
სამზარეულოში გაჩენილი ცუდი სუნის წყარი შეიძლება იყოს ნიჟარის ჩასარეცხი. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გთავაზობთ ქვემოთ მოცემული პროცედურის შესრულებას. ჩასარცხს ზემოდან ყოველთვის ვაშორებთ ჭუჭყს, თუმცა მის სიღრმეში ჩვეულებრივ არ ვიყურებით ხოლმე. არადა, მასაც ესაჭიროება წმენდა.
თავდაპირველად მოუშვით ჩასარეცხის ბადე, ამას მარტივად გააკეთებთ მონეტის საშუალებით. ბადის უკანა მხარეს უსათუოდ აღოაჩენთ ცხიმის ნაწილაკებსა და ჭუჭყს.
ჩასარეცხში სიბინძურე დროთა განმავლობაში გროვდება, ის მიკრობთა გამრავლების კერაა.
ჩასარეცხის ნაწილები კარგად გაწმინდეთ და გარეცხეთ, ამის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას მიამაგრეთ.