მშვილდოსნებს გაეზრდებათ შემოსავალი, თევზების ნიშნის წარმომადგენელს კი საბედისწერო გაცნობა ელოდება: კვირის ჰოროსკოპი 26 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.

0
51

საჩუქრები შეფუთულია, წინასაახალწლო კერძებისათვის საჭირო პროდუქტები კი მომარაგებული – ეს წლის უკანასკნელი კვირის დასაწყისზე მიუთითებს. 2022 წელი რთული გამოდგა, მხოლოდ რამდენიმე დღის გადატანაღა დაგვრა, რის მერეც ის სამუდამოდ დარჩება ისტორიის ფურცლებზე. მოცემულ სტატიაში გაგაცნობთ მიმდინარე კვირის ჰოროსკოპს.

ვერძი.ესაა დრო ახალი წამოწყებებისათვის, იუპიტერთან შეერთებულს მოგეჩვენებათ, თითქოს ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ. მოახერხებთ მთელი თქვენი პოტენციალის რეალიზებას.

კური.მძლავრმა პლანეტარულმა გავლენამ შეიძლება გაგიჩინოთ ცნობისმოყვარების განცდა და ახალი შთაბეჭდილებების მიღების წყურვილი. თუკი სიახლის ძებნისას თავს დაღვრემილად გრძნობდით, მაშინ უახლოესი დღეები ახალი აღმოჩენების განხორციელებას შთაგაგონებთ.

ტყუპები. საკვანძო საკითხი, რომელიც ბიზნესსა და ფინანსებს ეხება, შეიძლება სასწრაფო გადაჭრას საჭიროებდეს. თუკი საქმეს პასუხისმგებლიანად მიუდგებით, მაშინ თავს ადრინდელთან შედარებით გაცილებით პროდუქტიულად იგრძნობთ.

კირჩხიბი. პლანეტათა განლაგებამ შეიძლება კვირის დასაწყისიდანვე თქვეს ცხოვრებაში ალიაქოთი და აურზაური შემოიტანოს, ასევე ურთიერთობების კუთხით კრიტიკულ ნიშნულსაც მიაღწიოს.

ლომი. წამატებული პლანეტარული გავლენა შეიძლება თქვენთვის იქცეს მოწოდებად, გამოიყენოთ შესაძლებლობები, რომელთაც დიდხანს უფრთხილდებოდით.

ქალწული. უახლოესი დღეები საინტერესო მოვლენების მომასწავებელია. ელოდებით შესაფერის მომენტს რაიმე ახლის წამოსაწყებად, იქნება ეს სასიყვარული ურთიერთობა თუ შემოქმედებითი პროექტი? მაშინ არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა.

სასწორი. ამ კვირაში მოცემული ნიშნის წარმოადგენლისათვის შეიძლება დიდი მნიშვნელობა შეიძინოს ყველაფერმა, რაც ოჯახთან და მშობლიურ კერასთანაა დაკავშირებული.

მორიელი. შესაძლოა, სასიამოვნო სიახლეებმა გაგახაროთ, ისინი გაგიქრობენ მღელვარებას. ამასთან, არაა გამორიცხული, დაუმეგობრდეთ ადამიანს, რომლის რჩევები და გამცდილება წინსვლაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი. ძლიერი მთარის ფაზის წყალობით, თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეიცვლება.

თხის რქა. იუპიტერის მდგომარეობა გამოგაცოცხლებთ, მზად იქნებით ცხოვრების გადასაფურცლად და სიახლეების მისაღებად.

მერწყული. გაცნობირებულობამ შეიძლება გაარღვიოს ილუზიათა ბუშტი და გააღვიძოს თქვენში მიზანსწრაფულობა.

თევზები. სასიამოვნო მოვლენები მოხდება, თუკი შეუერთდებით ჯგუფს, რომელიც თქვენს იდეებსა და ინტერესებს იზიარებს.