რატომ ვაგრძელებთ ურთიერთობას, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დაგვესრულებინა?

0
487

გრძნობთ, რომ ურთიერთობამ გამოგფიტათ, თუმცა, ვერ პოულობთ ძალებს “მოდი, დავშორდეთ” სათქმელად? გიჭირთ გაგრძელება, თუმცა, დასრულებისაც გეშინიათ? არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ ვაგრძელებთ ურთიერთობას, რომელიც არ გვჭირდება. ხანდახან, მათი გაგებაც საკმარისია, რომ წერტილის დასმისთვის საჭირო ძალა იპოვოთ საკუთარ თავში.

1. დამოკიდებულება

ემოციური მიჯაჭვულობა ისეთი მდგომარეობაა, რომლის დაძლევა ძალიან რთულია, რამდენადაც მის ფესვებს ღრმა ბავშვობაში გადავყავართ. ალბათ, თქვენთვის ნაცნობია ბავშვობის ყველაზე საშინელი პარადოქსი: რაც უფრო ცუდად ექცევიან მშობლები ბავშვს, მით უფრო ძლიერაა მასზე დამოკიდებული იგი. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ბავშვი მშობლების ქცევას, რეაქციას, კომუნიკაციისა და ქცევების საშუალებებს თანდათან ითვისებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი, რომელიც კეთილმოწყობილ ოჯახში იზრდება, თანდათან იმუშავებს რესურსს, რომელიც მას საკუთარი თავის შეყვარების საშუალებას აძლევს. იმიტომ, რომ იცის, რა არის სიყვარული. მას შეუძლია საკუთარი თავის შებრალება, დამშვიდება, ერთხელად დადგება მომენტი, როცა დამოუკიდებელი გახდება.

ხოლო ბავშვი, რომელსაც ცუდად ეპყრობოდნენ, სამუდამოდ მიჯაჭვული რჩება. ზრდასრულს, რომელიც ასეთი ბავშვი იყო, რეალურად, არ აქვს არჩევანი: იგი აუცილებლად შევა ურთიერთობაში, რომელშიც მას ისევ ცუდად მოექცევიაბ. იმიტომ, რომ სწორედ ასეთი მოპყრობაა მისთვის სიყვარულის ნიშანი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ემოციური მიჯაჭვულობა ყოველთვის უკიდურესობას არ იწვევს. მძიმე ურთიერთობა ყოველთვის დაუნდობლობას არ მოიაზრებს. გარდა ამისა, ჩვენს მეხსიერებას აქვს თვისება, შეავიწროვოს ყველაფერი ცუდი. ამიტომ, თუ ვერ ახერხებთ თქვენთვის შეუფერებელი ურთიერთობის გაწყვეტას, იქნებ, ამის შესახებ სპეციალისტს უამბოთ და მიზეზი ბავშვობაში იპოვოთ.

2. ჰიპერპასუხისმგებლობა

პერფექციონიზმი და “ფრიადოსნის სინდრომი” – მდგომარეობა, რომელიც ბევრი ქალის ცხოვრებას მნიშვნელოვნად ართულებს. გვერდიდან ეჩვენებათ, რომ სიყვარული არაფერ შუაშია, თუმცა, რეალურად ასე არაა. ჰიპერპასუხისმგებლობა პერფექციონისტებისა და ფრიადოსნების მთავარი  თვისებაა. პასუხისმგებლობის არეში ხვდება ყველა, მათ შორის, პარტნიორიც. ეს ისტორია ეხება “როგორ მივატოვო, ის ხომ ჩემ გარეშე ვერ იცოცხლებს!”. ჰიპერპასუხისმგებლობა გვაიძულებს, მამაკაცი “შვილად ავიყვანოთ”: საკუთარ თავზე ზედმეტ რამეს ვიღებთ, რამდენადაც უფრო მარტივია, გააკეთოთ თავად, ვიდრე აუხსნათ, როგორ გააკეთოს სწორად. მოკლედ, პარტნიორის პასუხიმსგებლობის სფერო მიკროსკოპულ ზომებამდე მცირდება, ჩვენ კი მას ვუყურებთ, როგორც საყვარელ, თუმცა უმწეო არსებას. როგორ მიატოვებ ასეთს?

3. ემოციური განუვითარებლობა

ემოციური განუვითარებლობა არაა დაკავშირებული ასაკთან, სამაგიეროდ, პირდაირ უკავშირდება ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ჩვენ ვიცით, რომ ნაადრევი ქორწინება, ხშირ შემთხვევაში, ინგრევა. თუმცა, არ ვიცით, რად უღირთ ეს ორივე პარტნიორს. რეალურად, ეს მათ ძვირად უჯდებათ: ახალგაზრდა პარტნიორები საკმაოდ დიდხანს რჩებიან ურთიერთობაში, რომელიც მათ ფიტავს, სწორედ იმიტომ, რომ განშორებისთვის “მომწიფებაა” საჭირო. მარტოობისთვის მომზადება სჭირდებათ. ეს ის “ცივ წყალში ნახტომია”, რომელიც ყველამ უნდა განახორციელოს. უბრალო, ზოგიერთი მამის სახლიდან თავისუფლად ფრენისთვის “ხტება”, ხოლო სხვები – სერიოზულ ურთიერთობებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ემოციური მომწიფება აიგვიანებს: ხელში საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობა არ აქვთ, ეს პასუხისმგებლობა ორზე იყოფა. სწორედ ამიტომ, ძალიან რთულია გამოსვლა იმ სერიოზული ურთიერთობებიდან, რომლებიც საკმაოდ ადრე დაიწყო. “მომწიფებაა” საჭირო.

