
ნოემბრის ბოლოდან თვით 31 დეკემბრამდე სულ ვყიდულობთ რაღაც ახალს საახალწლო სუფრისათვის ან ვზრდით საჩუქრების რაოდენობას. ამ დროს დღესასწაულის მოახლოების სურვილი გვამოძრავებს თუ ამის ბრალი მარკეტინგული სასწაულებია?
საახალწლო დღესასწაულებისათვის მზადება თქვენთვისაც სალაროს აპარატის ხმასთან და გათხელებულ საფულესთან ასოცირდება? ამაში მარკეტინგს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. როცა მილიონობით ადამიაი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა რაც შეიძლება მეტი ფულ დავხარჯოთ, მაშინ თავადაც ვრწმუნდებით იმაში, თითქოს უამრავი მორთულობა, სასუსნავი და სხვა ტრადიციული ატრიბუტიკა აუცილებლად გვესაჭიროება.
1.ყველა შესაძლო აქციას ქმნიან იმ მიზნით, რათა მიაპყრონ ადამიანთა ყურადღება კონკრეტულ პროდუქტციაზე. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ზოგჯერ ისეთი საქონელი შეგიძენიათ, რომელსაც თავიდან თქვენთვის არანაირი ფასეულობა არ გააჩნდა. ამის მიუხედავად, როგორც კი მოჰკარით თვალი წარწერას – “ორი ერთის ფასად”, მაშინვე ჩააგდეთ ის ნივთები კალათაში. ამ შემთხვევაში მოქმედებს ასეთი წესი: სავაჭრო ცენტრში ან ჰიპერმარკეტში ხელი დაავლეთ მხოლოდ იმას, რასაც ისედაც იყიდიდით.
2.ფასდაკლეები მომხმარებელთა ცნობიერებაზე დაახლობით ასე მოქმედებს: არასაჭირო ან უსარგებლო საგნებიც კი ადამიანებს ყოფით ცხოვრებაში გამოყენებადი ჰგონია. ამასთან, პროდუქტს შეღავათიანი ფასი მხოლოდ ორ შემთხვევაში ახლავს: თუ მისი საწყისი ღირებულება სპეციალურად გაზარდეს, ან როცა მისი ვარგისიანობის ვადა ამოწურვას უახლოვდება.
3.საახაწლო მორთულობები და თემატური სიმღერები, რომელთაც უკვე დეკემბრის შუა რიცხვებიდან წააწყდებით მაღაზიებში, ასევე მომგებიანი მეპატრონეთათვის. მომხმარებლებს ეჩვენებათ, თითქოს დღესასწაულის დადგომამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი, ამიტომაც მიაჩნიათ, რომ საჩუქრებისა და საზეიმო სუფრისათვის საჭირო პროდუქტების შერჩევა იმ კონკრეტულ მომენტში უმჯობესია.
4.მზა საახალწლო ნაკრებები ერთადერთ ხსნად ესახებათ იმ ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ საჩუქრების შერჩევა. როგორც წესი, ზემოხსენებულ კომპლექტებს აწყობენ თავად გამყიდვლები და ლამაზად ფუთავენ.
5.წინასაახალწლოდ ტანსაცმლის მაღაზიებში ტრადიციულად წარმოდგენილია ბრჭყვიალებიანი და ბზინებიანი სამოსები. რასაკვირველია, ეს ქმნის საზეიმო განწყობას.