სასწავლებლად. გაგიჩნდებათ ახალი იდეები, რაც მომავალში მეტი ფულის შოვნაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობა ძლიერი იქნება.
ტყუპები
დეკემბერში ტყუპებს რაღაცასთან დამშვიდობება მოუწევთ, ძველი საქმე დასრულდება. 21 დეკემბრის შემდეგ საკმაოდ წარმატებული გარემოება იქნება, ამიტომ დასკვნების გაკეთება არ იჩქაროთ, დააკვირდით და გაანალიზეთ.
ყურადღება ურთიერთობაზე (როგორც პირადულ, ასევე საქმიან) გაამახვილეთ. თუ ოჯახურ ცხოვრებაში ურთიერთობის დალაგება გსურთ, რომანტიკა არ დაგავიწყდეთ.
კირჩხიბი
წლის ბოლოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. გახსოვდეთ, შედეგებზე თავად ხართ პასუხისმგებელი და თუ შედეგები უარყოფითი იქნება, დაშვებულ შეცდომებზე მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულეთ.
შესანიშნავი დროა, რომ ძველი საქმეები დაასრულოთ. კარგი იქნება, სახლის დალაგება: ყველა უსარგებლო ნივთი გადაყარეთ.
ლომი
დეკემბერში ბედი გაგიღიმებთ. თვე მოვლენებით ყველაზე დატვირთული იქნება. მხოლოდ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ ბედნიერებას კარი დროულად გაუღოთ.
ყურადღება სიამოვნების და სიხარულის წყაროებისკენ მიმართეთ, ასევე პარტნიორებთან ურთიერთობისკენ. კარგი დროა, თქვენი ნიჭი გამოავლინოთ და ამის შესახებ მსოფლიოს განუცხადოთ.
ქალწული
დეკემბერში მოსალოდნელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან გადაადგილებაზე ინფორმაციის მიღება. მოსალოდნელია ბავშვობის ადგილებში მოგზაურობის დაგეგმვა.
აქტიური ცხოვრების წესი დაეხმარება მათ, ვინც ბევრ დროს მუშაობაში ატარებს. ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ ტონუსის შენარჩუნებაში, სევდის მოშორებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში.
სასწორი
სასწორი დეკემბერში ტექნიკასთან დაკავშირებულ ახალ ცოდნას მიიღებს. ახალი იდეები ან ნაცნობები გაგიჩნდებათ, რომლებიც სასწორის ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენს.
კარგი დროა სასწავლებლად ან ადგილის შესაცვლელად. თვის ბოლო დღეებში დაზიანებისგან თავი დაიცავით, რადგან უწყინარმა ჩალურჯებამაც კი შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს.
მორიელი
შემოსავლის ახალი წყარო გამოჩნდება, რომელიც მორიელს დაეხმარება იმ ყველაფრის შეძენაში, რაც მას დიდი ხანია სურდა. ახლობლებისთვის საჩუქრების მიცემა არ დაგავიწყდეთ, ეს კიდევ უფრო დაგაახლოვებთ.
დეკემბერში მორიელის თვითშეფასება ცამდე გაიზრდება. მოსალოდნელია საქმიანობის სფეროს შეცვლა, რაც მხოლოდ მორიელს მოუტანს სარგებელს. შესასყიდად ან გასაყიდად ხელსაყრელი დროა.
მშვილდოსანი
დეკემბერში მშვილდოსანი თვითრეალიზაციაზე დაფიქრდება, ასევე ურთიერთობის და ფინანსების საკითხებს ყურადღებას მიაქცევს. რაღაც ახლის დაწყებაზე საბედისწერო გადაწყვეტილებას მიიღებთ. შიში დაივიწყეთ და წინ იარეთ, თქვენი არჩევანი სწორი იქნება – მისკენ იარეთ!
მეორე ნახევართან დაახლოებაში ერთობლივი ჰობი დაგეხმარებათ. ფილმს უყურეთ, წყვილური სპორტით დაკავდით. საყვარელ ადამიანში მხოლოდ დადებითი თვისებები დაინახეთ. ნაკლზე მითითება შეწყვიტეთ.
თხის რქა
დეკემბერში საქმეების დასრულებით და ახალი წლისთვის მზადებით დაკავებული იქნებით. ვარსკვლავები გირჩევთ, ყველაფერი პარტნიორთან ერთად გააკეთოთ – ასე უფრო სწრაფიცაა და სასიამოვნოც. თვის მეორე ნახევარში პარტნიორს უფლება მიეცით ოჯახში მთავარი გახდეს.
ყველაფერი უსარგებლო თამამად მოიტოვეთ, რომ ნათელ მომავალს კარი გაუღოთ. დეკემბერში ყველა დაბრკოლებას მოიშორებთ, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!
მერწყული
დეკემბერში ბედნიერების რეცეპტი მარტივია: მოდუნდით და ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღეთ. საკუთარ ძალებში თავდაუჯერებლობა ბედნიერ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ანუ საკუთარი ძალების უნდა ირწმუნოთ და მომავალ დღეს გაუღიმოთ.
ბევრი მერწყულისთვის ეს თვე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი აღმოჩნდება. ახალი იდეები გაჩნდება, რომლებიც ფინანსური საქმეების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
თევზები
ბევრი თევზი დეკემბერში სტატუსის შეცვლას შეძლებს. თქვენ დაქორწინების შემოთავაზებას მიიღებთ ან ორსულობაზე ახალ ამბავს გაიგებთ. თუმცა ურთიერთობა, რომელიც იწელება და არაფერი მოაქვს, შეიძლება დეკემბერში დაიშალოს.
მოსალოდნელია საქმიანობის სფეროში ცვლილებები და კარიერულ კიბეზე წინსვლა. თვის ბოლოს ყურადღება გაამახვილეთ საქმეების დასრულებასა და უსარგებლო რწმენის მოშორებაზე.
2020 წლის დეკემბრის პროგნოზი ბევრს აქტიურ, მაგრამ წარმატებულ პერიოდს ჰპირდება. გისურვებთ ძლიერ ჯანმრთელობას და კარგ განწყობას. დაე, დეკემბერმა თქვენი ყველაზე თამამი მოლოდინები გაამართლოს!