მამაკაცთან სტუმრად მივიდა, ნახა, როგორ ურთიერთობდა იგი დედასთან, შებრუნდა და წავიდა

0
24

Girl.ge-ის დღევანდელ სტატიაში – ფსიქოლოგი ერთი შეყვარებული წყვილის ისტორიას მოგვითხრობს.

50 წლის ასაკში გიორგის უკვე ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა და არც ფული აკლდა და არც ყურადღება ქალების მხრიდან. მის ირგვლივ ყოველთვის იყო ბევრი ახალგაზრდა გოგონა და გამოცდილი ზრდასრული ქალი – მაგრამ არცერთი მათგანი არ ხიბლავდა გიორგის იმდენად, რომ ერთად ცხოვრება შეეთავაზებინა ან დედამისი გაეცნო.

როდესაც დედა დაბერდა, გიორგიმ ის თავისთან გადაიყვანა ქალაქგარეთ დიდ სახლში და ბოლო 15 წელი ერთად ცხოვრობდნენ.

გიორგი დაქორწინებული არ იყო და შვილები არ ჰყავდა, რის გამოც დედამისი ძალიან ნერვიულობდა. ის განუწყვეტლივ ეუბნებოდა მას, რომ კარგი ქალი უნდა გაეცნო, რომელიც მას ბავშვებს აჩუქებდა და ის კი მათ მოუვლიდა.

ერთხელაც მამაკაცმა გაიცნო გოგონა, რომელიც მის შესაფერისად მოეჩვენა. ნინო გიორგიზე 14 წლით უმცროსი იყო და მას სრულიად შეეფერებოდა – მას შვილები უნდოდა, დამოუკიდებელი იყო, საქმიანი, აქტიური. ნინოს საკუთარი ცხოვრება, ჯანსაღი ეგოიზმი და საკუთარი ჰობი ჰქონდა – ეს ნიშნავდა, რომ ის სულში არ ჩაუძვრებოდა და თავისუფლად გაძლებდა ერთ კვირას, თუ ქმარი მივლინებაში გაფრინდებოდა.

ნინო და გიორგი ერთმანეთს ექვსი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ – ძირითადად რესტორნებში დადიოდნენ, შემდეგ კი ღამე ნინოს ბინაში რჩებოდნენ. ბოლოს მამაკაცმა გადაწყვიტა შეყვარებული სახლში დაეპატიჟებინა – დედა გაეცნო. დრო იყო!

ნინო სტუმრად მივიდა და გიორგიმ დედამისს გააცნო. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო ხვდებოდა გიორგი, რომ რაღაც კარგად ვერ იყო. ვახშმის დროს ნინო გაქვავებული სახით იჯდა და ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, დედამისი კი განუწყვეტლივ ესაუბრებოდა და მუდმივად იქცევდა ყურადღებას. ცოტა ხანში, ნინომ შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, ტაქსის გამოძახება სთხოვა და წავიდა.

იმ მომენტიდან მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა – ნინო ჩხუბობდა და ისტერიკას მართავდა, იკეტებოდა და სწყინდა, როდესაც გიორგი სიტუაციის გარკვევას ცდილობდა. მას არ ესმოდა რა ხდებოდა, ნინომ კი საბოლოოდ მოსთხოვა ეთქვა, სურდა თუ არა მას დაქორწინება. როდესაც გიორგიმ მორიდებულად უპასუხა, რომ თვითონაც არ იცოდა რამე გამოვიდოდა თუ არა, ნინომ საერთოდ შეწყვიტა ურთიერთობა და ორი თვით გაუჩინარდა.

შემდეგ კი გიორგიმ მიიღო შეტყობინება შემდეგი შინაარსით:

„ძვირფასო გიორგი, იცი, ამბობენ, რომ მშობლებთან ქცევით ბევრი რამის გაგება შეიძლება და მეც მივხვდი რაღაცას. შენთან სტუმრად რომ მოვედი, გამიკვირდა, რომ მიუხედავად უზარმაზარი სახლისა და ძვირადღირებული რემონტისა, შიგნით ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს იქ ბებია ცხოვრობდა. ძველი ხალიჩები, უამრავი არასაჭირო ნივთი, კარადები, ფანჯრის რაფებზე ყვავილები, რომლებიც სახლში სინათლეს არ უშვებს… მერე კი ვნახე, როგორ ესაუბრები დედაშენს.

შენ მისთვის პატარა ბიჭი ხარ. ის ბრძანებებს გასცემს, ამბობს, რა უნდა ჭამო, სად უნდა დაჯდე, სამსახურში ვინ არის კარგი და ვინ არის ცუდი, პერანგებს გიუთოებს. შენ მუდმივად მის გვერდით დგახარ, როგორც პაჟი, რომელსაც სურს, რომ თავის დედოფალს ემსახუროს. ჩემთვის ამის ყურება უსიამოვნოა, შენ მე ყურადღებას არ მაქცევ, ნებისმიერ დიალოგში დედის მხარეს იჭერ და არა ჩემსას…

წარმომიდგენია, რა მოხდება შემდეგ, თუ ერთად ცხოვრებას დავიწყებთ და მით უმეტეს, თუ შვილები გვეყოლება. ყველაფერი მის გარშემო იტრიალებს. ქორწილზე მინიშნება ვცადე, მაგრამ აქაც არ ხარ დარწმუნებული, გჭირდება ეს თუ არა. ახლა, არც მე ვიცი. რაში მჭირდება მჭირდება მამაკაცი, რომელიც მხოლოდ დედას უჯერებს? ჩხუბი არაფერს არ ცვლის, შენ უბრალოდ მასთან მიდიხარ, ის კი გამშვიდებს… არ ვიცი, რა გავაკეთო. თავად დაფიქრდი”.

გიორგის ეწყინა, მაგრამ ძალიან არა. რაში სჭირება ეს ისტერიული ქალი? ჩაიცინა და ამ ყველაფრის მოსაყოლად დედამისთან წავიდა. მას გაუხარდა – ერთი პრობლემით ნაკლებია. სინამდვილეში, მას არ სურდა, რომ შვილი მისგან რომელიმე ქალთან წასულიყო. ბავშვის აყვანა ჯანსაღი ახალგაზრდა ოჯახიდანაც შეუძლიათ, ფული ხომ აქვთ.

ეს არის ჩემი პაციენტი ქალის ისტორია. როგორც ვიცი, მას შემდეგ უკვე 5 წელი გავიდა და მამაკაცი ისევ მარტოა. გოგონა გათხოვდა და ბედნიერად ცხოვრობს.

ამ ისტორიის მორალი? თავად მიხვდით. მე კი მოკლედ გეტყვით – თუ 50 წლის ასაკში მამაკაცს დედასთან დაშორება არ უნდა, მას ურთიერთობა არ ექნება.