ტაროს გაშლა. რის თქმა სურს თქვენთვის ახლა, ამ მომენტში?

0
114

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: რის თქმა სურს თქვენთვის ახლა, ამ მომენტში?განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: დაისვენეთ და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა)
ბარათები გახასიათებთ, როგორც საკმაოდ ემოციური, რბილი ხასიათის, გრძნობების გამოვლენის უნარის მქონე ქალს. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ ძალიან აქტიური ხართ.

პირიქით, თქვენ შეიძლება იყოთ ძალიან ნაზი, მზრუნველი, არ “ახრჩობდეთ” ამ თქვენი ზრუნვით. მსუბუქად იქცევთ, ისე, რომ ადამიანს არ ძაბავთ. გიყვართ მსუბუქი, სასიამოვნო ემოციები.

ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე იყო. ახლა კი ნერვიულობთ და მიზეზი არის ღალატი იმ ადამიანისგან, ვისთანაც ურთიერთობდით და ვის მიმართაც სიმპათია გაგაჩნდათ. ის კი ძალიან არასწორად მოიქცა, გაქრა, გაჩუმდა, ყოველგვარი ახსნის გარეშე.

ამის შემდეგ აღარ ცდილობთ ადამიანებთან გახსნას, გირჩევნიათ დისტანცია შეინარჩუნოთ, ზოგადად, ჩაკეტილი ხართ.

მამაკაცს ბარათები ახასიათებს, როგორც ძალიან სპონტანურ ადამიანს, რომელსაც სჭირდება მოძრაობა, დინამიკა, რაღაც ახლის სწავლა, სჭირდება ახალი საქმეები და პროექტები. თუმცა, ახლა ეს ყველაფერი არც ისე კარგად გამოსდის.

თითქოს ეს ადამიანი ახლა სიმშვიდის მდგომარეობაში იმყოფება, მისთვის მნიშვნელოვან რამეს ელოდება. და ასეთ პირობებში მას არ შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც ადრე. პირიქით, ახლა თავის პატარა სამყაროში ჩაიკეტა, ყოველდღიური საქმეებით არის დაკავებული.

ვერ ვიტყვით, რომ მას ეს მოსწონს, მაგრამ ეს მოსაწყენი, ყოველდღიური საქმეები ახლა მის უშუალო მონაწილეობას მოითხოვს. რადგან მას აქვს მატერიალური პრობლემები, ფულის ნაკლებობა და ასეთ ვითარებაში, მამაკაცი თავს არ გრძნობს თავდაჯერებულად.

მას სურს, რაც შეიძლება მალე მოაგვაროს ყველაფერი და აღარ დაუბრუნდეს ფინანსურ საკითხებს. სხვათა შორის, ბარათები აჩვენებს საკმაოდ რთულ ურთიერთობას ფულთან, როდესაც ადამიანმა არ იცის ფულის სწორი ხარჯვა, ხარჯავს ისეთ რამეზე, რაც მას მაინცდამაინც არ სჭირდება.

თქვენი გრძნობები ამ კაცის მიმართ ბოლო დროს შეიცვალა, ადრე ზუსტად იცოდით მის მიმართ რას გრძნობდით, ახლა კი უამრავი ეჭვი გიპყრობთ. ზოგ მომენტში ნაზ ემოციებს განიცდით, ზოგჯერ კი მის მიმართ ნეგატივს ავლენთ.

მამაკაცს თქვენ ემოციურად იზიდავთ და იმდენად ძლიერად, რომ ეს მას გარკვეულ უხერხულობასაც კი უქმნის. მაგრამ ეს ქვეცნობიერის დონეზე ხდება, ამიტომ ის თავად დარწმუნებით ვერ იტყვის, თუ რას გრძნობს თქვენს მიმართ.

თქვენი ეჭვების მიუხედავად ბარათები მაინც გვიჩვენებს თქვენს შორის გრძნობებს, თუმცა ეს ემოციები არაცნობიერია, ის, რაც თქვენ ჯერ არ მიგიღიათ. რადგან არსებობს გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის ამ ყველაფერს.

კერძოდ, ბევრის შემთხვევაში ეს არის სასიყვარულო ოთხკუთხედის მდგომარეობა, როდესაც არც თქვენ ხართ თავისუფალი და არც ის მამაკაცი, რომელიც ჩაიფიქრეთ.

მაგრამ არის მიზიდულობა, ემოციური ერთობა, რომელსაც თქვენ ჯერ-ჯერობით არ ღებულობთ, მაგრამ მაინც გრძნობთ. ბარათები ნათლად გვიჩვენებს მესამე პირების ჩარევას.

რის თქმა სურს თქვენთვის ახლა, ამ მომენტში? იმის, რომ თქვენთან შეხვედრა უნდა, დროის სასიამოვნოდ გატარება, გრძნობებზე საუბარი. რადგან ის გრძნობს, რომ არის ემოციები და რომ ისინი ორმხრივია.

თუმცა, ამავე დროს არის გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის ამ შეხვედრას. კერძოდ ის, რომ არც თქვენ და არც ის თავისუფალი არ ხართ. სწორედ ეს აფერხებს მას თქვენკენ მომავალ გზაზე. რადგან მას ესმის, რომ თუ სიტუაცია მოულოდნელად კონტროლიდან გამოვა, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს, ჩხუბს, ოჯახის დანგრევას. მას ეს არ სურს და ამიტომაც ეწინააღმდეგება საკუთარ სურვილებს და ებრძვის მათ. ამ სიტუაციაში ოჯახი მაინც უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს.

ზოგადად, მას სურს გითხრათ, რომ სიტუაცია, როდესაც არ შეგიძლიათ აქტიური კომუნიკაცია და დროის ერთად გატარება, სიტუაცია, როდესაც მამაკაცი არ არის აქტიური თქვენი მიმართულებით – არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ის თქვენს მიმართ გაცივდა და გრძნობები არ გააჩნია (ეს ასე არ არის), არამედ იმასთან არის დაკავშირებული, რომ მას ეშინია იმ შედეგის, რომელიც შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიწვიოს.