
მოემზადეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისთვის, ახალი მიმართულებით! როგორი ემოციებითა და შეგრძნებებით დაასრულებთ 2020 წელს? რისთვის უნდა უმადლოდეთ მას? დეკემბერი “ბარგის ჩალაგების” თვედ მიიჩნიეთ, როცა ახალი საინტერესო თავგადასავლისთვის ემზადებით, რომელსაც 2021 წელი გვპირდება.
ვერძი (20 მარტი – 19 აპრილი)
დასახული მიზნების მისაღწევად, აუცილებელია თავდაჯერებულობა. არამხოლოდ იმ კუთხით, რომ შეგიძლიათ დავალების შესრულება, არამედ იმითაც, რომ ხელი მოჰკიდეთ სწორ საქმეს, რომელიც ემთხვევა თქვენს აზრებსა და მისწრაფებებს. ასეთი თავდაჯერებულობის შეძენა წელს მარტივი არ იყო, თუმცა, უახლოესი კვირა გპირდებათ თავდაჯერებულობის მომატებას როგორც გულში, ისე სულშიც. პარალელურად, გაქრება დაბრკოლება, რომელიც დიდი ხანია, ხელს უშლის თქვენს წინსვლას. ყველაფერი მზადაა!
კურო (20 პრილი – 20 მაისი)
უახლოესი კვირები, დიდი ალბათობით, მთელი წლის განმავლობაში ყველაზე სასიამოვნო პერიოდად მოგეჩვენებათ. უპირველეს ყოვლისა, გაგახარებთ ზედიზედ რამდენიმე წარმატება. ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს ჯადოსნურ ბილიკზე დადექით, რომელიც ნელა, თუმცა მიზანმიმართულად მიემართება სასურველი მიზნისკენ. თუმცა, ნუ მიეცემით აჩქარების ცდუნებას: დაე, მოვლენები თავისი სვლით განვითარდეს.
ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
კარგია, როცა მორიგ რომანში იგრძნობა ენერგიაცა და აზრიც, თუმცა, თქვენთვის აუცილებელია გარშემო მიმდინარე მოვლენების მკაფიოდ კონტროლი, ახლა კი მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ შეჩერება, დამუხრუჭება გიჭირთ. ეცადეთ, მათ მოძრაობას საჭირო მიმართულება მაინც მისცეთ, თორემ ბევრს გარისკავთ. როგორც კი ვერ მოახერხებთ მოვლენების გაკონტროლებას, დეკემბრის შუა რიცხვებში მოგიხდებათ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც სრულად არ ეთანხმებით, რამის შეცვლისთვის კი უკვე გვიანი იქნება.
კირჩხიბი (21 ივნისი – 21 ივლისი)
ხანდახან, თქვენ შთაგაგონებთ არა კონკრეტული მოვლენები, არამედ მათი არარსებობა. როცა დიდი ხნის მოსალოდნელი კონფრონტაცია არც ისეთი საშიში და საზიანო გამოდგება, გასაგები იქნება: რეალური შანსი გაქვთ, დაასრულოთ ეს ეპიზოდი, ჩააბაროთ იგი წარსულს და გზა გააგრძელოთ. ენით აღუწერელი შვება! სულ რამდენიმე დღეში კი, თქვენ წინაშე გაიხსნება გზა ახალი წამოწყებებით; თუ იგი ღირსეულად მოგეჩვენებათ, არ გაუშვათ შანსი ხელიდან.
ლომი (22 ივლისი – 22 აგვისტო)
რრომელ მომენტში გადაიზრდება მეგობრობა რაღაც უფრო დიდში? შესაძლებელია ამ წერტილის გამოკვეთა? თუ შესაძლებელია, დიდი ალბათობით, ცვლილება უახლოეს კვირას მოხდება, თანაც, თანდათან. თავიდან, უბრალოდ მოგეწონებათ დროის ერთად გატარება. ფლირტაობთ, ოღონდ ზედაპირულად, თქვენთვის ეს უბრალოდ თამაშია, სანამ არ აღმოჩნდება, რომ ხუმრობას უკვე აღარ აქვს ადგილი, განიცდით საპასუხო გრძნობებს და გინდათ, მასთან სამუდამოდ დარჩეთ. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ თქვენს ურთიერთობაში რადიკალური ცვლილებები მოხდება.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
არსებობს სიტუაციები, როცა მოგება შეუძლებელია, როგორც არ უნდა ეცადო. ქალწულებისთვის ეს განსაკუთრებით ვერაგი მახეა – თქვენ აუცილებლად აზღვევინებთ თავს წაგებისთვის, ვერ იჯერებთ, რომ შეუძლებელი იყო დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რამის გამოსწორება/გაუმჯობესება. თუმცა, მსგავსი სასჯელი კარგს არაფერ მოგიტანთ: როგორც არ უნდა მიუდგეთ, შედეგი მაინც იგივე იქნებოდა. თქვენ იმაზე მეტი გააკეთეთ, ვიდრე თქვენს ადგილას სხვები შეძლებდნენ, ეს ძალისხმევა კი, რა თქმა უნდა, სათანადოდ დაფასდება. ტყუილად ნუ განიცდით!
