ლელა მივდივარ. მეტის ატანა აღარ შემიძლია, დავიღალე. სიბერეში მშვიდი ცხოვრება მინდა

0
26
  • – კოტე, ლოგინი რანაირად გაასწორე? ასჯერ მითქვამს, რომ გადასაფარებელი ყვავილებით ფანჯრისკენ უნდა იყოს და არა პირიქით! – თქვა აღშფოთებულმა ცოლმა.
  • – კოტე, მაცივარში წვნიანი შუა თაროზე უნდა იყოს? მე ყოველთვის ქვედა თაროზე ვდგამ, დროა დაიმახსოვრო! – ისევ უკმაყოფილო იყო ლელა.
  • – კოტე, რატომ ხარ ასეთი უყურადღებო? ეს ზრაზია? ეს ჩვეულებრივი კატლეტია, მე კი ზრაზის ყიდვა გთხოვე! – კრიტიკას და აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა…

კოტემ და ლელამ ერთად 35 წელი გაატარეს. შეიძინეს ყველაფერი, რითაც პენსიონერებს შეუძლიათ დაიკვეხნონ: ბინა, აგარაკი, მანქანა. ყოველ ზაფხულს ზღვაზე დასვენების შესაძლებლობა ჰქონდათ. ერთი ის იყო, რომ შვილი არ ჰყავდათ. ლელამ შვილის გაჩენა ვერ შეძლო, ბავშვის აყვანა კი კატეგორიულად არ უნდოდა, რაც არ უნდა ეთხოვა ქმარს. კოტეს ბავშვები ძალიან უყვარდა!

ცოლს მძიმე ხასიათი ჰქონდა და ბოლომდე ასეთად დარჩა. ასაკის მატებასთან ერთად, ხასიათი უფრო გაუფუჭდა. მუდმივად უკმაყოფილო იყო. არასწორად გააკეთე, არასწორ ადგილას წახვედი, არასწორ ადგილას დადე…

კოტე ახალგაზრდობაში იმედოვნებდა, რომ შვილის გაჩენის შემდეგ ლელას გული მოულბებოდა და თან მისი ყურადღება მარტო მასზე არ იქნებოდა მიმართული. მაგრამ, ასე არ მოხდა… და ასე ცხოვრობდა მრავალი წლის განმავლობაში უხასიათო ცოლთან ერთად და უძლებდა მის აუტანელ, მოსაწყენ ხასიათს.

თავად კოტე კარგი ქმარი და კარგი ადამიანი იყო. ქარხანაში, სადაც 42 წლის მანძილზე იმუშავა, კოლეგები პატივს სცემდნენ, უფროსები კი აფასებდნენ მას. პენსიაზე პატივისცემითა და სიგელებით გააცილეს.

სახლი კარგად ჰქონდათ მოწყობილი. კოტეს ოქროს ხელები აქვს! ის საქმეს არ ერიდებოდა, ცოლს ყველაფერში ეხმარებოდა, არ ეკამათებოდა. მასთან ცხოვრებას ეგუებოდა.

ლელას პირველად რომ შეხვდა, მისმა სილამაზემ თავი დააკარგვინა. ლამაზმა შავთმიანმა ბიჭმა ლელას ყურადღებაც მიიპყრო და იგი მას გასაქანს არ აძლევდა.

ლელას გამო, კოტე თავის პირველ სიყვარულს დაშორდა – მოკრძალებულ, მშვიდ სოფლელი გოგონას და მრავალი წლის განმავლობაში პრეტენზიულ ცოლთან ერთად ცხოვრობდა. მაგრამ, როგორც ამბობენ, ნებისმიერი მოთმინება მთავრდება…

  • – კოტე, ეს რა ჩემოდანია? მიდიხარ სადმე? – გაოცდა ლელა, როდესაც დაინახა, რომ კოტე აკურატულად დაკეცილ ტანსაცმელს დიდ სამგზავრო ჩემოდანში აწყობდა.მეუღლესთან ერთად ცხოვრებამ ასწავლა, რომ ყველაფერი აკურატულად უნდა გაეკეთებინა.
  • – ლელა, მივდივარ. მეტის ატანა აღარ შემიძლია, დავიღალე! მინდა, რომ სიბერეში მშვიდად ვიცხოვრო – საყვედურებისა და პრეტენზიების გარეშე! დავიღალე, საკმარისია! – მტკიცედ უთხრა კოტემ გაოცებულ ცოლს.

