როგორ გავხდეთ უფრო ჭკვიანი, წიგნების გარეშე: 10 საშუალება

0
1044

უფრო ჭკვიანი რომ გახდეთ, ბევრი წიგნი უნდა წაიკითხოთ. თუმცა, ეს ყველაზე საიმედო გზა როდია. გაცილებით ეფექტურია გაზეთების კითხვა თავდაყირა, მოცარტის მოსმენა და ჩვენ მიერ შემოთავაზებული ჩვევების განვითარება.

1. მეტ ადამიანთან იმეგობრეთ

თუ ვინმე გაბედავს და ყბედს გიწოდებთ, ჩათვალეთ, რომ ეს კომპლიმენტია. მიჩიგანის სოციალურ კვლევათა ინსტიტუტის ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ, რაც უფრო მეტს საუბრობს ადამიანი სხვებთან, მით უფრო მაღალია მისი ინტელექტუალური მაჩვენებლები და მეხსიერება.

2. მეტი ჭამეთ

სწორი და სრულყოფილი კვება ტვინის სრულყოფილი მუშაობის წინაპირობაა. განსაკუთრებით “ჭკვიანდებიან” ძახველის, მოცვის, ჭარხლის, კომბოსტოს, ორაგულის, ისპანახისა და შოკოლადის მირთმევის შემდეგ. მთავარია, არ შეურიოთ ეს პროდუქტი ერთმანეთს, თორემ, ჭკუის ნაცვლად, ბანალურ გასტრიტს ან კუჭის წყლულს შეიძენთ.

3. მიიღეთ იოდის შემცველი პრეპარატები

იოდი არამხოლოდ ზოგად ჯანმრთელობასა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე ახდენს გავლენას, არამედ ზრდის ე.წ. ბუნებრივ ინტელექტს, ხსნის ტვინის მარაგს: აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებას, შრომისუნარიანობას, გვეხმარება ახალი არაორდინალური ამოცანების ამოხსნასა და ნაკლები შეცდომის დაშვებაში.

4. გამოიძინეთ

ძილის უკმარისობაც ამცირებს ინტელექტს. გაითვალისწინეთ, რომ, თუ ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში გვიან დაიძინებთ და ადრე ადგებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ადამიანს დაემსგავსებით. აი, ძილის დამატებითი საათები კი, პირიქით, ინტელექტს აგიმაღლებთ.

5. ამოხსენით კროსვორდები

აგრეთვე, ამოხსენით ამოცანები და რთული თავსატეხები. დამახსოვრების შეჯიბრების ჩემპიონები არ გამოირჩეოდნენ ფენომენური შესაძლებლობებით: ათობით სახელსა და ათასობით ციფრს მხოლოდ ხანგრძლივი ვარჯიშის წყალობით იმახსოვრებდნენ, უნდა ივარჯიშოთ!

6. გააჩინეთ ბავშვი

არა, ახლა კი არა, 9 თვეში. ფეხმძიმობის დროს და მშობიარობის შემდეგ, ქალის ორგანიზმში ხდება იმ ჰორმონების გამოსროლა, რომლებიც ააქტიურებს ტვინის სტრუქტურებს, პასუხისმგებელს დამახსოვრებასა და აღქმაზე. აბა?! ბავშვის მოვლა უფრო რთულია, ვიდრე 10 ადამიანისგან შემდგარი დანაყოფის მეთაურობა.

7. ერუდიტული თამაშები

“ვის უნდა 20 000”-ის მსგავსი თამაშები ისეთი უსარგებლო არაა, როგორც ერთი შეხედვით გეჩვენებათ ხოლმე. დღეში 30-40 წუტში, მიიღებთ პასუხებს კითხვაზე რამდენიმე ათეული ენციკლოპედიიდან, ასეთი თამაშების რამდენიმეთვიანი ცქერა კი დაჭკვიანების შანსს 30%-ით გაზრდის.

8. ეთამაშეთ უფრო ძლიერს

ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ წესს გვასწავლიდა 1883 წლის “ჭადრაკის საფუძვლები” და სწორედ მას იცავდა მთავარი გმირი ფილმისა “რევოლვერი”, რომლის წყალობითაც, მთელი ფილმის განმავლობაში, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, ერთი-მეორის მიყოლებით იგებდა ჭადრაკის პარტიებს.

9. რეგულარულად დაკავდით სექსით

ეს, ალბათ, ყველაზე სასიამოვნო და მარტივიი გზაა “მის კონგენიალობის” ტიტულის მოპოვებისკენ. სქესობრივი აქტის დროს, ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ქალებს უფრო მკაფიოდ და ღრმად აზროვენბის საშუალებას აძლევს.

10. გაზარდეთ თქვენში ცუდი ხასიათი

ასეთი ადამიანები სიბერეში გაცილებით უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე მათი თანატოლები – ასეთი დასკვნა გამოიტანეს მეცნიერებმა. რამდენადაც ამ უცნაური ურთიერთკავშირის ახსნა დღემდე არ შეუძლიათ, ეს მეთოდი მხოლოდ სათადარიგოდ შემოინახეთ. ვინ იცის, იქნებ, ჭკვიანი ბუზღუნას ნაცვლად ჩვეულებრივი ბებერი აბეზარა გახდეთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