
ოდესმე დაფიქრებულხართ, სინამდვილეში რა ახდენს გავლენას ბარძაყებზე “ფორთოხლის ქერქის” გაჩენაზე? ქრისტინა ფოგაციმ იცის პასუხი შეკითხვაზე, რომელიც ქალების დაახლოებით 80%-ს აღელვებს.
ცოტანი როდი არიან მანდილოსნები, რომლებიც საათობით ვარჯიშობენ სპორტარბაზებში და მკაცრ დიეტებზე სხედან, რათა საძულველი ცელულიტი მოიშორონ თავიდან. სხებისათვის ეს პრობლემა უცხოა. ცნობილმა იტალიელმა კოსმეტოლოგმა ქრისტინა ფოგაციმ ამ თემაზე წიგნი დაწერა. მის ნაშრომს ჰქვია – “ცელულიტი. ცინიკური თილისმა ქალთა მთავარი მტრის წინააღმდეგ”.
უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ცელულიტისადმი წინასწარგანწყობის განმაპირობებელი ფაქტორები და ასევე უშუალოდ მისი გამომწვევი მიზეზები.
წინასწარგანმწყობელ ფაქტორებს მიეკუთვნება არაკონტროლირებადი უსიამოვნებები, მაგალითად, ყოფილთან შემთხვევით შეხვედრა, როცა უმაკიაჟოდ და სპორტულ კოსტუმში გამოწყობილი დადიხართ მაღაზიის დახლებს შორის. ცელულიტის უშუალო გამომწვევი მიზეზებია არახელსაყრელი სიტუაციები, რომლებსაც თითქოს განგებ ეძებთ, მაგალითად, ყოფილი შეყვარებულისათვის მესიჯის გაგზავნა ორი ჭიქა მოჰიტოს დალევის შემდგომ.
დავიწყოთ წინასწარგანმწყობი ფაქტორებით, რომლებიც უკვე გადაწყვეტილია ბედისწერისა და გენეტიკის მიერ. ესენია:
- მდედრობითი სქესი;
- ზღვასთან ახლოს ცხოვრება. 1988 წელს ჩატარდა კვლევა 38 წლის 450 ქალბატონის მონაწილეობით, რომლებიც ცხოვრობდნენ ნიდერლანდებში, ვარშავაში, გეტებორგში, ვერონაში (იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი) და აფრაგოლეში (იტალიის სამხრეთი ნაწილი). ამ შესწავლამ აჩვენა, რომ აფრაგოლელი მანდილოსნების სიმაღლე ნაკლებია, ხოლო სხეულის მასის ინდექსი და თეძოების გარშემოწერილობა მეტია მათ ჩრდილოელ თანატოლებთან შედარებით. ზოგადად, ხმელთაშუაზღვირპირელი ქალები ჩვეულებრივ დაბლები არიან და მათ ფართო თეძოები აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭარბი წონის შემთხვევაში მათ თეძოებსა და დუნდულებზე ცხიმი დაუგროვდებათ, ეს კი შესანიშნავი ნიადაგია ცელულიტის განვითარებისათვის.
- მემკვიდრეობითობა. ქალს შეიძლება მშობლებისგან თან დაჰყვეს სისხლძარღვებთან, დგომის პოზასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა ფაქტორები, რომლებიც ერთიანობაში განაპირობებს ცელულიტის წარმოქმნას.
- მცირე კუნთვანი მასა. საუბარია არა ადამიანის ქრონიკულ სიზარმაცეზე, არამედ იმაზე, რომ დაბადებისას შეიძლება თან დაგყვეთ კუნთები, რომლებიც წინასწარგანწყობილნი არიან მოთენთილობისაკენ.
ცელულიტის უშულო გამომწვევი ფაქტორებია:
- დგომის პოზა და ტერფის თაღი;
- გიწევთ თუ არა დიდხანს დგომა ან ჯდომა;
- ატარებთ თუ არა დაპატარავებულ ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელს;
- ცუდი კვება;
- ზოგიერთ მედიკამენტის, მაგალითად, სისხლძარღვთა გაფარათოვებლების – ვაზოდილატატორების (ისინი აუმჯობესებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას), კალციუმის ანტაგონისტების (გამოიყენება ჰიპერტენზიისა და არითმიის სამკურნალოდ) მიღება.