გაიახალგაზრდავეთ კანი კივის სეზონზე!

0
119

მოვიდა ზამთარი და მასთან ერთად ციტრუსის და კივის სეზონი. კივის საოცარი ნაყოფი – კანის აღდგენასა და გაახალგაზრდავებაში გვეხმარება. ეს ხდება, უპირველეს ყოვლისა მასში შემავალი C ვიტამინის გამო. ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რაც ნიშნავს, რომ ეხმარება კანს სიმკვრივისა და ელასტიურობის აღდგენაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც კივი შეიცავს, არის კალიუმი. კალიუმს კივი დიდი რაოდენობით შეიცავს. ის ხელს უშლის შეშუპების გაჩენას. ნიღბებში კივის გამოყენება ხელს უწყობს სახის შეშუპების მოცილებას.

გარდა ამისა, კივის ექსტრაქტები გამოიყენება თმის ცვენისთვის, რადგან კივი ამაგრებს თმას და მის ლამაზ იერს აღადგენს. Girl.ge-ის დღევანდელ სტატიაში – გაგიზიარებთ შინაურული ნიღბის რეცეპტს, რომელიც შესანიშნავად გამოკვებავს და გაამკვრივებს თქვენს კანს, ტონუსში მოიყვანს მას და შეშუპებას შეამცირებს. ამ ჯადოსნური ნიღბისთვის დაგჭირდებათ:

  • 1. ნაღები – 1 დესერტის კოვზი.
  • 2. კივი – 1 ცალი.
  • 3. თაფლი – 1 ჩაის კოვზი.

თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, შეგიძლიათ თაფლის ნაცვლად ერთი ჩაის კოვზი დაფქული შვრიის ფაფა დაუმატოთ.

მომზადების წესი

1. მინის ან კერამიკულ ჭურჭელში დაჭყლიტეთ კივი და პიურეს მსგავს მასად აქციეთ.

2. დაუმატეთ ნაღები, აურიეთ.

3. დაუმატეთ თაფლი, ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე (შეგიძლიათ კისერზეც) და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ამის დროის გასვლის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნიღაბი გამოიყენეთ ყოველდღე – ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ დაისვენეთ ერთი კვირა და გაიმეორეთ კურსი. თქვენი კანი შესამჩნევად აიჭიმება, გახდება უფრო მკვრივი და ელასტიური.

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი კოსმეტიკური პროდუქტის გამოყენებამდე აუცილებლია ალერგიის ტესტის გაკეთება.