
ყველასთვის ცნობილია, რომ უზმოზე თაფლიანი წყლის დალევა ნებისმიერ უსიამოვნებას შველის. აქაა აჩქარებული ნივთიერებათა ცვლა, გაწმენდილი ორგანიზმი და დამშვიდებული ნერვული სისტემა. თუმცა თაფლის ჯადოსნური თვისებები ამით არ შემოიფარგლება.

დღეს Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ 8 საინტერესო შემთხვევის შესახებ, როცა ფუტკრის თაფლი უნდა მიიღოთ. სხვა პროდუქტებთან თანაფარდობის მიხედვით თაფლი განსხვავებულად მოქმედებს. შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია!
თაფლიანი წყალი უზმოზე
ფუტკრის თაფლი ნამდვილად უნივერსალური საშუალებაა. მაგალითად, თუ გრძნობთ, რომ ავად ხდებით ან ახველებთ, პირველ რიგში ხარისხიანი ნატურალური თაფლი და ლიმონი მოიმარაგეთ.
მარტივი, შინაურული საშუალება მოამზადეთ. ამისთვის 1 ლიმონი (დაახლოებით 200 გრ) წვრილ სახეხზე გახეხეთ ან დააბლენდერეთ. 100 გრ ფუტკრის თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მზა ნარევი მინის ქილაში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ. სხვათა შორის, თუ ამ ნარევს 50 გრ გახეხილ კოჭას დაუმატეთ, გაცილებით უკეთეს ეფექტს მიიღებთ.

თუ საშუალების შენახვა არ გსურთ, ყოველდღე პორციებად მოამზადეთ. 1 ჩ/კ თაფლი და ლიმონის წვენი ან 2 ჩ/კ თაფლი და 1 ს/კ ლიმონის წვენი საკმარისი იქნება.
სხვათა შორის, თაფლი დაგეხმარებათ სხვა უსიამოვნო დაავადებების დროსაც, რომლებიც ცივ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია. თაფლიდან სხვადასხვა წვეთებს და მალამოებს ამზადებენ.

რეკომენდებულია მზა ძმარ–თაფლიანი სასმელი დღეში 1–2–ჯერ, 1 ჭიქა დალიოთ. ვაშლის ძმრით შეგიძლიათ ინჰალაცია გაიკეთოთ. ამისთვის 100 მლ პროდუქტი 200 მლ წყალს აურიეთ. ნარევი გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ. შემდეგ ორთქლი შეისუნთქეთ, თვალები დახუჭეთ და პირი დამუწეთ.
ზედმეტ წონასთან ბრძოლა
გამოცდილმა ქალებმა იციან, რომ თაფლი ტკბილია, მაგრამ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში მაინც გვეხმარება. პროდუქტი მოქმედებს, როგორც დეტოქს საშუალება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას ორგანიზმიდან უსარგებლო ნივთიერებების გამოდევნა შეუძლია.

შინაურული დეტოქს საშუალების მოსამზადებლად 1 ს/კ თაფლი, ნახევარი ლიმონის წვენი და 250 მლ თბილი წყალი აურიეთ. წყლის ტემპერატურა 30 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ხილული შედეგის სანახავად ასეთი წყალი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ.
თუ ლიმონიან–თაფლიანი წყლის მომზადებაზე დროის დახარჯვა არ გსურთ, შეგიძლიათ ბალახების ჩაით ჩაანაცვლოთ. ფინჯან ჩაის ყოველთვის 1–2 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. გახსოვდეთ, თავად ჩაი ხარისხიანი უნდა იყოს. სჯობს ფურცლოვანი ვარიანტი შეარჩიოთ და არა პაკეტის.

მიღებული საშუალების ნახევარი ძილის წინ დალიეთ, დანარჩენი კი მაცივარში შეინახეთ დილით დარიჩინ–თაფლიანი წყალი უზმოზე, გაუცხელებლად დალიეთ.
თაფლი სახის კანისთვის
თუ თაფლს და დარიჩინს აურევთ, ერთდროულად რამდენიმე პრობლემას მოაგვარებთ. მაგალითად, ამ კომპონენტების პასტა კბილის ტკივილს აქრობს. ამისთვის 1 ჩ/კ დარიჩინი და 1 ს/კ თაფლი აურიეთ. შემდეგ უბრალოდ პასტა მტკივნეულ კბილზე დაიდეთ.

გარდა ამისა, დარიჩინი და თაფლი შეგიძლიათ სახის კანზე ანთების საწინააღმდეგო საშუალებად გამოიყენოთ. 3 ს/კ თაფლი და 1 ჩ/კ დარიჩინი აურიეთ. პასტა აკნეზე წერტილოვნად წაისვით და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თაფლი ძილის წინ
ყველამ იცის, რომ 1–2 ჩ/კ თაფლი ძილის წინ უფრო კარგად დაძინებასა და ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. თუმცა საღამოს პროცედურებში თაფლის ჩართვას სხვა უპირატესობაც აქვს.

გვიამბეთ, რამდენად ხშირად ჭამთ თაფლს და რა მიზნისთვის იყენებთ? შესაძლოა, თაფლის რამდენიმე გამოცდილი რეცეპტი გაქვთ. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.