ტაროს გაშლა. არც გაკავებთ და არც გიშვებთ. რატომ? რას უნდა ელოდოთ მისგან მომავალში?

0
31

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: არც გაკავებთ და არც გიშვებთ. რატომ? რას უნდა ელოდოთ მისგან მომავალში?

განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).

თქვენ გამოდიხართ, როგორც ძალიან ძლიერი, ბრძენი, საკმაოდ მშვიდი ქალი, მაგრამ ამავდროულად ძალიან კატეგორიული. დიდი გამოცდილება გაქვთ, ცხოვრებაში ბევრი რამ გაქვთ გამოვლილი, საკუთარ შეცდომებზე ისწავლეთ. ეს დაგეხმარათ ისეთ ადამიანად გადაქცევაში, როგორიც ახლა ხართ.

თქვენ ხართ ძლიერი, თავდაჯერებული ქალბატონი, ცხოვრებაში გამარჯვებული, მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ქალი. შეიძლება უფროსი ხართ, ხელმძღვანელი, ნებისმიერ შემთხვევაში, გაფასებენ, პატივს გცემენ და ვიღაცას თქვენი ეშინია კიდეც.

სხვათა შორის, საკმაოდ რთული გამოცდილება გაქვთ, თქვენ განიცადეთ დანაკარგები და ნგრევა. შესაძლოა, განქორწინება, სამსახურის დაკარგვა, ზოგადად, რაღაც ისეთი, რამაც ცოტა ხნით ფეხქვეშ ნიადაგი გამოგაცალათ. მაგრამ თქვენ გაუძელით და ამ ყველაფრისგან მიიღეთ გამოცდილება, რომელსაც ახლა ძალიან წარმატებით იყენებთ.

უსიამოვნებებმა თქვენი ხასიათი გააკაჟა და ახლა გარშემომყოფები ხედავენ, რომ საკმაოდ ბევრი მამაკაცური თვისება გაქვთ, მაგალითად, როგორიცაა თავდაჯერებულობა, ინტელექტი და სხვების დამორჩილების უნარი. ცხადია, რომ არ ხართ “ნაზი ყვავილი”, თქვენ “რკინის ლედი” ხართ.

მამაკაციც რთული ადამიანია. ძალიან პრაქტიკული, ბრძენი, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ადამიანი, რომელმაც ნათლად იცის, როგორ განვითარდება მისი ცხოვრება დროის მოცემულ მონაკვეთში.

კერძოდ კი, მატერიალური თვალსაზრისით. რადგან მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ფინანსური დამოუკიდებლობა და სტაბილურობა. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ახერხებს მისი ნებისმიერი წამოწყების და ჰობის ფულად ქცევას.

მას შეუძლია ეს უნარი სხვებსაც გაუზიაროს, თუ მას სურს, რა თქმა უნდა. რადგან მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, არათუ ცოდნის სხვისთვის გაზიარება, არამედ ის, რომ ამ ცოდნამ პირველ რიგში მისთვის „იმუშაოს“.

მამაკაცი ემოციებში ძალიან თავშეკავებულია, მაგრამ გრძნობების უნარი გააჩია. ის თავის გრძნობებს გამოხატავს არა სიტყვებით, კომპლიმენტებით ან რაიმე სახის რომანტიული სიურპრიზებით, არამედ ძალიან რეალური საქმით. ანუ, მაგალითად, მას უყვარს საჩუქრის ჩუქება, მაგრამ ეს არ იქნება რაიმე რომანტიკული სასიამოვნო წვრილმანი, არამედ ეს იქნება ის, რაც ოჯახში გამოგადგებათ.

ურთიერთობაში ის მზადაა პასუხისმგებლობის ასაღებად. სხვათა შორის, ბარათები გვიჩვენებს, რომ ზოგის შემთხვევაში, ეს ადამიანი თავისუფალი არ არის.

ამ ადამიანსაც გააჩნია გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება, კერძოდ, ახლა მას აქვს პერიოდი, როცა ადრე „დათესილი“ უბრუნდება. მან გააცნობიერა, რომ მისი ნებისმიერი ქმედება, კარგი თუ ცუდი, ადრე თუ გვიან გარკვეულ შედეგებს მოუტანს.

