
სახლში სიყვარულის, ფინანსური კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის მოზიდვაში უძველესი სწავლება ფენ-შუი დაგეხმარებათ. მისი პროგნოზი 2021 წლისთვის მოგცემთ საშუალებას გაიგოთ, თუ რას უნდა ელოდოთ მომავალი წლისგან და რა უნდა შეცვალოთ, რომ იგი მაქსიმალურად წარმატებული იყოს თქვენთვის. გაიგებთ, როგორ უნდა გააძლიეროთ ვარსკვლავების დადებითი გავლენა და გაანეიტრალოთ უარყოფითი.
ამ სწავლების თანახმად, ყოველ წელს თავისი ენერგეტიკული ნაკადი აქვს. როგორ მივმართოთ მიზნები და სურვილები, მოვაწყოთ სივრცე სახლში, რათა მოვიზიდოთ სიყვარული, ბედნიერება და სიმდიდრე – წაიკითხეთ ჩვენს პროგნოზში.
ფენ-შუი ჰოროსკოპი 2021 წლისთვის: დროა, მიზნისკენ იაროთ
ამ ფილოსოფიის მიხედვით, 2021 წელი, კალენდარულ 1 იანვართან ერთად კი არა, 1 თვის დაგვიანებით იწყება. 3 თებერვლის გვიან საღამოს, გააქტიურდება თეთრი მეტალის ხარის მფრინავი ვარსკვლავები, რომლებიც ცის ენერგიის სივრცეში გადაადგილდება. სწორედ ამ ენერგიაზეა დამოკიდებული ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების დიდი ნაწილი. ისინი 2022 წლის 3 თებერვლამდე იქნება ძალაში.
9 მფრინავი ვარსკვლავიდან თითოეული თავისებურ გავლენას ახდენს ადამიანებსა და სახლის ენერგეტიკაზე. თავისი “ხასიათის” მიხედვით, ვარსკვლავები, რომლებიც ჩვენს სახლებში 1 წლით, თვით ან უფრო ნაკლები ხნით “დასახლდებიან”, იწვევს როგორც დადებით, ისე უარყოფით მოვლენებს. თუმცა, თუ გეცოდინებათ სახლში ცის ენერგიის გადაადგილების შესახებ, შეძლებთ ერთგვარად მომზადებას იმისთვის, რომ გააძლიეროთ დადებითი და შეამციროთ უარყოფითი გავლენა. ამრიგად, “ვარსკვლავური” პროგნოზი 2021 დაგეხმარებათ, არამხოლოდ მომავალში ჩაიხედოთ, არამედ მასზე გავლენაც მოახდინოთ, თქვენთვის იღბლიანი კუთხით.
2021 წლის მფრინავი ვარსკვლავები: ცენტრალური ხუთეული
მეტალის ხარის წელში, ჩვენ მეექვსე მფრინავი თეთრი ვარსკვლავის გავლეის ქვეშ ვართ, რომელიც სახლში ცენტრალურ პოზიციას დაიკავებს. ესაა ამბიციური ადამიანების ვარსკვლავი, კარიერისტების, მენეჯერების, ხელმძღვანელების, მეომრებისა და ჩინოსნების მფარველი. ექვსიანი შეუპოვრობის, თავდადების, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობის სიმბოლოა – ყველა ეს თვისება მაქსიმალურად უნდა გამოავლინოთ წლის განმავლობაში. თუ სერიოზული კარიერული წინსვლა გინდათ, ფენ-შუი ამისთვის ბევრ შანსს გაძლევთ 2021 წლისთვის. ექვსიანის ენერგეტიკა მოგცემთ დაჟინებულობას, მიზანმისწრაფებასა და ძალას ყველაზე პატივმოყვარე ამბიციების განსახორციელებლად.