ლელა ქმრისგან ასეთ ქმედებას არ ელოდა. ის, ყოველთვის მშვიდი და თვინიერი იყო, ახლა კი საკუთარ თავს არ ჰგავდა. იდგა და დაბნეული თვალებით უყურებდა, არ იცოდა რა ეთქვა. მას არ სჯეროდა, რომ ის წავიდოდა.

მაგრამ… კოტე მართლაც წავიდა! უფრო მეტიც, მან განქორწინება მოითხოვა.

ბოლო თვეებში მამაკაცს სულ უფრო ხშირად ახსენდებოდა პირველი სიყვარული – ნანა. ახალგაზრდა გოგონა, რომელიც სოფლიდან მათ ქალაქში ჩავიდა, ტექნიკურ სასწავლებელში დაუსწრებელზე ჩაირიცხა და სამსახური იმავე ქარხანაში მიიღო, სადაც კოტე მუშაობდა.

მათ ერთმანეთი ძალიან მალე შეუყვარდათ. ის მასზე დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ… ამავე ქარხანაში ბუღალტერიის განყოფილებაში მუშაობა დაიწყო ლელამ – ცოცხალმა, თავხედმა და ლამაზმა ქალმა! ქარხნის ერთ-ერთ შეხვედრაზე მან სიმპათიური ბიჭი შეამჩნია და თავი აღარ დაუნებებია.

ნანამ მალევე მიატოვა ქარხანაში მუშაობა და სხვა ქალაქში გაემგზავრა. ამრიგად, მათი გზები გაიყო.

დაახლოებით ერთი წლის წინ კოტემ მისგან წერილი მიიღო. წერილი მშობლების მისამართზე იყო გაგზავნილი, რომლებიც ცოცხლები აღარ იყვნენ. მშობლების ბინაში კოტეს უმცროსი ძმა ცხოვრობდა, სწორედ მან გადასცა წერილი.

მამაკაცს კონვერტის გახსნის დროს მღელვარებისაგან ხელები აუკანკალდა.

მისი პირველი სიყვარული წერდა, თუ როგორ იყო და სად ცხოვრობდა. წერდა, რომ სხვა ქალაქში იმის გამო წავიდა, რომ არ შეეძლო იმის ნახვა, თუ როგორი ბედნიერი იყო მისი შეყვარებული სხვა ქალთან. გამგზავრების შემდეგ კი შეიტყო, რომ ორსულად იყო და გოგონა შეეძინა. ის არ გათხოვილა, ვერ აეწყო.

ალბათ ახლაც ჩუმად იქნებოდა, უკვე რამდენი წელი გავიდა… მაგრამ სიბერე შორს არაა და მას სინდისი ქენჯნის თავისი დუმილის გამო. მას უფლება არ ჰქონდა კოტესთვის დაემალა, რომ ქალიშვილი ჰყავდა, მას უფლება არ ჰქონდა მის მაგიერ გადაეწყვიტა ყოფილიყო მამა თუ არა…

როდესაც მისი გოგონა საბავშვო ბაღში მივიდა და ნახა, რომ სხვა ბავშვებს მამები ჰყავდათ, მან დედამისს კითხვების დასმა დაუწყო: სად არის მამაჩემი, მე რატომ არ მყავს მამა? რომ წამოიზარდა, მთლად დატანჯა კითხვებით, დედას მოსვენებას არ აძლევდა. ნანა წერდა, რომ საკუთარი ქალიშვილის წინაშე დამნაშავე იყო – მან მას მამა წაართვა.

ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ცხოვრება, კოტესთვის მაშინვე რომ ეთქვა ორსულობის შესახებ.