რა ხდება გრძნობებთან დაკავშირებით? ამჟამად ძნელია იმის გაგება, თუ რას განიცდით ამ მამაკაცის მიმართ. ამოვიდა პენტაკლების ოთხიანი – ჩაკეტილობისა და ემოციური სიძუნწის ბარათი. ყოველ შემთხვევაში, ახლა სწორედ ასე ავლენთ თავს. ამ ყველაფერთან ერთად, თუ ჩაუღრმავდებით, მიხვდებით, რომ გრძნობები ჯერ კიდევ გაქვთ და თან საკმაოდ ძლიერი, ღრმა. არკანი “ძაღლის” მიხედვით არის მიჯაჭვულობა, იმის შეგრძნება, რომ ის თქვენი მამაკაცია.

მისი მხრიდან, ბარათები გვიჩვენებს ემოციებს, გრძნობებს. თასების ტუზი საუბრობს ძლიერ ემოციებზე, რომლებიც ავსებს მას. შესაძლოა, ეს გრძნობები მან ახლახან გააცნობიერა და ახლა არ იცის რა ქნას. ამიტომ, ამ ემოციებს შიშიც ახლავს, იქნებ ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც თავად სურს. ამიტომ, მამაკაცი შეიძლება ახლა ამ გრძნობებზე არაფერს ამბობდეს.

ახლა ბარათები თქვენს შორის გვიჩვენებს ურთიერთობას – საქანელებს. რაღაც მომენტებში იტანჯებით, ბევრი რამ გაკლიათ ამ ურთიერთობებში, გაწუხებთ შიშები, ეჭვები, მომავლის გაურკვევლობა. მაგრამ, სხვა მომენტებში – ჯერ კიდევ არსებობს იმის გაგება, რომ ერთად კარგად ხართ.

როგორც ჩანს, დროა ურთიერთობა ახალ დონეზე გადაიყვანოთ, მაგრამ ერთ-ერთ თქვენგანს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ამის გამოა ნერვიულობა, გულის ტკივილი და უიმედობა.

რატომ არის, რომ არც გაკავებთ და არც გიშვებთ? პირველ რიგში იმიტომ, რომ არ გენდობათ. როგორც ჩანს, მამაკაცი არ გთვლით იმ ადამიანად, ვინც თავდაპირველად გაიცნო. მას ეს ძალიან აწუხებს, ის შეიძლება ფიქრობდეს, რომ თქვენ მის მიმართ სულ სხვა ინტერესი გაქვთ, რაც არ არის დაკავშირებული გრძნობებთან და ჰარმონიულ ურთიერთობებთან.

ეს სერიოზულ გავლენას ახდენს მის ემოციურ მდგომარეობაზე, მამაკაცს აიძულებს, რომ დაგშორდეთ და უფრო დამალოს საკუთარი ემოციები. ის მაინცდამაინც ემოციური ადამიანი არ არის და ამას მისი ეს ფიქრებიც ემატება. ეს ყველაფერი ერთმანეთს ეწყობა და მამაკაცის უმოქმედობასა და აპათიას იწვევს.

ამ ყველაფერთან ერთად, ბარათები გვიჩვენებს, რომ მას სურს თქვენთან შეხვედრა, რაღაცის გადაწყვეტა, სიტუაციის გარკვევა. მაგრამ ეს ადამიანი ახლა შინაგანი უთანხმოების მდგომარეობაშია, როდესაც არის ბრძოლა გონებასა და გრძნობებს შორის, სიყვარულსა და ეჭვებს შორის.

უახლოეს მომავალში სიტუაცია არ შეიცვლება, ისევ იქნება უთქმელობა, გაუგებრობა, უკმაყოფილების გრძნობა, ამ ურთიერთობებში რაიმე მნიშვნელოვანის ნაკლებობა.

მაგრამ ცოტა მოგვიანებით, გარკვეული სახის გარღვევა მოხდება, ადამიანი მზად იქნება გულწრფელობისთვის. თუმცა, ეს მაშინ მოხდება, როდესაც ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იქნება.