
დამკვიდრებულია მოსაზრება, თითქოს ზრდასრულ ასაკში მომხიბვლელი გარეგნობის ქონა დიდ ფინანსურ დანახაჯრებთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს! ფულმა მრავალი ქალის სახე ფილერებით გაბერილ და ოპერაციებით გადაღრეცილ ნიღბებად აქცია. შრომა, ყურადღება და სისტემატიური მოვლა კი ქმნის ბუნებრივ და განახლებულ იერსახეს.
დღესდღეობით გაახალგაზრდავების კუთხით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ითვლება პეპტიდები! მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ ამ მხრივ გამორჩეულ საშუალებებზე!
მიომარელაქსირებელი პეპტიდები, ბოტოქსის ჩანაცვლება
ბოტოქსი დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, რომელთა შესახებ ხშირად არ საუბრობენ. ის თიშავს კუნთებს. რაც შეეხება მიომარელაქსირებელ პეპტიდებს, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ისინი ადუნებს კუნთებს, თუმცა მათ კუმშვადობის უნარს უნარჩუნებს. ნაოჭების გაჩენას განაპირობებს კანქვეშა სპაზმირებული კუნთები და არა მათი მოძრაობა.
ტრიპეპტიდი SYN-AKE მუშაობს გველის შხამივით. სწორედ მის სინთეტიკურ ვარიანტს წარმოადგენს იგი, აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
ცხადია, ამ საშუალებას უარყოფითი მხარეებიც აღენიშნება. ეფექტის მისაღწევად ხანგრძლივი ლოდინი და შრატის ყოველდღიური გამოყენებაა საჭიროა! პეპტიდები იშლება მჟავებისა და მზის სინათლის გავლენით, ამიტომ პილინგებსა და გარუჯვაზე დროებით უარის თქმა მოგიწევთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრეპარატით ვერ ჩაანაცვლებთ კრემს და დამატენიანებელ შრატს! სამაგიეროდ, კუნთების მოდუნების შედეგი სრულად კონტროლირებადი იქნება! ზუსტად ერთ კვირაში შეამჩნევთ პირველ შედეგებს თვალის გარშემო არსებულ თხელ კანზე. სქელ კანზე შესამჩნევ გაუმჯობესებას ორ თვემდე უნდა ელოდოთ. სასურველი ეფექტის კიდევ უფრო სწრაფად მისაღებად, დამატებით გამოიყენეთ პეპტიდის შემცველი ნიღაბი – Mu-conotoxin CnIIIC.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ქირურგიული ჩარევაც უშედეგოა, თუ ქალი სიგარეტს ეწევა, აქვს დგომის ცუდი პოზა, კვების რაციონში კი ცილებისა და სასარგებლო ცხიმების დეფიციტი აღინიშნება!