კოტე ამ სტრიქონების კითხვისას ემოციებს ვერ იკავებდა. ცრემლები უნებურად მოსდიოდა. წარმოგიდგენია! ამდენი წელი შვილზე ოცნებობდა და თურმე უკვე 35 წელია მამაა! ჰყავს ქალიშვილი, საკუთარი სისხლი და ხორცი! ის უკვე გაიზარდა და შვილიშვილები გაუჩინა. ის კი მთელი ამ წლების განმავლობაში თავის ლელასთან ერთად ცხოვრობდა და არაფერი იცოდა…

ნანაზე გაბრაზებული არ იყო. პირიქით, საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რომ მას ერთ დროს ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა. თავისი გრძნობების ერთგული რომ ყოფილიყო, ლელა ვერ აცდუნებდა და ახლა ნანასთან და თავის შვილთან ერთად იქნებოდა.

თავად არის დამნაშავე, ვერავის დაადანაშაულებს. ცხოვრების ნახევარი გავიდა, ახლა მან ეს დრო უნდა გამოიყენოს, როგორმე უნდა აინაზღაუროს დაკარგული წლები.

ნანასა და კოტეს შორის მიმოწერა, კოტეს ძმის საფოსტო ყუთის მისამართის მეშვეობით გაგრძელდა. შემდეგ, მათ მათი ქალიშვილიც შეუერთდათ. ექვსი თვის შემდეგ ისინი იმ ქალაქში ჩავიდნენ, სადაც კოტე ცხოვრობდა. რამდენიმე დღის განმავლობაში სასტუმროში რჩებოდნენ.

მათი შეხვედრის დროს უამრავი ცრემლი, ჩახუტება და … პატიება იყო.

თიკომ მამა თავისთან მიიწვია სტუმრად. უთხრა, რომ სურვილის შემთხვევაში შეეძლო საცხოვრებლად მასთან გადასულიყო, ადგილი ყველასათვის იქნებოდა საკმარისი!

მაგრამ… როგორ უნდა მიეტოვებინა კოტეს ლალა? ისინი ხომ ახალგაზრდები არ არიან და თან რამდენი წელი იცხოვრეს ერთად! ლელას, ქმრისა და ძმისშვილების გარდა, არავინ ჰყავდა.

მაგრამ ერთ დღეს, ცოლის მორიგი პრეტენზიების შემდეგ, კოტემ ვეღარ გაუძლო – მისი მოთმინება გათავდა! ქალიშვილს შეატყობინა, რომ თანახმა იყო საცხოვრებლად მასთან გადასვლაზე. ლელა კი ფაქტის წინაშე დააყენა, უთხრა, რომ ქალიშვილი ჰყავდა.

ბინა და აგარაკი მეუღლეს დაუტოვა, მანქანა თვითონ წაიყვანა.

ლელა მარტო დარჩა. მიხვდა, რომ ხანდახან ქმარს ძალიან ცუდად და უხეშად ექცეოდა, ამის გამო თავს ისჯიდა, მაგრამ წარსულს ვეღარ დაიბრუნებდა…

კოტემ კი ბედნიერება იპოვა! ორიოდე თვე თავის ქალიშვილთან იცხოვრა, შემდეგ კი ნანასთან გადავიდა. ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, სიყვარულისა და სინაზის ძველმა გრძნობებმა იჩინა თავი. ისინი ერთად ყოფნის ყოველი წუთით, ყოველი წამით ტკბებოდნენ!

კოტე და ნანა ხშირად სეირნობდნენ ადგილობრივ პარკში. გამვლელების ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა შუახნის ქალი და მამაკაცი, რომლებიც ხელჩაკიდებულები სეირნობდნენ და ერთმანეთს სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდნენ. ბევრს უკვირდა, როგორ შეძლო ამ წყვილმა მრავალი წლის შემდეგ ასეთი თბილი ურთიერთობისა და გრძნობების შენარჩუნება.

და მხოლოდ ნანამ და კოტემ იცოდნენ, რა ადვილია ამ ურთიერთობებისა და გრძნობების განადგურება და რა რთულია მათი პოვნა და აღდგენა…