
როგორც ცნობილია, ჯანსაღი კვება და რეგულარული ფიზიკური დატვირთვები წარმოადგენს გასაღებს ლერწამტანობისათვის. ამასთან, შესანიშნავად ვუწყით, რომ კანფეტების ყუთით ხელში დივანზე ჯდომა გაცილებით სასიამოვნოა – გულს ხომ ვერ უბრძანებ. მოცემულ სტატიაში ერთად ვიპოვით შემოვლით გზებს!
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ფორმაში ყოფნა სპორტდარბაზში სიარულისა და კალორიების თვლის გარეშეც შესაძლებელია. არაა გამორიცხული, რომ საერთოდ არ დაგჭირდეთ რადიკალური არჩევანის გაკეთება გემრიელსა და სასარგებლოს შორის. უბრალოდ ძალების მოკრება და მარტივი წესების დაცვა გმართებთ.
თაფლის დიეტა ზარმაცებისათვის განსაკუთრებით მაცდურად ჟღერს. უბრალოდ დაამატეთ ცოტაოდენი ეს პროდუქტი ყოველ კერძში, მათ შორის, სალათებსა და სენდვიჩებშიც. ასეთი სასიამოვნო და სასარგებლო საკვები დანამატის რეგულარული გამოყენების შემდეგ ნელდება დესერტების მირთმევის სურვილი.
არატრადიციული მედიცინით გატაცებულები ოდებს მღერიან იმის შესახებ, რომ აკუპუნქტურას სხეულის წონის ნორმალიზება ძალუძს. ადამიანის სხეულზე არსებობს წერტილები, რომლებიც პასუხისმგებელია შიმშილის გრძნობაზე. თუ მათზე ნემსებს დავამაგრებთ, მაშინ მიღებული შედეგები სასიამოვნოდ გაგვაოცებს.
ადამიანის სხეულის თითოეულ წერტილს ესაჭიროება D ვიტამინი. ის სინთეზირდება მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ და ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება: მისით განსაკუთრებით მდიდარია მარცვლეული, თევზის ცხიმიანი სახეობები, კვერცხი, რძე. ყველამ როდი იცის, რომ D ვიტამინი აუცილებელია ნორმალური წონის შესანარჩუნებლადად. ჭამის მადას აკონტროლებს თავის ტვინი, ამ ფუნქციის წარმატებით შესრულებას ის ამ მაკროელემენტის გარეშე ვერ გაართმევს თავს. თუკი ორგანიზმში “მზის ვიტამინის” ოდენობა საკმარისია, მაშინ ტვინის უჯრედები გამოიმუშავებენ სეროტონინს და აჩქარებენ კალციუმის ათვისებას. ორივე ეს პროცესი ხელს უწყობს წონაში კლებას.
კენკრა, განსაკუთრებით კი მარწყვი, ბლომად შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ვიტამინი ხელს უშლის მეტაბოლიზმის დაჩქარებას, კალციუმი კი წონაში გვაკლებინებს.
სატაცური – ცნობილი დიურეტიკია, მისი რეგულარული მიღება ორგანიზმს ათავისუფლებს ზედმეტი სითხისგან, ეს კი მარტივი მეთოდია იმისათვის, რათა ბრტყელი მუცელი ჩამოგიყალიბდეთ ზედმეტი ძალისხმევის გაწევის გარეშე.