დედამთილმა ტირილამდე მიმიყვანა.

0
20

“როცა ამას ვწერ, თვალებზე ცრემლები მადგება. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შევუერთდებოდი იმ ბეჩავთა რიცხვს, რომლებიც თავიან დედამთილებზე ჩივილის მეტს არაფერს აკეთებენ. სამწუხაროდ, რეალობა ყოველთვის როდია თანხვედრაში ჩვენს წარმოდგენებთან.

ჩემი და დიტოს ურთიერთობა გამალებით ვითარდებოდა. გაცნობიდან ერთ კვირაში ის უკვე გრძნობებში გამომიტყდა, კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ კი დედამისი გამაცნო. მომავალმა დედამთილმა საკმაოდ მეგობრულად მიმიღო. ის თავშეკავბულად და თავაზიანად იქცეოდა, სულელურ კითხვებს არ მისვამდა, ჩემი და დიტოს ურთიერთობაში არ ერეოდა.

როცა მე და ჩემმა რჩეულმა ჯვარი დავიწერეთ, ქალბატონმა თამრიკომ დაჟინებით მოითხოვა, რომ მის ერთ-ერთ ბინაში გადავბარგებულიყავით, რომელიც მანამდე მას გაქირავებული ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, მან იქაურობა სპეციალურად ჩვენთვის გაარემონტა. საბოლოო ჯამში, დიტოს დედის შემოთავაზებას დავთანხმდით. საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნების მერე ყოფით ფაცაფუცში ჩავიძირეთ.

ერთ საღამოს ქალბატონმა თამარმა სავაჭრო ცენტრიდან დამირეკა. მან მითხრა, რომ გასაოცარი საბავშვო კოსტუმი შეერჩია ჩემი ჩვილისათვის, რომელიც სულ რაღაც 9 თვეში მოევლინებოდა ქვეყანას. მაშინ ორსულად არ ვიყავი, შესაბამისად, გაოცებისგან პირი დამრჩა ღია, თუ რანაირად შეთხზა ჩემმა დედამთილმა ეს ამბავი. როცა დიტოს დედას სიმართლე ვუთხარი, მან გაკვირვებით მკითხა, თუ რატომ ვერ მოვახერხეთ მე და მისმა ვაჟმა ბავშვის ჩასახვა საზღვარგარეთ მოგზაურობისას.

საღამოს მომხდარი დიტოს ვუამბე. მოსმენილმა ისიც გააოგნა. მან აღნიშნა, რომ ქალბატონი თამარი უსიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებოდა, როცა გაიგებდა, რომ ბავშვის გაჩენას უახლოეს მომავალში არ ვგეგმავდით. ქმარს ვთხოვე, რომ მეორე დღესვე გამგზავრებულიყო მშობლებთან და ჩვენი გადაწვეტილების შესახებ მათთვის ეცნობებინა. ცხადია, ჩემი დედამთილი ძალიან განაწყენდა. იმ მომენტიდან მოყოლებული მან ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა. ქალბატონი თამარი პირადად აღარ მესაუბრებოდა, სტუმრად სიარულიც შეწყვიტა და თავადაც აღარ მეპატიჟებოდა მასთან.

რამდენჯერაც კი დედამთილი ჩვენთან სტუმრად მოვიდა, იმდენჯერვე ამიშარდა. ის ყველანაირ საბაბს ეძებდა იმისათვის, რათა ჩემთვის რაიმე წუნი გამოეძებნა. მან ბევრჯერ თავისი უაზრო გამოხტომებით ტირილამდეც კი მიმიყვანა”.