
უკმაყოფილება ყველაფრით, რაც თქვენ გარშემოა, ჩვეულებრივ, სურდოს ჰგავს: წელიწადში რამდენჯერმე ხდება და მკურნალობის გარეშე, თავისით გადადის. თუმცა, თუ გაციებისადმი მიდრეკილება იმუნიტეტის დაქვეითებაზე მეტყველებს, უბედურების გამოტირება სტრესებით დათრგუნვის ნიშანია. თუ თქვენში ეს საგანგაშო სიმპტომი აღმოაჩინეთ, დაკავდით პროფილაქტიკით, რათა შემცირდეს ის პერიოდები, როცა ასე ძალიან გვინდა ხოლმე მემუარების წერა შესავლით: “არაფერია სამყაროში იმაზე უფრო სამწუხარო…”
როგორ შევწყვიტოთ საკუთარი თავის შეცოდება
1. საცოდავი ცხოვრება
ნუთუ შეგიძლიათ ვინმესთან იმის აღიარება, რომ, მიუხედავად 150 “ლაიქისა” ყოველ სელფიზე, დღეს თავს უშნოდ მიიჩნევთ? გარშემომყოფები მაშინვე გეტყვიან, რომ სისულელეს ამბობთ და გაძლევენ რჩევებს “განკურნებისთვის”. სამაგიეროდ, კენტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, იოაკიმ სტობერი ამბობს, რომ საკუთარი თავის შეცოდება ცუდი სულაც არაა. უბრალოდ, გულწრფელად თანაუგრძნობთ საკუთარ უბედურებებს. თუ ძალიან გინდათ, მოიწყინოთ, ჩაეხუტოთ საკუთარ თავს და ასე გაერწოთ, სიყვარულის სხივები, რომლებიც ამ მომენტში ვინმე სხვას უნდა შეხვედროდა, სწრაფად გადმოინაცვლებს თქვენზე.
სავარაუდოდ, როცა ადამაინი საკუთარ თავს უთანაგრძნობს, მის ტვინში ისეთივე ნეიორიქიმიური პროცესი მიმდინარეობს, როგორიც ემპათიის გამოვლინებისას ხდება: ოქსიტოცინის დონე იზრდება. ეს ნეიროტრანსმიტერი კი, გარდა ამისა, ცნობილია თავისი დამამშვიდებელი მოქმედებით. მთავარია, არ შეჰყვეთ იმაზე ფიქრს, რომ სხვა ადამიანების პრობლემების გადაჭრა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე თქვენი. ასეთი დასკვნა ქმნის რჩეულობის ილუციას: მაშინვე გიმაღლდებათ თვითშეფასება, ამავდროულად კი რთული ბედისწერის მქონე ქალად იქცევით.
2. როგორ ავიცილოთ ეს თავიდან?
როგორ შევწყვიტოთ საკუთარი თავის შეცოდება და ტირილი? ფსიქოლოგი გვთავაზობს საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის ზრუნვად ქცევას. მოიფიქრეთ მცირე კომპენსაცია ყოველი წარუმატებლობისთვის: თუ გოაზე საგზური ჩაგივარდათ, ჩაეწერეთ აიუვერდულ მასაჟზე, იარეთ ინდური ცეკვის გაკვეთილებზე, დაიხატეთ ინა – აზიური კულტურით ტკბობის პროგრამა-მინიმუმი შესრულებული იქნება. ეს ეხება სხვა წვრილმან წარუმატებლობებსაც.
3. უბადლო ლედი
სამწუხაროდ, სხვისი ცხოვრების შესახებ კარგი ამბები უარესად გვთრგუნავს. თუ დილის ყავებსა და კატის მოფერებას შორის ვარკვევ, რომ ჩემი ყოფილის შეყვარებულმა გრანტი მოიგო, თანაკურსელი კი ასწრებს ბიზნესის მართვას, ხუთი ბავშვის აღზრდასა და ქმრის პერანგზე ღილების დაკერებას, ჩემს ყოფაცხოვრებას მაშინვე შავი ღრუბელი ეფარება. თუმცა, შურის არა, სხვებთან შედარების გამო.
დიახ, ხანდახან, ჩვენი არსებობა რბოლას ჰგავს. სკოლის პირველი ზარი პისტოლეტიდან სასიგნალო გასროლას ჰგავს: პენსიამდე გვიხდება, შეუპოვრად ვამუშავოთ სხეულის ყველა ნაწილი, რბოლის ბოლო ადგილას რომ არ აღმოვჩნდეთ. თავიდან, მშობლები ტრენერების როლში გამოდიან, გვამხნევებენ შეძახილებით: “შეხედე ნათიას, ის ფრიადოსანია და დედას ეხმარება”. შემდეგ ერთვებიან მაყურებლები, მეგობრები და ნაცნობები: “ილონა გათხოვდა. შენ როდის აპირებ?” საბოლოოდ, სხვისი მიღწევები იქცევა შკალად, რომელიც თქვენს წარმატებებსა და წარუმატებლობებს ზომავს. ძალიან ხშირად, ჩვენი სიახლის ლენტზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებთანაც საკუთარ გონებაში ვაგებთ სილამაზის, გონებისა და პირადი ბედნიერების მხრივ. კოლეგის შეყვარებულმა მას გაცნობიდან 1 თვეში სთხოვა ხელი, თქვენი კი აგერ უკვე მეხუთე წელია, არაფერს ცვლის ურტიერთობაში; ადელმა მორიგი გრემი მოიპოვა, თქვენ კი, წლის შედეგების მიხედვით, პრემიაც კი არ მოგცეს. როგორ არ ვიეჭვოთ, რომ ცუდი ბედისწერა გვაქვს?