მფრინავი ვარსკვლავები: ფენ-შუი ნეგატივის გასანეიტრალებლად
2021 წლის მფრინავ ვარსკვლავთაგან ყველაზე უფრო პრობლემურია ყვითელი ხუთიანი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთითაა განლაგებული. საუკეთესო რჩევა მათთვის, ვისაც სხვადასხვა სფეროში პრობლემების თავიდან აცილება სურს: ნუ შეეხებით მძინარე ურჩხულს. ხუთიანმა თავისი უარყოფითი ენერგია რომ არ გამოავლინოს, დამდეგ წელს, სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არ გააკეთოთ რემონტი და არ შეცვალოთ ავეჯის წყობა, კედელში ჩაჭედებული ვარსკვლავი ან ხმამაღალი მუსიკაც კი გააღვიძებს ნეგატიური ენერგიის ნაკას. აგრეთვე, მინიმუმამდე დაიყვანეთ ბინის ან სახლის ამ ნაწილში ყოფნის დრო. ხუთიანის ნეგატივის მინიმუმამდე დასაყვანად, ამ ნაწილში დაკიდეთ ზარი (თუ ამ მხარეს კარია, ასეთი ქმედება აუცილებელია.
მომავალი წლის კიდევ ერთი უარყოფითი ვარსკვლავია წითელი შვიდიანი – დანაკარგის, ქურდობისა და სკანდალებსი ვარსკვლავი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით მოფრინდება. მისი გავლენის შემცირება შეიძლება წყლის სტიქიის დახმარებით. დადგით სახლის ამ ნაწილში წყლით სავსე ჭურჭელი (ოღონდ არა აკვარიუმი ან შადრევანი), გამოდგება რამე დიდი, ცისფერი ფერის ნივთი, ნახატი ან ფოტო ცისფერი ან შავი თევზებით.
შავი ორიანი ჩრდილოეთით მოფრინდება. რამდენადაც ამ ვარსკვლავს დაავადებების გამოწვევა შეუძლია, სახლის ამ ნაწილიდან გადაიტანეთ საწოლი. ზოგადად, დაჰყავით იქ ნაკლები დრო. ორიანის გავლენის შემცირება მეტალის ენერგიით შეიძლება. ფენ-შუის მიხედვით, ეს შეიძლება იყოს “ქარის სიმღერა”, სპილენძის გოგრა ჰულუ, 6 მონეტისგან შემდგარი ნაკრები ან, უკიდურეს შემთხვევაში, მეტალის ქანდაკება.
ნეფრიტის ვარსკვლავი ნომერი 3 სამხრეთ-დასავლეთში აღმოჩნდება. სამიანი ჩხუბისთავი ვარსკვლავია, რომელსაც კამათისა და კონფლიქტების გამოწვევა შეუძლია. მისი ნეგატიური ენერგია რომ არ გააღვიძოთ, გირჩევთ, არ განალაგოთ ამ ნაწილში აქტიური წყალი: შადრევანი, აკვარიუმი, ჰაერის დამატენიანებელი, ორთქლსახარშსაც კი შეუძლია ოჯახური კონფლიქტების გამოწვევა.
ფენ-შუი პოზიტივის გასაძლიერებლად
ცენტრალური ხუთეულის გარდა, ფენ-შუის პროგნოზის თანახმად, 2021 წელს აუცილებლად პოზიტიური იქნება ერთიანი, რვიანი და ცხრიანი. პირველი თეთრი მფრინავი ვარსკვლავი, რომელიც სიბრძნის, ცოდნისა და ინტელექტის სიმბოლოდ გვევლინება, 2021 წელს სამხრეთით მოფრინდება. ამიტომ, ამ ნაწილში მოაწყვეთ სამუშაო ან სასწავლო კუთხე.