4. დაბალი თვითშეფასება

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს უჭირთ უპერსპექტივო ურთიერთობის შეწყვეტა, რამდენადაც სჯერათ, რომ ეს ბოლო იქნება. მეტი ურთიერთობა აღარასდროს ექნებათ. ვის სჭირდება ასეთი რუხი და შეუხედავი? პარტნიორს უნდა ჩაეჭიდოს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ და როგორია იგი. მადლობა მას, რომ ასეთ დონეზე დაეშვა და ასეთ ადამიანთან გააბა ურთიერთობა. ეს არამხოლოდ საშინლად ჟღერს, არამედ მართლა საშინელებაა! თუმცა, საქმე ისაა, რომ თვითშეფასებაზე მუშაობა შესაძლებელი და აუცილებელიცაა. ადეკვატური თვითშეფასება აუცილებელი პირობაა ჰარმონიულ ურთიერთობაში. თუ იგი გაზვიადებული, არასათანადოდ დაფასებული ან ზედმეტად არასტაბილურია, არაფერი გამოვა: მტკივნეული ურთიერთობა გაგრძელდება. უნდა გესმოდეთ, რომ ეს ნებისმიერ ასაკში გამოსწორებადია. არა, ახლა არაა გვიან, იმუშავოთ სპეციალისტთან და, ბოლოს და ბოლოს, მოეშვათ საკუთარი თავის არაფრად ჩაგდებას.

5. სტერეოტიპები

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სტერეოტიპები თქვენს პირად ცხოვრებაზე გავლენას საერთოდ არ ახდენს, თუმცა, რეალურად, ასე არ ხდება. შეუძლებელია, იცხოვროთ საზოგადოებაში და არ გქონდეთ რეაქცია სიგნალებზე, რომლებსაც ეს საზოგადოება გიგზავნით. ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში, სამწუხაროდ, განსჯას უფრო მიიღებთ, ვიდრე მხარდაჭერას. “მიდი, არჩიე კაცები, შინაბერა დარჩები”, “ძლიერი და დამოუკიდებელი ხარ? სიბერეს კატებთან ერთად გაატარებ!”, “სულელო, უკეთესს ვერ იპოვებ!”, “დიდი ხნის წინ უნდა გათხოვილიყავი.” ხოლო, თუ უკვე გყავთ შვილი: “ვისღა სჭირდები, განქორწინებული, კუდით?” შეიძლება, ახლობლები და მეგობრები გვერდში დაგიდგნენ, თუმცა, ეს არაფერს შეცვლის. მაინც შეგეშინდებათ. შეგეშინდებათ, რადგან გაშინებენ სტერეოტიპებით, რომლებიც ჭეშმარიტების გამოცდას ვერ გადის. ამის გაგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მათ დამსხვრევას გარისკავთ. ეს რთულია, რადგან გარშემო უამრავი “ქალი ვალდებულია”-ა.

6. მანიპულაციები

პარტნიორი, შესაძლოა, თქვენით მანიპულირებდეს, თანაც, ამას შეუმჩნევლად აკეთებდეს. შესაძლოა, გთრგუნავდეთ და ასე თვითშეფასებას გიქვეითებდეთ. მას შეუძლია, დანაშაულის შეგრძნება მანიპულაციის ინსტრუმენტად გამოიყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ შეძლებთ ასე უბრალოდ წასვლას, თუ პასუხიმგებლიანი ადამიანი ხართ. ეჭვიანობა ის კაუჭია, რომლითაც ემოციურად დაუმწიფებელ გოგონებს იჭერენ: “მომწიფებისთვის”, მათ თუნდაც მინიმალური დამკვირვებლური გამოცდილება სჭირდებათ, თუმცა, მისი მიღება შეუძლებელია, თუ ეჭვიანი თვალს არ გაშორებთ. პატრიარქალური სერეოტიპები მანიპულაციის მოსახერხებელი ინსტრუმენტია: მამაკაცი გმართავთ “იმის საფუძველზე, რომ მამაკაცი ხართ”, და, თითქოს, ასეც უნდა იყოს. არა. ასე არ უნდა იყოს. ეს ყველაფერი მხოლოდ მანიპულაციებია, სწორედ მათ გამო ვერ წყვეტთ ურთიერთობას.

7. შიში

ბუნებრივია, ყველა ზემოხსენებული შობს მთავარს: შიშს. მარტოობის შიში – “სამუდამოდ მარტო რომ დავრჩე?” განსჯის შიში – “რას იტყვის ხალხი?”. პასუხისმგებლობის შიში მიღებული გადაწყვეტილებისთვის. დაკარგვის შიში. ახალი ცხოვრების შიში – ბოლოს და ბოლოს, ეს სავსებით ბუნებრივი და ნორმალური შიშია, რომელიც ჩვენ ყველას გვახასიათებს. თუმცა, რეალურად, უნდა დაფიქრდეთ, რა არის უფრო საშიში: ბოლო-ბოლო უსარგებლო ურთიერთობის გაწყვეტა თუ მასში დარჩენა და ცხოვრების განადგურება? კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რომელი შიში გადაწონის სასწორს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