
მოცემულ სტატიაში შეიტყობთ, თუ როგორ გაიმეოროთ მინიმალისტური, თუმცა საინტერესო დიზაინი სახლის პირობებში.
გასულ წელს ფრანგული მანიკური მჭიდროდ დამკვიდრდა ბიუთი-ტრენდების სიაში. ამის ფონზე გადაგვავიწყდა კიდეც, რომ რამდენიმე წლის წინ ნეილ-დიზაინი მოხვდა მოდის მოყვარულთა სტოპ-ლისტში. ერთი შეხედვით, ჩანდა, რომ ის 2000-იან წლებში დარჩა, მის ჩამნაცვლებლად კი გამოჩნდა კლასიკური წითელი და ნახევრადგამჭვირვალე ნუდი, რომელიც გამორჩეულად უყვართ სამეფო სახლის წარმომადგენლებს. ეს ასე არ აღმოჩნდა! ფრენჩმა შავ სიაში მხოლოდ 2-3 წელი დაჰყო, შარშან კი ის კვლავ დაბრუნდა, ამასთან, თავისი სხვადასხვა გამოვლინებით.
ფრენჩის მთავარი უპირატესობა – მისი მეტისმეტი აკურატულობაა. მას პერფექცონისტები ნამდვილად ვერ უპოვიან წუნს. როცა მოდის ექსტრავაგანტულმა მოყვარულებმა დაიწყეს ფრანგულ მანიკურთან ექსპერიმენტირება, მაშინ გაჩნდა ფერადფერადი, ორმაგი და ხავედროვანი ფრენჩებიც კი.
ჩვენს ფავორიტად იქცა ამასწინანდელი ტრენდი, რომელმაც დაიპყრო სოციალური ქსელები – ესაა კლასიკური ვარიანტები პატარა დეკორატიული მარგალიტების დამატებით.
ამ შემთხვევაში კლასიკური ტექნიკით შესრულებულ ფრანგულ მანიკურს ზემოდან ემაგრება მარგალიტის პატარა მძივები. ზოგიერთი სპეციალისტი ბაზაში ამოვლებს მარცვლებს, რის მერეც მათ ქაოტური რიგით აწებებს და ფრჩილებს მანიკურის საშრობში აშრობს. სხვები მიკრულ მძივებს ზემოდან კიდევ ერთი გამჭვრივალე შრით ფარავენ – ასე ისინი უფრო მყარად იქნება მიმაგრებული.