
სილამაზის განყოფილება კვლავს იმუშავებს ყველაზე საინტერესო და დამაიმედებელ სიახლეებს. ამჯერად ჩვენი ყურადღება მიიპყრო დამამშვიდებელმა ესენციამ, ბაკუჩიოლის შემცველმა კრემმა და კიდევ რაღაც-რაღაცებმა…
ხელი კრემი – Lucky Charm, Cha U Kao
საკარნავალო და თითქმის საცირკო ანტურაჟის მქონე ბრენდი იპყრობს მომხმარებლებს, რადგან ფრანგი მსახიობის შა-უ-კაოს (მოცეკვავე მალენ რუჟის კლოუნესა) მარკა თავის კლინეტებს ახვევს ზღაპრული პანკისა და საცირკო ფეერის ატმოსფეროში.
ხელის მოცემული კრემი გაჯერებულია ფოსფოლიპიდებით, F ვიტამინით, კანაფის ზეთებითა და ქუნჯუტით. ის აღარდგენს და კვებავს კანს, ხდის მას მასქიმალურად ელასტიურს. დერმას მანტიასავით გადაეფარება ბრინჯის ქატოს ცვილი, ის განაგდებს წყლის წვეთებს, ხელებს ანიჭებს სირბილეს და ავსებს მათ სასიცოცხლო ძალებით.
AlterEgo – შამპუნი წითელი ელფერის ნეიტრალიზაციისათვის
მუქთმიან და ქერა ქალბატონებს ხშირად უჭირთ ისეთი კოსმეტიკური საშუალების პოვნა, რომელიც მოაგვარებს მათ ლოკალურ პრობლემებს: მაგალითად, ყავისფერ ტონალობებში თმის შეღებვისას გაანეიტრალებს წითელ ელფერს. საბედნიეროდ, ისეთი ბრენდების წყალობით, როგორიცაა, AlterEgo, თავის მოვლის საშუალებათა ასორტიმენტი ფართოვდება. ამასწინათ ამ ბრენდმა გამოუშვა შამპუნი და კონდიციონერი წითელი ელფერის ნეიტრალიზაციისათვის. შამპუნი შეიცავს მწვანე პიგმენტს, არგანის ზედს და გოჯის მარცვლებს.
SmoRodina – სახის ტონერი ლიფტინგ-ეფექტით
ტონერი – კანის წმენდის დამამთავრებელი ეტაპია. ის აშორებს კოსმეტიკის და დაბინძურებათა ნარჩენებს. ამ პროდუქტის მთავარი მიზანი – კანის pH-ის ნომალიზება და თავის მოვლის საშუალებათა დატანისათვის მისი შემდგომი მომზადებაა.
მოცემული ტონერი მართლაც ეფექტურად ებრძვის დაბერების ნიშნებს: ათანაბრებს მიმიკურ ნაოჭებს, ჭიმავს სახის კონტურს, ატენიანებს და ატონიზირებს კანს, აძლიერებს ანტიოქსიდანტურ დაცვას, სახის ზედაპირ საფარველს ხდის დრეკადს და მბზინვარეს.
Dr.Ceuracle – ჰიდროგელის ლიფტინგ-ნიღაბი კისრისათვის
კოლაგენისა და წყალმცენარეების შემცველი ნიღაბი აღჭურვილია 10 სახის ჰიალურონის მჟავის კომპლექსით, რომლებიც განსხვავდებიან ზომით და აღწევენ კანის სხვადასხვა სიღრმეში, რითაც უზრუნველყოფენ ინტენსიურ და ხანგრძლივ მოვლას.
Blithe – დამამშვიდებელი ესენცია
ამ ესენციის სტრუქტურა მაქსიმალურად მსუბუქია, ის სპეციალურადაა შექმნილი მგრძნობიარე კანისათვის. ემულსია ჩააცხრობს და შეამცირებს სიწითლეს, ასევე რამდენიმე წუთში გააქრობს გაღიზიანებას. მოცემულ საშუალებას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, იგი აბალანსებს კანის pH-ს და აკონტროლებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას.