
ენდეთ საკუთარ ინტუიციას.
დღევანდელი ტესტი საშუალებას მოგცემთ უკეთ გაიგოთ, რა გიშლით ხელს განვითარებაში და რაც მთავარია მიგახვედრებთ, თუ საითკენ უნდა განაგრძოთ სვლა.
ცხოვრების გზაზე უამრავ ყოველდღიურ გამოწვევას ვხვდებით, რამაც შეიძლება ძალა დაგვაკარგვინოს და დანებებაზე გვაფიქრებინოს.
ეს ნორმალურია, რადგან ცხოვრების რაღაც მომენტში სირთულეები ყველას ხვდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს გეგმებისა და ოცნებების დასასრულს.
როდესაც პირველ ადგილზე თვითშემეცნებას აყენებთ, თქვენ სულიერად ვითარდებით და უფრო გონივრულად უყურებთ ყველაფერს, რაც ხდება.
ინტუიციის ტესტს შეუძლია გაჩვენოთ, თუ რაზე უნდა იმუშაოთ იმისათვის, რომ განვითარდეთ და უფრო სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროთ.
შეხედეთ ზემოთ მოცემულ სურათს, რა დაინახეთ ყველაზე პირველი?
1. კისერი, ადამიანის (ან რამდენიმე ადამიანის) კეფა
თუ პირველი რაც დაინახეთ ადამიანების თავები იყო, მაშინ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს გარშემო არსებულ სამყაროს და მისი გაუმჯობესება სურს. თქვენ ზრუნავთ თქვენს ირგვლივ მყოფ ყველა ადამიანზე და ცდილობთ ყველაფერში დაეხმაროთ მათ. ძალიან გულუხვი ადამიანი ხართ.
თქვენ ძალიან გაწუხებთ ყველაფერი, რაც არა მხოლოდ თქვენს ცხოვრებაში ხდება, არამედ მთლიანად მსოფლიოში. ნამდვილად გაღელვებთ ის, რომ ვიღაც ახლა იტანჯება, შიმშილობს, რომ ვიღაცაზე ძალადობენ.
სამყაროს სჭირდება კეთილშობილება და გაგება, მაგრამ ყველაფერი დაბალანსებული უნდა იყოს. ხშირად ივიწყებთ საკუთარ თავს და შედეგად, თქვენი ცხოვრება და თქვენი გეგმები ისე არ მიდის, როგორც თქვენ გსურთ.
იმისათვის, რომ განვითარდეთ და გაიუმჯობესოთ ცხოვრება, განსაზღვრეთ პრიორიტეტები და იპოვნეთ ბალანსი საკუთარ თავზე ზრუნვასა და გარშემომყოფებზე ზრუნვას შორის.
თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას.
2. ხეები
თუ ხეები დაინახეთ, ეს იმიტომ, რომ ძალიან შემოქმედებითი ადამიანი ხართ. გჯერათ სილამაზის, ბუნების. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ სილამაზე გადაარჩენს სამყაროს.
საკმაოდ რომანტიკული ხართ და გრძნობების მიხედვით მოქმედებთ. შენთვის ყველაზე მთავარია – სინათლის გამოსხივება, რათა სხვას გაუნათოთ.
თქვენი უნარები შთააგონებს და გარშემომყოფებს აიძულებს, რომ რეალობა უფრო ლამაზად აღიქვან.
თუმცა, საკუთარი თავის საკმარისად არ გჯერათ. ხშირად სათანადოდ არ აფასებთ თქვენს ნიჭს და უნარებს.
შესაძლოა, თქვენმა ნიჭმა წარმატებამდე მიგიყვანოთ, მაგრამ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დროისა და ენერგიის ქონაა მის გასავითარებლად.
იმისათვის, რომ აყვავდეთ და გქონდეთ ისეთი ცხოვრება, რომელსაც იმსახურებთ, უნდა დაიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და გარშემო უნდა შემოიკრიბოთ ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ.
3. მთლიანი სურათი (ადამიანები და ხეები)
თუ მთლიანი სურათი დაინახეთ, მაშინ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ცდილობს წონასწორობის პოვნას ცხოვრების ყველა სფეროში. ურთიერთობებში საზღვრებს ადგენთ და ცდილობთ შეინარჩუნოთ მხოლოდ ის, რაც თქვენთვის კარგია.
თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც კონცენტრირებულია აწმყოში ცხოვრებაზე, სიამოვნებაზე და სიმშვიდის შენარჩუნებაზე. არ გიყვართ გართულებები, კამათი ან კონფლიქტი.
ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხართ, ხალხი ხშირად მოგმართავთ რჩევისთვის. ბევრი კარგი მეგობარი გყავთ, რომლებიც გაფასებენ და აღფრთოვანებულნი არიან თქვენი იმ უნარით, რომ ყოველთვის ინარჩუნებთ ნათელ გონებას.
თქვენ შეგიძლიათ იყოთ შესანიშნავი ლიდერი.
მაგრამ, თქვენ გაქვთ შინაგანი პრობლემები, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს.
თქვენ უნდა გათავისუფლდეთ წარსულისაგან. ის, რაც დიდი ხნის წინ მოხდა, უნდა გადაილახოს, რათა თქვენი ცხოვრება წინ წავიდეს. ასე რომ, გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც აწმყოში გაქვთ.
ეს რთულია, მაგრამ ეს პროცესი ისე უნდა შესრულდეს, რომ თქვენ შეძლოთ წარსულისაგან გათავისუფლება და დაიწყოთ სწავლა, რათა ზრდა განაგრძოთ.