
Girl.ge-ის დღევანდელ სტატიაში – გამოცდილი დიასახლისი ერთ საინტერესო ხრიკს გვიზიარებს. სახლში ზედაპირების გასაწმენდად ერთ უნივერსალურ გამწმენდ საშუალებას გთავაზობთ. მისი მომზადება დამოუკიდებლად შეგიძლიათ და ღირებულების მიხედვითაც ძალიან იაფი დაჯდება. მთავარ საიდუმლოს ის წარმოადგენს, რომ მე ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტებს ვიყენებ.
სახლში ყოველთვის მაქვს იაფფასიანი აბების შეფუთვა, რადგან ამ საშუალებას ძალიან ხშირად ვიყენებ.
ტაბლეტი ჯერ უნდა დააქუცმაცოთ.
მე მისგან კონცენტრირებულ გამწმენდ ხსნარს ვამზადებ.
ფხვნილს, რომელიც ერთი ტაბლეტიდან მივიღე, ნახევარ ლიტრ ცხელ წყალს ვასხამ.
ამ ხსნარს ბოთლში ვასხამ, ამ ბოთლში ვინახავ და საჭიროებისამებრ ვიყენებ. ახლა კი გეტყვით, როგორ გამოვიყენებ ამ ხსნარს.
ვასხურებ შუშის ზედაპირებზე და ქსოვილით ვაპრიალებ. მინები და სარკეები ასეთი გაწმენდის შემდეგ უბრალოდ სისუფთავით ბზინავს. არ რჩება ლაქები და არც ზოლები.
ამ საშუალებით შესაძლებელია პლასტმასის გათეთრებაც.
ამ საშულების გამოყენება სამზარეულოშიც შეიძლება. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიჟარის, გაზქურის, ღუმელის, გამწოვის გასაწმენდად.
უბრალოდ შეასხურეთ პროდუქტი, გააჩერეთ 5-10 წუთი და გაწმინდეთ ზედაპირები.
ამ უნივერსალური გამწმენდი საშუალებით ასევე შეგიძლიათ გაწმინდოთ სანტექნიკა სააბაზანო ოთახში.
როგორც ხედავთ, ეს არის შესანიშნავი საშუალება, რომლის დამზადებაც ძალიან იაფი ჯდება. ერთი ტაბლეტით, მთელი ერთი ბოთლი გამწმენდი საშუალება მიიღება.