სახე 5 წლით ახალგაზრდავდება! ვმალავთ ჩამოწელილ კანს, ცხვირ-ტუჩის ნაკეცს და თვალის ტომრებს.

0
30

სიტყვა “კონუტრინგი” ბევრს აშინებს და კოსმეტიკურ ნიღაბთან ასოცირდება. ეს ერთობ მოძველებული წარმოდგენაა, კონტურინგმა კუთვნილი ადგილი დაიკავა თანამედროვე ტრენდების სიაში. მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ მიკროკონტურიგნზე – სინათლისა და ჩრდილების თამაშზე სახის სასურველი კონტურების მისაღებად!

სწორი მაკიაჟის გასაკეთებლად დაგჭირდებათ სარკე, რომელშიც მთლიანი სახის დანახვას შეძლებთ. სინათლე უნდა იყოს რბილი და თანაბრად ანათებდეს სახის ორივე ნახევარს. სასურველია, რომ იგი ზემოდან ეცემოდეს.

დაჯექით, მოდუნდით, სახე მოაქციეთ იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფებით, როცა არ აკონტროლებთ მიმიკას. როცა ქალბატონები სარკეში იხედებიან ან სელფისათვის პოზირებენ, ისინი ინსტინქტურად წარბებბს მაღლა სწევენ, მსუბუქად იღიმიან და ტუჩებს ისე პრუწავენ, რომ ისინი უფრო გამობერილი გამოჩნდეს, ლოყები კი – ნაკლებად ჩავარდნილი.

მიკროტუნინგი

სახეზე უნდა იყოს წასმული ტონალური კრემის თხელი ფენა, აიღეთ სინათლის ამრეკლავი კონსილერი ან სხვა ბუსტერი, რომელიც მოცემულ კონტექსტში მაკიაჟის ჰიბრიდული საშუალებაა, ის წარმოადგენს კრემისებრ ხორცისფერ ან ამ ტონალობასთან მიახლოებულ ნახევრადგამჭვირვალე პროდუქტს, რომელსაც ტენიანი ან მბზინვარე ფინიში აქვს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაოჭების შემვსები ან დელიკატური ჰაილაითერი.

წერტილოვნად დაიტანეთ საშუალება იმ ადგილებზე, სადაც შეინიშნება ჩრდილები, თუმცა ისინი იქ არ უნდა ჩანდეს. მაგალითად, ყველაზე მუქ ადგილას ცხვირ-ტუჩის ნაკეცის ან თვალის ტომრების ქვეშ. ამის მერე ამ არეებზე სპონჯი გადაატარეთ, რათა ტონი ერთგვაროვანი გახდეს. შემდეგ აიღეთ მქრქალი პუდრი და ცერა თითის სისქის ფუნჯი. პუდრის ლაქები წაისვით იმ ადგილებზე, სადაც მანამდე გამაღიავებელი წერტილები დაიტანეთ.

მქრქალი პუდრი ეწებება ტონს და ამტკიცებს მას. ამის შემდეგ გამოიყენეთ სინათლის მარეკლავი ნაწილაკების შემცველი სახის პუდრი ბლურის ეფექტის და გადაატარეთ ბუსუსებიანი ფუნჯი მთელს სახეზე.