თამარა გლობამ მოყვა, თუ რას უნდა ველოდოთ 2023 წლისგან.

0
48

ცნობილმა ასტროლოგმა გააჟღერა პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისათვის. თამარა გლობას თქმით, 2023 წელი “ცარიელი” იქნება. წარსული სამყაროს დასასრულის მომსწრენი გავხდით, თუმცა ახალი ჯერ არ დამდგარა. თუკი წლის შინაგან მოვლენებზე ვისაუბრებთ, მაშინ ერთმანეთს შეხვდება ნამყოსა და მომავლის დინებები, ეს მორევი კი მრავალ ადამიანს “წალეკავს”. დაძაბულობის გრადუსი მხოლოდ ზაფხულის დასასწყისისათვის დაეცემა, თუმცა გამოხატული იქნება სამხედრო, ბიოლოგიური და ბირთვული თავდასხმების მუქარები, სხვადასხვა სახის პროვოკაცია.

ვერძი. დამდეგი წელიწადი ორსახოვანია, ესაა წარმატებისა და საკუთარი ლიდერული უნარ-ჩვევების გამოვლენის დრო. მაღალია შემოსავლის მიღების შანსიც. აპრილის მესამე დეკადიდან მოყოლებული ფულს ნუ დააბანდებთ ყველა პროექტში, ასევე ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასაც.

კურო. მოახლოებული წელიწადი საკმაოდ საინტერესოა და აღმოჩენათა პერსპექტივების მომცემია. კუროები მიიღებენ მხარდაჭერას ავტორიტეტული პერსონებისაგან. შემოდგომის პერიოდი ხელსაყრელია ოჯახური საქმეების განსახორციელებლად.

ტყუპები. ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის 2023 წელი გარდატეხებთან იქნება ასოცირებული. მათ მოუწევთ შეცვლილ ვითარებებზე სწრაფად რეაგირება. მარტისი ბოლოდან თავს იჩენს კარიერის შემზღუდავი მოვლენები.

კირჩხიბი. კირჩხიბთათვის 2023 წელი შარშანდელი მოვლენების გაგრძელების პერიოდი გახდება. გამოხატული იქნება ტანჯვა და მატერიალური დანაკარგები. ამ ნიშნის წარმომადგენელი თავის თავზე აიღებს ბევრ ვალდებულებას, რომელთა შესასრულებლად ძალა არ ეყოფა. კირჩხიბებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ საყვარელი ადამიანების რჩევები.

ლომი. ლომებისათვის ცვლილებეის წელი ახლოვდება. ერთი მხრივ, მათ ელოდება წარმატება სახლიდა მოშორებით, ასევე ახალი სამსახურის დაწყება, სიყვარულის პოვნა. ამასთანავე, ლომსა და მის პარტნიორ შორის გარკვეული სახის პრობლემები იჩენს თავს, თუმცა ამან არ უნდა განაპირობოს ურთიერთობის გაწყვეტა.

ქალწული. ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის 2023 წელი მოულოდნელობებით იქნება აღსავსე. ქალწულისათვის ოჯახი მფარველ ანგელოზად იქცევა. დაეხმარეთ საყვარელ ადაიანებს და სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ.

სასწორი. დამდეგი წელი ოჯახისადმი ყურადღების გამოჩენას მოითხოვს. სამწუხაროდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უსიამვონებები შეგაწუხებთ, რომელთაც დროულად უნდა მიხედოთ.

მორიელი. შეიძლება დაფეხმძიმდეთ და/ან ბავშვი შეგეძინოთ. ზამთარი და გაზაფხულის პერიოდები გაგახარებთ, აპრილიდან კი სამსახურში კარდინალური ცვლილებები გაგაოცებთ.

მშვილდოსანი. 2023 წელი სიხარულის მომტანი იქნება სიყვარულისა და შემოქმედების კუთხით. წლის პირველ ნახევარში თავდასხმების მოგერიება მოგიწევთ. მშვილდოსანზე პარტნიორი ზეწოლის განხორციელებას ეცდება, ის კი ხსნას თავის საყვარელ საქმეში მონახავს.

თხის რქა. 2023 წელი – მოვლენათა ბუმია, მისი დასაწყისი გარდამტეხი მომენტებით იქნება მოცული. შესაძლოა, ოჯახის წევრი დაკარგოთ, სამსახურში კონკურენტებმა პრეტენზიები წამოგიყენონ. ამის მიუხედავად, გამძლეობა და სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ.

მერწყული. წლის პირველ ნახევარში ფინანსური მოგების მიღების შანსი მოგეცემათ, მსხვილი შენაძენების გაკეთებასა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას მოახერხებთ.

თევზები. წლის პირველ ნახვარში მხარდაჭერა და ყურადღება არ მოგაკლდებათ, ცუდი ამბავი არ შეგემთხვევათ, თუკი სიფრთხილესა და წინდახედულებას გამოიჩენთ.