აღმოსავლეთით აღმოჩნდება მწვანე ოთხიანი, რომელიც სწავლის ვარსკვლავად ითვლება. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ესაა თავქარიანი ვარსკვლავი, რომელიც ენერგიას ღრუბლებში მფრინავ და რომანტიკულ ნატურებს აძლევს. არ გაგიკვირდეთ, თუ, სწავლის ნაცვლად, ყოველგვარ სისულელეზე იფიქრებთ. ამავე მიზეზით, არ იქნება კარგი სექტორი, რომელსაც ოთხიანი დაიკავებს, მეუღლეების სარეცელისთვის: რომანტიკას, დიდი ალბათობით, ჩაახშობს. ამ ვარსკვლავის გავლენის შემცირებას შეძლებთ, თუ სახლის ამ ნაწილში სანთლებს ხშირად დაანთებთ.
დასავლეთით მოფრინდება თეთრი რვიანი – სტაბილური შემოსავლისა და, ზოგადად, სტაბილურობის ვარსკვლავი. ამიტომ, მეტი დრო გაატარეთ ამ სექტორში. ჩრდილო-აღმოსავლეთში კი იისფერი ცხრიანი აღმოჩნდება. მისი ენერგია ხელს უწყობს სწრაფ შემოსავალს, შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას, სითბოსა და მყუდროებას, აგრეთბვე, ურთიერთობაში რომანტიკას შეიტანს. მოკლედ, ბინის ეს ნაწილი გამოდგება სამუშაოდაც და სიყვარულისთვისაც. მისი გააქტიურება ნებისმიერი მოძრავი ნივთით შეიძლება, იქნება ეს ქანქარა, შადრევანი, ვენტილატორი, საათი თუ სხვ. ეს ყველაფერი გაამრავლებს დადებით ენერგიას. რაც შეეხება წლის მთავარ მფრინავ ვარსკვლავს, ექვსიანს, მისი გავლენის გაძლიერება შეიძლება ბინის ცენტრალურ ნაწილში მეტალის ქანდაკების ან ზარის მოთავსებით.
ასტროპროგნოზი: კარიერა და ფინანსები
ხარის უახლოეს “ნათესავებს” – ვერძებსა და კუროებს – ელით სწრაფი კარიერული აღმასვლა. ზოდიაქოს იმ ნიშნებისთვის, რომელთა ჰოროსკოპში ძლიერია იუპიტერი (მშვილდოსანი, ლომი, კურო, მერწყული და ტყუპები), ფენ-შუი ჰპირდება მატერიალური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებას. მათთვის ფული უფრო მარტივად გამოსამუშავებელი გახდება, ვიდრე სხვა ნიშნებისთვის.
თუ, მიუხედავად მცდელობებისა, ფულადი ნაკადი არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორც გნებავთ, 2021 წელს მაქსიმალურად გააძლიერეთ მეცხრე მფრინავი ვარსკვლავის მოქმედება. აგრეთვე, შეგიძლიათ წითელი ან ბორდოსფერი საფულის შეძენა – ეს ფერები აგებს პასუხს ფულად ენერგიაზე ხარის წელში. ხოლო, თუ ცისფერი ან მწვანე საფულე გაქვთ, ანუ წყლის ფერი, არ გაგიკვირდეთ, თუ ფული წყალივით გაედინება. შეცვალეთ იგი ახლავე!
ასტროპროგნოზი: სიყვარული და ოჯახი
მარტოხელა ნიშნები საბოლოოდ შეხვდებიან ცხოვრების სიყვარილს. განსაკუთრებით დიდი შანსი აქვთ კუროს, ტყუპებს, მერწყულსა და თევზებს. თუმცა, გაითვალისწინეთ: ხარის წელს დაწყებული რომანები არამხოლოდ სწრაფად იწყება, არამედ სწრაფადაც შეიძლება დამთავრდეს.
აგრეთ, 2021 წელი არაა კარგი წელი ქორწილის დასაგეგმავად. თუმცა, თუ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღეთ, ვარსკვლავები დადებითად განეწყობიან. დაქორწინებულებს ხარის წელი ოჯახის წევრის შემატებას ჰპირდება.