ყოველ თვე ჩემი ქმარი მეზიზღება

0
49

ერთ დღეს სახლში დავბრუნდი და დავინახე, რომ ჩემი ქმარი თავის ნივთებს ჩანთაში ალაგებდა.

  • – სად მიდიხარ?
  • – მორჩა, თავი მომაბეზრე. მივდივარ, – სრულიად სერიოზულად შემომხედა პაატამ.
  • – რატომ? ვკითხე გაოგნებულმა. ჩვენ კარგად ვცხოვრობდით და თითქმის არ ვჩხუბობდით, ამიტომ ასეთი განცხადება ჩემთვის მოულოდნელი იყო.
  • – ვერ ხვდები?
  • – ვერა. გუშინდელი ჩხუბის გამო? პაატა, მაპატიე. არ ვიცი, რა დამემართა.
  • – კი, ელენე, ასეთები დროდადრო გემართება ხოლმე. თითქოს თვეში ერთხელ სხეულში ვიღაც უცხო გისახლდება. მე დავიღალე.

და მე შემეშინდა. მართლა შემეშინდა. პაატა თითქმის სრულყოფილი ქმარი იყო.

  • – პაატა, რას მეუბნები? უშენოდ როგორ გავძლებ? – თვალებიდან ცრემლები თავისით გადმომცვივდა.ამ დროს კი უკვე პაატას შეეშინდა.
  • – ელენე, რა დაგემართა? ვიხუმრე. უბრალოდ სასწრაფო მივლინებაში მივდივარ.შემდეგ კი გაღიმებულმა დაამატა:
  • – მაგრამ, თუ ურჩხულად გადაიქცევი ხოლმე, წავალ.ჩემი საყვარელი ქმარი გავაცილე და დავფიქრდი.
  • – რატომ უყვირე მას გუშინ? – გავიფიქრე მე. თვეში ერთხელ ასეთი რაღაცეები მემართებოდა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი.

თვეში ერთხელ, პმს-ს დროს, ყველა მეზიზღება და მზად ვარ ყველა მოვკლა, მათ შორის ჩემი ქმარიც. თუმცა სხვა დროს მიყვარს. გაღიზიანება თანდათან მატულობს და მე მაღიზიანებს ყველაფერი, როგორ ჭამს, როგორ ხვრინავს, როგორ მიყურებს, როგორ მოძრაობს. მერე ყველაფერი უარესდება და ყოველი წვრილმანის გამო ვჩხუბობ – წინდის გამო, რომელიც სარეცხის კალათაში არ ჩააგდო, ცუდად გარეცხილი ჭიქის გამო. თუმცა, დანარჩენ დღეებში ამ ხარვეზებს მარტივად ვასწორებ.

ჩემს განწყობას აუარესებს უძილობა და ტკივილი. თავი მტკივა, ზურგი, მუცელი და სხეულის დანარჩენი ნაწილებიც. ამიტომ, საბრალო ლაშას ვეჩხუბები. სამსახურშიც მეუბნებიან, რომ ხანდახან ბოროტ ჯადოქრად გადავიქცევი ხოლმე.

გასულ თვეში პაატამ მითხრა:

  • – ოჰ, ელენე. ასეთ დღეებში უმჯობესია სახლიდან გაიქცე. პათოლოგიურად საშიში ხარ.ამიტომ, როდესაც ჩანთას ალაგებდა, ძალიან შემეშინდა. დილით სამსახურში წავედი და კოლეგას ვკითხე, ვისთანაც ყველაზე ახლოს ვარ:
  • – ნინი, შენ ყოველთვის მშვიდი ხარ. არავითარი პმს-ი არ გაქვს. როგორ ახერხებ? მე ვალერიანიც კი დავლიე, მაგრამ მაინც ყველაფერი მაღიზიანებს. ვშიშობ, რომ ჩემი ქმარი მიმატოვებს, უფრო მშვიდ ქალს იპოვის.

