7 რამ, რაზეც პასუხისმგებლობის აღება გმართებთ.

0
19

როცა ცხოვრებაში რაღაც სათანადოდ ვერ მიდის, ხალხი მიდრეკილია სხვების დადანაშაულებისკენ. ვალდებულებების გარეშე ცხოვრება – ფუჭი ყოფაა, რამეთუ მნიშვნელოვანია მიზანმიმართულად არსებობა და გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება ყოველდღიურად.

ყოველთვის გადაჭრით და დროის დაუკარგავად ქმედება გმართებთ, მთელი თქვენი ენერგია ყველაზე მთავარის, არსებითის განხორციელებისაკენ უნდა მიმართოთ. იცოდეთ, რომ არ არსებობს წარმატებული ცხოვრების რაიმე იდუმალი გასაღები. პასუხი ერთდორულად მარტივიცაა და რთულიც: უბრალოდ საკუთარ არსებობაზე პასუხიმსგებლობა უნდა აიღოთ.

1.გადაწყვეტილებები

ზოგჯერ საეჭვო გადაწვეტილებებს ვიღებთ ხოლმე. კარგი არჩევანი გააკეთეთ თუ ცუდი, უნდა იცოდეთ, რომ ეს თქვენი ნების მოხდა და იძულებული არავის გაუხდიხართ.

2.როგორ ატარებთ დროს

სერიალები, სოციალური ქსლები და, საერთო ჯამში, ინტერნეტი, დროს გვპარავს. ეს ყველაზე ძვირფასი რესურსია, რომელიც რაციონალურად უნდა გამოიყენოთ.

3.ურთიერთობები

ნებისმიერ წარუმატებელ ან შეუმდგარ ურთიერთობაში ორივე პარტნიორია დამნაშავე. რასაკვირველია, საკუთარ უბედურებაში შეგიძლიათ მამაკაცები დაადანაშაულოთ, თუმცა განა ეს ასეა? განა თავიდან საკუთარი ნებით არ დათანხმდით რჩეულთან თქვენი ცხოვრების დაკავშირებას? თუკი აიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, თუ ვის ხვდებით, მაშინ უფრო სწორ გადაწყვეტილებებსაც მიიღებთ.

4.თქვენი ფული.

თუკი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომელთაც ფული არასოდეს აქვთ, მაშინაც კი, როცა ღირსეულ ხელფასს იღებთ და მთელი დღე მუშაობთ, მაშინ გმართებთ საკუთარი ხარჯებთან დაკავშირებული თქვენი ჩვევების გადახედვა.

5.თქვენი მომავალი.

შეგიძლიათ იფიქროთ, რომ უფროსები აკონტროლებენ თქვენს მომავალს (რადგან სწორედ მათ ძალუძთ სახელფასო დანამატების მოცემა, კარიერულ მწვერვალზე თქვეი აყვანა და ორ წამში ანაზღაურების ჩამოჭრა). გახსოვდეთ, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებიან მართ₾ები, თუ კი მათ საკუთარ თავთან ამგვარად მოპრყობის უფლებას მისცემთ.

6.თქვენი ჯანმრთელობა.

მარტივია მსხვილი კომპანიების დადანაშაულება იმაში, რომ ისინი სხვადასხვა ნაგავს ამატებენ თქვენს საკვებში. უნდა აღინიშნოს, რომ თავადვე აძლევთ ამ არაკეთილსინდისიერ ხალს ფულს, რათა მათ თავიანთი საქმის კეთება გააგრძელონ. თუკი თქვენი ჯანმრთელობა შავდება, უნდა გააცნობიეროთ, რომ ერთადერთი ხართ, ვინც მას აკონტროლებს.

7.თქვენი ბედნიერება.

გაკოტრდით, საკუთარი სამსახური გძაგთ, საყვარელმა ადამიანმა მიგატოვათ, უკანასკნელი წლის განმავლობაში 15 კგ-ით მოიმატეთ, რადგან საზრდოობთ საკუთარი უბედურებითა და უარყოფითი ემოციებით. თავს დატეხილი მრავალი პრობლემა თქვენი წარუმატებელი გადაწყვეტილებების შედეგია. დადგა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობისა და ყველაფრის უკეთესობისკენ შეტრიალების დრო.