4. სამოცდამეათე ხარისხის ლუზერი
ჩათვალეთ, რომ სიგნალიზაცია ამუშავდა: დაიღალეთ ბრბოს დევნით. როგორ მოვიქცეთ, როგორ შევწყვიტოთ საკუთარი თავის სიბრალული და დავიწყოთ ცხოვრება ახლიდან? პირველ რიგში, შეამცირეთ სოც.ქსელებში ყოფნის დრო. ჟასმინ ფორდულის ხელმძღვანელობით, ფსიქლოგთა ჯგუფმა გაარკვია, რომ ქალები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ Facebook-ზე, უფრო უკმაყოფილო არიან საკუთარი თავით, ვიდრე ისინი, ვინც სიახლეებს მეგობრებისგან იგებს. მეორეც, გაერკვიეთ დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებებში. თუ თეილორ სვიფთის გვერდის დათვალიერებისას ხვდებით მდგომარეობაში “არავის ვუყვარვარ”, დიდი ალბათობით, საქმე იმაში კი არაა, რომ სცენაზე უნდა აიწყვიტოთ, არამედ იმაში, რომ დიდი ხანია, არ გაპრანჭულხართ ფოტოკამერის წინ, ახალი კაბით, კარგი ვარცხნილობითა და თაყვანისმცემლისგან მორთმეული თაიგულით. მესამეც, შეადარეთ თავი მხოლოდ საკუთარ თავს წარსულიდან, რათა მიხვდეთ, რით გახდით უკეთესი დღემდე.
5. დამსახურებულის მიღება
როგორც ცოტა ხნის წინ შევნიშნე (მკვლევარები ქეთი ჩარმაზი და კლაუს გრუნერტი ამტკიცებენ ჩემი დაკვირვების სიზუსტეს), საკუთარი თავის შემბრალებელი ადამიანის მონოლოგი, ჩვეულებრივ, უხვადაა შეზავებული კოსმიური სამართლიანობის შესახებ კითხვებით: “რატომ მე ან რატომ მე არა?” არაფერია გასაოცარი: იმისკენ მისწრაფება, რომ სასჯელი ან ჯილდო დამსახურების თანაფარდი იქნება, ჩვენში ბავშვობიდან დევს. როგორც იელსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი პოლ ბლუმი ამბობს, იმ შოუს ნახვის შემდეგ, რომელშიც ერთი მარიონეტი მეორეს ბურთს ართმევს, 1 წლის ბავშვს შესთავაზეს თოჯინების გამასპიძლება. მან არამხოლოდ არ მისცა საკვები ურჩ თოჯინას, არამედ მას კეფაშიც შემოარტყა.
ბიოლოგები ფრანს დე ვაალი და სარა ბროსნანი კი მსგავს ქცევებს პრიმატებში აკვირდებოდნენ. ისინი ორ მაიმუნს სხვადასხვა ჯილდოს აძლევდნენ ერთი და იმავე დავალებისთვის (პირველს ბანანს, მეორეს – კიტრს). ის, რომელსაც ტკბიელული არ შეხვდებოდა, მალევე იწყებდა აჯანყებას და აგრესიას ავლენდა.
გაითვალისწინეთ, რომ ასეთი საუბარი საკუთარ თავთან მხოლოდ მაშინ უნდა გააბათ, როცა სიტუაციის კონტროლი შეგეძლებათ. ვთქვათ, რაღაც პროექტში მონაწილეობთ და უძილო ღამეებისთვის კომპენსაციას ელით. თუმცა, სილამაზისა და კარგი ქცევისთვის ჩვენი არავის არაფერი მართებს.
როგორ შევწყვიტოთ საკუთარი თავის სიბრალული და შეცოდება? ჩვეულებრივ, ცნობიერების პერიფერიაში გესმით, რომ თქვენი ცხოვრება სხვებისაზე არც უკეთესია და არც უარესი: იგივე ცა, იგივე ჰაერი, აგრეთვე, ადეკვატური მშობლები, ღირსეული განათლება, გამგებიანი პარტნიორი. ეცადეთ. ეს აზრები თქვენი ყურადღების ცენტრში მოაქციოთ.