ჩემს ქმარს ოჯახიდან წასვლა უნდა, თუმცა ის განქორწინებისგან თავს იკავებს.

0
28

მეორედ გავთხოვდი. ჩემი პირველი ქმარი სუსტი ნებისყოფის მქონე ლუდომანი იყო, მასთან შედარებით ახალი მეუღლე საოცრად ძლიერი, მზრუნველი და ვაჟკაცური მეჩვენა. როგორც იქნა, სუსტ ქალად ვიქეცი, ადრე კი მთელს ოჯახს მარტო მივათრევდი. ჯაბამ თავისი დაჟინებულობით მომხიბლა, ის მარტივად პოულობდა რთული სიტუაციებიდან გამოსავალს, ამასთან, ფულის შოვნაც ეხერხებოდა.

თითქმის ორი თვეა, რაც ჩემი ნაქებ-ნადიდები ქმარი ჩვენს სახლში ფეხსაც აღარ დგამს. წელიწადზე მეტი ხნის წინ ჯაბა მოულოდნელად გაათავისუფლეს სამსახურიდან, ჩემს მეუღლეს მობეზრდა უფროსის დაქვემდებარების ქვეშ მუშაობა, ამიტომ მან თავისი კეთილდღეობის მოპოვება მისეული მეთოდებით განიზრახა. ის სულ გადაკარგული იყო, ზოგჯერ სახლში ღამის გასათევადაც კი არ ბრუნდებოდა. საბოლოო ჯამში, თვალით ვეღარც ქმარს ვხედავდი და ვეღარც მის ნაშოვნს ფულს. აქედან გამომდინარე, თითქმის მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში მუშაობა მომიწია. ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო, ჯაბასთან წამოვჭერი საკითხი ჩვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ და მან ნორმალური სამსახურში დასაქმება ვთხოვე. მეუღლემ თავი შეურაცხყოფილად იგრნო, ეწყინა, რომ მის მდგომარეობაში არ შევედი, ამიტომაც სახლიდან წავიდა.

რასაკვირველია, თავიდან მის დაბრუნებას ვცდილობდი, თუმცა ჯაბამ იმდენი საზიზღრობა მაკადრა, რომ ბოლოს შევეშვი. ერთი კვირის შემდეგ ის მოულოდნელად მესტუმრა და გამომიცხადა, რომ ოჯახს უბრუნდებოდა, რამდენიმე დღის გასვლის შემდგე კი კვლავ გაუჩინარდა. ჯაბას შევხვდი და ჩვენს მომავალზე ვესაუბრე: “თუ ერთად ვაპირებთ ყოფნას, მაშინ სირთულეებსაც ერთბოლივად უნდა გავუმკლავდეთ”. ქმარმა მითხრა, რომ ჩემი და ჩვენი ქალიშვილის რჩენას ვერ გაართმევდა თავს. მოკლედ, მან კონკრეტულად კვლავ არაფერი თქვა. სხვა გზა აღარ დამრჩა, ამიტომ ჯაბას ამგვარად დავუსვი საკითხი: “თუკი ერთმანეთს ვშორდებით, მაშინ საერთო ქონების გაყოფაზე უნდა შევთანხმდეთ და ასევე ჩვენი ქალიშვილის ბედზეც ვისაუბროთ”. ჯაბას არაფრის გადაწყვეტა არ სურს, მას ყველაფერი სამომავლოდ აქვს გადადებული.