რა მოუვა სახეს, თუკი ყოველდღიურად იმედიტირებთ.

0
26

ექსპერტთა აზრით, მედიტირების ჩვევა შეიძლება აისახოს არა მხოლოდ შინაგან მდგომარეობაზე, არამედ გარეგნულ იერსახეზეც. ამ ეფექტური პრაქტიკის მრავალი მიმდევარი ამჩნევს დადებით ცვლილებებს უმოკლეს დროში.

ექიმები, ფსიქოლოგები, ქოუჩები, ბლოგერები და მსახიობები ამტკიცებენ, რომ რეგულარული მედიტაცია არსებით გავლენას ახდენს როგორც ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაში, ისე ჩვენს გარეგნობაზეც. ცნობილია, რომ ყოველდღიური პრაქტიკა გვეხმარება სტრესის, უძილობისა და დაღლილობის დაძლევაში.

დღეში ორჯერ 15-წუთიანი მედიტაციით დაკავება ჩაანაცვლებს ყველაზე ეფექტურ გამაახალგაზრდავებელ ნიღაბსაც კი.

ხშირად ისე ხდება, რომ დილაობით საკუთარ თავს სარკეში ჩახედვისას ვერ ვცნობთ ხოლმე, რაც, ცხადია, აისახება თვითგანწყობაზე. იცოდეთ, რომ დილის რეგულარული მედიტაციები ამცირებს შფოთვიანობას, გვამშვიდებს და დადებითად გვმუხტავს.

მედიტაცია თავიდან აგარიდებთ ნაადრევი ნაოჭების გაჩენას. მავნე ჩვევათა მიმდევრები ზოგჯერ ვერც კი აცნობიერებენ, რომ საკუთარ თავს აახლოვებენ სახის კანის დაბარებასთან. სამედიტაციო ტექნიკების სწორად და რეგულარულად შესრულება გაგათავისუფლებთ მრავალი დამღუპველი დამოკიდებულებისგან, მაგალითად, მისი საშუალებით მოწევასაც კი დაანებებთ თავს.

გონებისა და სხეულის გამაჯანსაღებელი თერაპიით დაკავების შემდეგ უკვე რამდენიმე თვეში შეამჩნევთ საკუთრ თავში სასიამოვნო ცვლილებებს: გაგიუმჯობესდებათ ძილის პროცესი, გაგიქრებათ აკნე და შავი წრეები თვალების ირგვლივ. ამასთან, თანდათან დაძლევთ არაჯანსაღ საკვებ ჩვევებსაც. შედეგად, ტონუსში ჩადგებით, მავნე საკვების მიღების სურვილი აღარ გაგიჩნდებათ, პირიქით, ფიზიკურ აქტივობათა შესრულებისაკენ გახდებით მიდრეკილი.