ნუ იპატარავებთ თვალებს. 5 შეცდომა ლაინერით ისრის ხატვის დროს

0
804

ისარი თვალის მაკიაჟის ნამდვილი კლასიკაა, იგი ბევრ გოგონას უყვარს. თუმცა, ყველას არ შეუძლია მისი სწორად დახატვა. დღეს ჩვენ გაგაცნობთ მთავარ შეცდომებს, რომლებსაც ისრის ხატვის დროს უშვებთ, და გასწავლით სწორ ვარიანტებს.

ლაინერის ისარს შეუძლია, თვალები მკაფიო და მეტყველი იერი მიანიჭოს, ან, პირიქით, “მოკლას” სხვა მხრივ შეუდარებელი მაკიაჟი. ვიზაჟისტი და ბიუთი-ბლოგერი ივი ბოიდი მიგვითითებს შეცდომებსა და იმ ტექნიკებზე, რომლებიც დაგეხმარებათ იდეალური მეიქაფის მიღებაში.

1. ისარსა და წამწამებს შორის სიცარიელე

Photo credit: Shutterstock

“მსგავს შეცდომას ისრების ყოველი მესამე მოყვარული უშვებს! მესმის, რომ რთულია იდეალური ხაზის დახატვა წამწამებთან. ხრიკი: თავისუფალი ხელის დიდი თითით დაჭიმეთ ზედა ქუთუთო ზემოთკენ და შეიღებეთ წამწამების ფესვები ქვემოდან. ეს მარტივი და ეფექტური ხერხია.”

2. ლაინერი მხოლოდ ქვედა ქუთუთოზე

Photo credit: Shutterstock

“თვალებს ოპტიკურად აპატარავებს, სამწუხაროდ. ამის თავიდან ასაცილებლად, გაატარეთ ფანქარი არა მთლიანად ქვედა ქუთუთოზე, არამედ მხოლოდ მის გარე ნაწილზე, და აუცილებლად დაამატეთ ისარი ზედა ქუთუთოზეც. შემდეგ დახუჭეთ თვალები და გადაინაწილეთ პიგმენტი მთელ კუთხეზე: ეს მაკიაჟს ნაკლებად შესამჩნევს ხდის, თუმცა, ადიდებს თვალებს.

3. თხევადი ლაინერი ქვედა ქუთუთოზე

Photo credit: Shutterstock

“ზედა ქუთუთოზე თხევადი ლაინერის გამოყენება იდეალური გადაწყვეტილებაა. თუმცა, ქვედაზე იგი ძალიან მძიმე და უხეში ჩანს. თუ ქვედა ქუთუთოს გამოკვეთა გსურთ, შეიღებეთ იგი ფანქრის თხელი ზომით, წამწამებსა და თვალს შორის.”

4. ლაინერი მარკერივით

Photo credit: Shutterstock

“თვალების მარკერივით შეღებვით, თქვენ მხოლოდ დაღლილ იერსა და ჩამოწელილი ქუთუთოს შეგრძნებას იღებთ. ჩემს ტრენინგებზე გოგონები ამბობენ: “ასე არავინ აკეთებს!”. თუმცა, რატომღაც, ქუჩაში მუდმივად ვხვდები ასეთ შეცდომებს. ბევრს შეცდომით მიაჩნია, რომ ქვედა ქუთუთოს ფანქრით გამოკვეთა თვალებს ადიდებს. არაფერიც! ასეთი ეფექტის მისაღებად, მოიშორეთ ეს უცნაური ქვედა ისარი, ზედა ოდნავ გადატუშეთ ფუნჯით, ქვედას კი გაუსვით თქვენს კანზე 1 ტონით მუქი ჩრდილი. უმჯობესია, ეს ფუნჯით გააკეთოთ – ასე ჩრდილი უფრო სწორად ნაწილდება.”

5. გოთიკურობა

Photo credit: Shutterstock

“როცა “დრამატული” მაკიაჟისთვის შავ ფანქარს მთელ ქუთუთოზე ისვამთ, ჰელოუინიდან გამოქცეულ კუდიანს ემსგავსებით! ახლავე გამოასწორეთ: ღრუბლით ან თითით გადაიტანეთ ფანქარი მთელ მოძრავ ქუთუთოზე, ზემოდან კი ისევ თითით წაისვით ცოტაოდენი მბრწყინავი ჩრდილი. ისევ გადაანაწილეთ და შეხედეთ: ახლა თქვენი მაკიაჟი ნამდვილად იდეალურია!”

თქვენ როგორ იხატავთ ისრებს? გაგვიზიარეთ ხრიკები და გამოცდილება!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