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ადამიანები ან რგანიზაციები, რომელთა წყალობითაც ბოლო კვირების განმავლობაში თავს არაერთი უსიამოვნება დაგატყდათ, როგორც ჩანს, დაქვეითდნენ, ახლა გაგიმარტივდებათ სასურველის მიღწევა. ნაწილობრივ, ამის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ პირველი სთავაზობთ მათ იმას, რასაც ისინი აღწევენ, საპასუხო შემოთავაზების იმედით; თუმცა, არანკლებ როლს ასრულებს თქვენი უბადლო პირადი ხიბლიც. კლასიკური მეთოდია, მაგრამ ჭრის!
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
უახლოეს კვირას გამეფდება მსუბუქი, კომფორტული ატმოსფერო, რომელთან გამკლავებაც, შესაძლოა, გაგიმარტივდეთ. ზეწოლის ქვეშ ყოფნისას, თქვენ ზუსტად იცით, როგორ უნდა მოიქცეთ, თუმცა, როცა გარშემო ყველაფერი მოდუნებულია და ყველაფრის გაკეთება შეიძლება, რაც თავში მოგივათ, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს განერვიულებთ. ნუ იფიქრებთ, რომ სადღაც ეშმაკობა იმალება; უბრალოდ სულ ახლახან დასრულდა მორიგი ცხოვრებისეული ციკლი, მას კი შემდეგი ანაცვლებს. გამოიყენეთ მომენტი, რათა ხელახლა ჩაეჭიდოთ გაშვებულ შესაძლებლობებს, რომლებისთვისაც მანამდე დრო არ გყოფნიდათ – მალე ხომ ცხოვრება ისევ დუღილს დაიწყებს.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 20 დეკმებერი)
სასურველი და მიღებული იშვიათად ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა, თუ განსხვავება მათ შორის არც ისეთი დიდია, ჩვეულებრივ, მას ვჯერდებით. ახლა თქვენ წინაშეა შესაძლებლობა, დააახლოვოთ ისინი ერთმანეთთან, თანდათან მიუახლოვდეთ სასურველ იდეალს, თითქოს, ფოტოაპარატის თავისებურებებში სიმკვეთრეს არეგულირებთ. თუმცა, იქნება თუ არა საბოლოო შედეგი დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტის კულმინაცია, თუ იგი რაღაც ახლის დაწყებას გულისხმობს? როგორ გითხრათ, შესაძლოა, მასში ორივე იყრის თავს.
თხის რქა (21 დეკემბერი – 19 იანვარი)
თხის რქაში სამი წლის გატარების შემდეგ, თქვენი მფარველი სატურნი, როგორც იქნა, გემშვიდობებათ; თქვენც იყავით მზად გზის გასაგრძელებლად. თუმცა, მანამდე ჯერ კიდევაა დარჩენილი დრო ძველი სურვილების განსახორციელებლად. თუნდაც, ეს არ იყოს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი – ყოველ შემთხვევაში, მისი ასრულება სასიამოვნო იქნება, შემდეგი შანსი კი, შესაძლოა, საერთოდ აღარ მოგეცეთ, რამდენადაც მზის დაბნელება, რომელსაც ამ თვეში ველით, სამუდამოდ დახურავს წარსულის კარს. დამიჯერეთ, უკან მოხედვისას ინანებთ, რომ თავს უარი უთხარით სიამოვნებაზე.
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
როგორც ჩანს, სამსახურში გარკვეულ არაეთიკურ მომენტს ხედავთ. წვრილმანია, თუმცა მას ყურადღება მიაქციეთ და მისი დავიწყება უკვე შეუძლებელია. ღირს გაპროტესტება? თუ ეს საკითხი ასე გაწუხებთ, რა თქმა უნდა; ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ უახლოეს თვეებში პლანეტები თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლიან. იქნებ, პრობლემა თავისითაც გადაიჭრას.
თევზები (19 თებერვალი – 19 მარტი)
თქვენს სამსახურებრივ მოვალეობებში ნათლად ჩანს ცვლილებები – შესაძლებელია, სხვა კარიერაში სცადოთ ბედი. მანამდე მსგავსი არაფრით დაკავებულხართ (ან არც კი გიფიქრიათ ამაზე); თუმცა, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ საქმეს, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, ხუთიანზე გაართვამთ თავს. ამავდროულად, ასეთი შესაძლებლობა გიზიდავთ არა პერსპექტივებით, არამედ ახლანდელი რუტინისგან თავის დაღწევის შესაძლებლობით.