მოდელთა მიერ შემოთავაზებული ბიუთი-რეცეპტები, რომლებიც მინიმალურ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს.

0
25

მოდელების ცხოვრება როდია ია-ვარდით მოფენილი, როგორც ეს ბევრს ჰგონია: მუდმივი გადაფრენები, უძილო ღამეები, დილით ადრე ადგომა, ზღვა სამუშაო და მინიმალური დრო საკუთარი თავის მოსავლლად. ამის მიუხედავად, მათ უნაკლო კანი გამოარჩევთ! გგონიათ, ეს ძვირადღირებული კრემებისა და პროცედურების დამსახურებაა? სულაც არა! მრავალ მოდელს აქვს პირადი handmade-საშუალებები, რომლებზეც ისინი ყოველთვის ამყარებენ იმედებს.

კანის ტონუსში მოსაყვანად და მქრქალი ფერის გასაქრობად, ქეით მოსი დილაობით სახეს ყინულის კუბიკებიან და კიტრიან წყალში ყოფს. ამ პროცედურის შემდეგ კანი მყისიერად იჭიმება.

ჰილარი როდა თავს კულისებს მიღმაც უვლის – ის სახის მასაჟს იეკთებს ხოლმე.

ლილი ოლდრიჯი სახის სკრაბს პირდაპირ სამზარეულოში იმზადებს: “ქოქოსის ზეთს და შაქარს ერთმანეთს ვურევ სქელი მასის წარმოქმნამდე. საბოლოო ჯამში, მიიღება არომატული სკრაბი”.

ლინდსეი ელინგსონი ამბობს, რომ მისი მბზინვარე კანის საიდუმლო იოგაში მდგომარეობს. გადაბრუნებული ასანები, რომელთა განმავლობაშიც ფეზები ზემოთაა აწეული, წონა კი ხელებზე მოდის – ამ პოზაში იზრდება სახისკენ სისხლის მოდინება.

ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ ლინდსი ვიქსონი პირდაპირი გაგებით ახდენს თავისი კანის გაცოცხლებას, ის ნახევარ საათს თბილ აბაზანაში ატარებს ხოლმე. ეს პროცედურა მას დღის განმავობაში დაგროვილი ტოქსინების მოშორებაში ეხმარება.

მოლი სიმსმა უწყის, რომ ლამაზი კანის გარანტი – სწორი კვებაა. ის ანტიოქსიდანტებით მდიდარ პროდუქტებს (გოჯის ნაყოფები და სელის ზეთი) მიირთმევს.

პეტრა ნემკოვა სახლის პირობებში მომზადებული ნიღბების მოყვარულია, დილაობით ის სახეზე თაფლს ისვამს ხოლმე.