
შვრიის ბურღულეული მდიდარია უჯრედისით, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავთა მოქმედების აღდგენას, შლაკების გამოყვანას ორგანიზმიდან, ასევე ორგანიზმში გლუკოზის დონის დაქვეითებას, მეტაბოლიზმის დაჩქარებას, ის აგრეთვე წინ აღუდგება ხოლმე ცხიმების ათვისებას. სხვათა შორის, ეს პროდუქტი ეფექტურად მოქმედებს არა მხოლოდ ორგანიზმის შიგნით, არამედ კანის ზედაპირზეც.
ქალებისათვის ჯერ კიდევ უძველესი დროიდანაა ცნობილი შვრიის სასარგებლო თვისებები. მაგალითად, ეგვიპტის მაცხოვრებლები რეგულარულად იღებდნენ შვრიის აბაზანებს – ისინი ეხმარებოდა მათ კანის სხვადასხვა სნეულებასთან ბრძოლაში. თანამედროვე კვლევებით დამტკიცებულია, რომ შვრია ზოგიერთი ბიუთი-საშუალების შესანიშნავი ალტერნატივაა.
სახის ნიღაბი აკნეს წინააღმდეგ
ცხიმიანი კანისათვის განკუთვნილი ნიღაბის სჯობს წყალზე დაამზადოთ. სახის მშრალი, ჩამომჭკნარი ან მგრძნობიარე ზედაპირული საფარველის შემთხვევაში სპეციალისტები თხევადი საფუძვლის სახით რძის ან ნაღების გამოყენებას გვირჩევენ. ფანტელები დადუღრეთ ცხელი წყლით ან რძით და დააყენეთ 10 წუთი. დაიტანეთ სახეზე 5-15 წუთით, შემდგომ კი დატკბით მიღებული შედეგით.
სახის ნიღაბი კანის სიმშრალის წინააღმდეგ
შვრია ასევე ეფექტურად ებრძვის კანის აქერცვლასაც. მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები სახის ზედაპირულ საფარველთან შეხებისას ქმნიან თხელ დამცავ აპკს, ასევე ისინი აღმოფხვრიან ქავილს, გამონახარს და ქერცლავენ კანის გარქოვანებული ნაწილაკებს. სახის სიმშრალის თავიდან მოსაშორებლად, სახის ნიღაბს დაუმაეთ ბანანის პიურე და ცოტაოდენი თბილი რძე. ყველაფერს საგულდაგულოდ მოურიეთ და მიღებული მასა გაიჩერეთ სახეზე 10-15 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
შვრია მშრალი შამპუნის სახით
ეს ბურღული თავისუფლად ჩაანაცვლებს მშრალ შამპუნს, დაიტანეთ თმაზე მცირე ოდენობით გაგრილებული შვრიის ფაფა, შემდგომ კი თმა კარგად ჩამოივარცხნეთ. ის გაწმენდს თავის კანს და მოაშორებს ზედმეტ ცხიმს.
სახის პუდრი
ვერაფრით გიპოვიათ მსუბუქი ეკო-პუდრი სახისათვის ნატურალური ტონალობის მისანიჭებლად? მაშინ ის საკუთარი ხელით დაამზადეთ. 4 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელები ჩაყარეთ ბლენდერში ან ყავის საფქვავში, დაასხით 200 მლ გრილი წყალი და ყველაფერი ადღვიბეთ. მიღებულ ნარევს ნახევარი საათის განმავლობაში არ შეეხოთ, ამ დროში ჭურჭლის ფსკერზე წარმოიქმნება ნალექი, წყალი კი აიმღვრევა. ამის მერე სითხე ცალკე ჭიქაში გადაასხით, შვრიას კი ახალი წყალი დაასხით, შემდგომ ამღვრეული სითხე ისევ სხვა ჭურჭელში გადაღვარეთ. ბოლოს, შეგროვებული წყალი გაფილტრეთ თეთრი ქსოვილის საშუალებით, ამას შეიძლება ერთ საათამდე დასჭირდეს. ზედაპირზე წარმოიქმნება სქელი თეთრი პომადა. გადაანაწილეთ იგი ნაჭერზე და დატოვეთ გამოსაშრობად. 24 საათში პუდრი მზად იქნება!