
პიროვნების ტესტი არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება პიროვნების შესაფასებლად. მიუხედავად იმისა, რომ შეფასება შეიძლება არ იყოს 100%-ით ზუსტი, ვიზუალური ტესტების შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას საკუთარი თავის ან სხვების უკეთ გასაგებად.
დღევანდელი პიროვნების ტესტი საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ თქვენი რეალური ფსიქიკური მდგომარეობა.
ფსიქიკური მდგომარეობა არის ემოცია ან მდგომარეობა, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნების პროცესებზე დროის მოცემულ მომენტში. ფსიქიკური მდგომარეობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ადამიანის ათეულობით ემოციასთან და გრძნობასთან. ფსიქიკური მდგომარეობა შეიძლება იყოს ცნობიერი, როგორც მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებით ახლა, როდესაც ამ სიტყვებს კითხულობთ, ან არაცნობიერი მდგომარეობა, მაგალითად, როდესაც სიარულის დროს, ტელეფონით ვინმესთან საუბრისას, თქვენი ფეხები გზაზე გარს უვლის ქვებს სიჩქარის შეუნელებლად და გაჩერების გარეშე.
თუ გსურთ დაადგინოთ თქვენი რეალური ფსიქიკური მდგომარეობა, გირჩევთ გაიაროთ Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებული მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი.
ყურადღებით დააკვირდეთ ქვემოთ მოცემულ სურათს, რა დაინახეთ პირველი?
1. პეიზაჟი
თუ პირველი პეიზაჟი დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე საკმაოდ სტაბილურია. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვები გამუდმებით იპყრობს თქვენს გონებას, თქვენ მაინც იცით საკუთარი თავის და თქვენი ცხოვრების ფასი, არ გიყვართ, როდესაც რაღაცით ან ვიღაცით გაშინებენ.
გაბედული ადამიანი ხართ, ნებისმიერ სიტუაციას ისე უმკლავდებით, რომ არ აძლევთ საშუალებას თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე იმოქმედოს.
2. მამაკაცის სახე
თუ პირველად მამაკაცის სახე დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან შემაშფოთებელია. თქვენ მუდმივად გრძნობთ შფოთვას და შიშს. ეს ემოციები თქვენზე და თქვენს ცხოვრებაზე მოქმედებს. შესაძლოა, ეს იმასთან იყოს დაკავშირებული, რომ ახლა თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები ხდება და თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რა გააკეთოთ და როგორ მოიქცეთ.
პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ და თავად უნდა გადაწყვიტოთ რაიმე ქმედების განხორციელება.
3. ქალი
გასაკვირია, რომ ამ სურათზე ბევრი ხედავს ორსულ ქალს.
თუ თქვენ ორსული ქალი დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ახლა ცხოვრებაში რთულ პერიოდს გადიხართ, რამაც გავლენა მოახდინა თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ამიტომაც თავს ცუდად გრძნობთ. თქვენ ღელავთ, დაბნეული და შეშფოთებული ხართ. თითქოს, თქვენს ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები არ ხდება, მაგრამ ეს უსიამოვნო შეგრძნებები მაინც თან დაგდევთ.
თქვენ უნდა შეისვენოთ, აიღოთ პაუზა და ცოტა დაისვენოთ. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, დაკავდით თქვენი საყვარელი გატაცებით, გაატარეთ დრო ოჯახთან ერთად, ყურადღება საკუთარ ცხოვრებაზე გადაიტანეთ, რათა სიმშვიდე დაგიბრუნდეთ.
იქამდე, სანამ სიმშვიდე არ დაგიბრუნდებათ, თქვენ ვერ შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და სხვადასხვა ცხოვრებისეულ გარემოებებზე სწრაფ რეაგირებას. დროდადრო შესვენება ყველას სჭირდება.