ნინიმ გაიცინა.

  • – ეს პრობლემა ჩემთვის ნაცნობია. მეც ასე მემართებოდა, მაგრამ შემთხვევით ერთ ვებინარს წავაწყდი. ჩემი გაოცება გამოიწვია იმან, რომ სწორი კვებით შესაძლებელია პმს-ის სიმპტომების შემცირება. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ჰორმონ პროგესტერონის ბრალია.

ის ბედნიერების ჰორმონს სეროტონინს გვპარავს. ორგანიზმს ეს ნამდვილად არ მოსწონს, ამიტომ დანაკარგის ანაზღაურებას უსარგებლო საკვების დახმარებით ცდილობს. შენ ხომ ამ დღეებში ჩვეულებრივზე მეტს ჭამ?

  • – ზუსტად. ისეთი ცუდად ვარ, რომ სულ რაიმე გემრიელის ჭამა მინდა. ტკბილეული ნამდვილად არ მიყვარს, მაგრამ ბუტერბროდებს შებოლილი ძეხვითა და მწნილი კიტრით – სიამოვნებით მივირთმევ. ყავასაც ძალიან ბევრს ვსვამ, რადგან უძილო ვარ, მაგრამ უნდა ვიმუშაო.
  • – მარილიანი და ცხიმიანი საკვები მხოლოდ აუარესებს შენს მდგომარეობას, სითხეს ორგანიზმში აკავებს. აქედან გამომდინარე, თვალების ქვეშ ტომსიკები გიჩნდება. ყავა კი აღაგზნებს ნერვულ სისტემას, რომელიც ისედაც უკმაყოფილოა სეროტონინის დაკარგვის გამო.
  • – ეს ჩაკეტილ წრეს გავს. ცოტათი ბედნიერი რომ გახდე, რაღაც გემრიელი უნდა მიირთვა. გემრიელი საკვები კი იწვევს სისუსტეს და ისევ ნერვულ აშლილობას.
  • – ელენე, შენ საერთოდ ვერაფერი გაიგე. მავნე საკვები რატომ უნდა მიირთვა? ჯანსაღ კვებაზე გადადი.
  • – ხო? მაგალითად?
  • – ნიგოზი გიყვარს?
  • – დიახ.
  • – ძეხვის ნაცვლად შეგიძლია ერთი მუჭა ნიგოზი მიირთვა. ქათმის ფილე ან ორაგული ორთქლზე მოხარშული ბოსტნეულით – გემრიელი არ არის? ეს არის ცილები და ომეგა, რომლებიც ორგანიზმისთვის მშვიდ პერიოდებშიც კი აუცილებელია. ზაფხულის ბოლოს საზამთრო მიირთვი. გემრიელია და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს.
  • – იმის თქმა გინდა, რომ შენს სულიერ სიმშვიდეს თევზი და ქათამი უზრუნველყოფს?
  • – არა მარტო. საჭმელს ჩიას თესლს ვამატებ, ყავა მწვანე ჩაით ჩავანაცვლე. საუზმეზე ცილოვან კოქტეილს ვიმზადებ. ნოყიერია, გემრიელი, ჯანსაღი და სწრაფი.
  • – და კიდევ, მეტი იარე. მოძრაობა შესანიშნავი საშუალებაა სეროტონინის შესავსებად და დრო არ იქნება ყველანაირი ნაგვის ღეჭვისთვის.
  • – არ ვიცი, – ეჭვით ვუპასუხე მე.
  • – სცადე, რას რისკავ?

გადავწყვიტე, რომ მეცადა. ოჯახური ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანია. მაშინვე არა, მაგრამ თანდათან ჩემი ნერვული სისტემა ნორმას დაუბრუნდა. მე ვიღიმი. არავითარი პროგესტერონი აღარ შეუშლის ხელს ჩემს ბედნიერებას.